16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძე
ნანუკა ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა ჩაკვეტაძე მხატვრობით ბავშვობიდანაა გატაცებული და დღეს უკვე მის მიერვე ნაპოვნი სტილით ჭრელ-ჭრელ ნახატებს ხატავს. მის შემოქმედებაში უამრავ ფერს, ფორმას და რაც მთავარია, ფანტაზიის უსასრულობას აღმოაჩენთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, უკვე ქონდა პერსონალური გამოფენა და ათობით ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტსა, თუ გამოფენებში.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძე
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძე

- 16 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მიუხედავად ჩამი ასაკისა სწავლის პარალელურად ვცდილობ განვვითარდე იმ პროფესიაში, რომელიც ძალიან მომწონს და მაინტერესებს. დამთავრებული მაქვს ხელოვნების სკოლის ექვსწლედი ფერწერის მიმართულებით. ხატვა 2013 წელს დავიწყე და ვცდილობ მონაწილეობა მივიღო ბევრ პროექტსა თუ კონკურსში. პირველი პროექტი, სადაც მონაწილეობა მივიღე იყო ჩეხეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული. რამდენიმე თვის მერე, როდესაც უკვე იმედი თითქმის გადამეწურა,  დამირეკეს და მითხრეს, რომ საქართველოდან პირველი ადგილი ავიღე და ელჩი ჩამოვიდოდა, რომ პრიზები პირადად გადმოეცა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- ვინ აღმოაჩინა, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

- ვხატავ ცხრა წლის ასაკიდან, როდესაც ინტერნეტში ვნახულობდი თუ როგორ ხატავდნენ მხატვრები თავიან ნამუშევრებს მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მესწავლა და დავუფლებოდი ხელოვნების ამ დარგს.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი ვისგან გამოგყვათ?

- დედა მყავს გუგუშვილი, მამა ჩაკვეტაძე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, თუმცა ჩემი თავდაუზოგავი შრომის წყალობით მივიწევ წინ.
- დღეს რა მიმარეთულებით ხატავთ?

- ვხატავ ფერწერაში, თუმცა რამდენიმე ნახატი მაქვს შექმნილი სიურრეალისტურადაც, რასაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და შეფასება მოჰყვა. არაერთ პროექტსა თუ კონკურსში გავიმარჯვე კიდეც. მე და კიდევ რამდენიმე არტისტმა „ნიკოს“ ორგანიზებით გავალამაზეთ თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელიც, სადაც გადავიტანე ჩემი ერთ-ერთი სიურრეალისტური ნახატი და მისი ნახვა შესაძლებელია ტელევიზიასთან, კოსტავას ქუჩაზე. ამ ბოლო დროს დაინტერესებული ვარ რეალისტური ნახატებითაც, რადგან ვფიქრობ, მხატვრისთვის თავის ფანტაზიასთან ერთად ტექნიკაც ძალიან დიდ როლს ასრულებს.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მხატვრობას? რას გამოხატავთ თქვენს ნამუშევრებში?

- ჯერჯერობით  ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი უკავია მხატვრობას, რადგან მთელი ჩემი თავისუფალი დრო უკავშირდება ამ პროფესიას. „კოსმონავტი" ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარია სიურრეალისტური ჟანრით, სადაც კოსმონავტის სახით გამოვხატე ჩემი ემოცია სხვადასხვა წარმატებული პროექტებიდან გამომდინარე.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- მშობლები როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?

- რა თქმა უნდა იდეალურია, როდესაც გაქვს შენი სამუშაო ადგილი, სადაც თავს გრძნობ კომფორტულად და უსმენ შენთვის სასიამოვნო მუსიკას. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით არის. ვმუშაობ ჩემს ოთახში, სადაც სულ არის კამათი: „საღებავები თავის ადგილზე დადე", „ეს, რომ დასვარე,  რა გაწმენდს“ და ა.შ. ნამუშევრის დაწყების პროცესში დედას თვალებსა და ხასიათში უკმაყოფილება ჩანს, თუმცა დასრულებისთანავე წამში აუციმციმდება თვალები და მაინც არ შემაქებს. სწორედ ამ კრიტიკის წყალობით ვიზრდები. თუმცა მისი ოდნავი და გაკვირვებული ღიმილი ყველაფერს ამბობს. მამა ყოველთვის უზრუნველმყოფს საღებავებით და სხვა საჭირო ნივთებით.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- გამორჩეული ნახატი თუ გაქვთ?

- ყველა ნახატი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ყველასთან რაღაც ისტორია მაკავშირებს.

- პირველი პერსონალური გამოფენის შესახებ ვისაუბროთ. რითი იყო გამორჩეული?

- პირველი პერსონალური გამოფენა იყო პროექტ "მეხელოვნება"-ს ფარგლებში, რომელმაც მართლაც, რომ დაუვიწყარი და გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ჩემზე, არამედ ჩემს ირგვლივ გარშემომყოფებზეც.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- სხვა გამოფენებშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- 2014-2016 წლებში საპატრიარქოს კონკურსში გადმომეცა სიგელი „ნახატები ბიბლიურ თემებზე". 2015 წელს იყო ჩეხეთის ამბები. შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის საპატიო სიგელი, სახვითი ხელოვნების გამოფენაში წარმატებითი მონაწილეობისთვისაც. 2018-2019 წლებში მივიღე მონაწილეობა პროექტ „აიესაის მხატვარში". 2019 წელს იყო შაორის მომავლის ბანაკის ფარგლებში „ახალგაზრდა ხელოვანი". ბოლოს კი „უბნის მხატვარი“, ჩვენი უბნის გალამაზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი.

- შინაგან კმაყოფილებას განიცდით, როცა თქვენს დასრულებულ ნამუშწევარს უყურებთ?

- რა თქმა უნდა დასრულებული ნამუშევრის ყურება ყველა მხატვრისთვის დიდი სიამოვნება და შვებაა.

© photo: courtesy of Nanuka Chakvetadzeნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება
16 წლის ასაკში მიღწეული წარმატება და ათობით ჯილდო: ნანუკა ჩაკვეტაძის სიურეალიზმი - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩაკვეტაძის შემოქმედება

- დღეს როგორი განწყობა გაქვთ? რა გავლენა მოახდინა თვითიზოლაციამ თქვენზე?

- სიმართლე გითხრათ თვითიზოლაციამ ჩემზე დადებითად იმოქმედა, რადგან შევქმენი რამდენიმე ახალი ტილო, მათ შორის ერთ-ერთი იყო რეალისტური ნამუშევარი.

- სამომავლოდ რა გეგმები და ოცნებები გაქვთ?

- სამომავლოდ იგეგმება მრავალი პერსონალური გამოფენა და  კარიერული წინსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0