„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილია, ქვები მილიონობით წლის ინფორმაციას ინახავს, ამიტომ მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი მია მირანდა მჭედლიშვილია, რომელიც მოგვითხრობს მინერალური ქვების შესახებ, მათ სამკურნალო და ენერგეტიკულ თვისებებზე.

მინერალებით სამკაულების დამზადება ერთი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ ადამიანისთვის სასურველი ქვის შერჩევა ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია.

როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვა, რომ ჩვენზე დადებითად იმოქმედოს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რომელ ქვებს აქვს განსაკუთრებული გავლენის უნარი, ამის შესახებ მირანდა „Sputnik–საქართველოს“ მკითხველს მოუთხრობს.

- მრავალპროფილიანი პიროვნება ვარ. ვარ ქართული ხალხური ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, შესაბამისად, ყოველთვის ახლოს ვიყავი ხელოვნებასთან. შემდეგ უკვე მენეჯმენტის კუთხით წავედი, ბიზნესის მართვა-ადმინისტრირება და პიარ-ტექნილოგიები შევისწავლე. პარალელურად ვიყავი წვეულებების ორგანიზატორი, თუმცა ყოველთვის მიზიდავდა და  მქონდა დრო დავკავებულიყავი ხელსაქმით.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

- სამკაულების შექმნით როდის დაინტერესდით?

- ბოლო ერთი წელია აქტიურად დავინტერესდი მინერალოგიით, რაც გულისხმობს მინერალების ენერგეტიკას, მათ წარმოშობას, თვისებებს, შესაძლებლობებს და ამ ყველაფრის ადამიანის ცხოვრებაში გამოყენებას. ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ასტროლოგიასთან, შესაბამისად, ყველაფერი დავაბალანსე და გადავწყვიტე ჩემი ცოდნა, ინტერესები, გამოცდილება და ჰობი გამეერთიანებინა, წარმომედგინა აქსესუარების სახით და მიმეტანა იმ ადამიანებამდე, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან ამ საკითხებით დაინტერესებული.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევარი
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევარი

- ძალიან მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, როგორ იბადება იდეები და როგორ მოგყავთ სისრულეში?

- იდეები უფრო მინერალებისგან მოდის. ყველა ინდივიდუალური და განსხვავებულია. შესაბამისად, მათი შეფერილობა და ვიზუალური მხარე მაძლევს საშუალებას, წარმოსახვაში ჩანახატი გავაკეთო და შემდეგ სისრულეში მოვიყვანო. ძირითადად მაინც ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე, რადგან ყველა ადამიანს პირადი მინერალი შეესაბამება, რომლის დადგენაც დიდი და რთული პროცესია. დაბადების თარიღის მიხედვით (დღე/თვე/წელი/ლოკაცია) ვადგენთ ზოდიაქოს, მის პირად მინერალებს, ხდება მათი გადარჩევა თვისებების მიხედვით, შემდეგ უკვე ვადგენთ, მინერალები ეგუებიან თუ არა ერთმანეთს, ვითვალისწინებთ ვიზუალურ ფაქტორს... მოკლედ, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ მივიღოთ მომხმარებელზე მორგებული აქსესუარი.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

- რით არის თქვენი სამკაული გამორჩეული?

- Boo • ბო-ს აქსესუარები პირველ რიგში გამორჩეულია იმით, რომ ვიყენებთ მხოლოდ 100% ბუნებრივი წარმოშობის მინერალებს, რომლებიც ჩამოგვაქვს ევროპის გამოფენებიდან და ნაწილს ვყიდულობთ საქართველოში. ყველა ნივთი, ეს არის სამაჯური, ბეჭედი, ამულეტი, ყელსაბამი და ა.შ. იქმნება ინდივიდუალურად, ანუ კონკრეტული მომხმარებლისთვის, ბევრი პირობის გათვალისწინებით და, როგორც უკვე გითხარით, ეს ძალიან ვრცელი პროცესია. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენი აქსესუარები გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანზე. ანუ ვამზადებთ აქსესუარებს როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

- კონკრეტულად რომელი ქვებისგან ამზადებთ სამკაულს და რა თვისებები გააჩნია თითოეულს?

- თითქმის ყველა მინერალით ვმუშაობთ. მათ ჩამოთვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ.

ვარდისფერი კვარცი – ქალებისთვის გამორჩეული მინერალია. ვარდისფერ კვარცს მფლობელის ცხოვრებაში ნაზი გრძნობები და სიყვარული შემოაქვს, ასევე ზრდის თვითშეფასებას და მატებს თვითრწმენას. ის სინაზის, სიყვარულის, ბედნიერებისა და წრფელი გრძნობების სიმბოლოა.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

მალაქიტი – კონტაქტების, დიპლომატიის, საზოგადოებრივი აღიარების თილისმაა. ცნობილია, რომ მალაქიტი იზიდავს უამრავ ადამიანს მფლობელის ცხოვრებაში. ძველად მალაქიტი ავი სულებისა და თვალისგან დამცავ ქვად ითვლებოდა. მიიჩნევა, რომ ის ბავშვებისთვის ძალიან კარგი თილისმაა. მალაქიტი მიიჩნევა შესაძლებლობების ქვად, ანუ თუ მიდიხართ გასაუბრებაზე, ან აპირებთ ახალი საქმის დაწყებას, ეს ქვა თქვენს ცხოვრებაში სწორ ხალხს მოიზიდავს. სწორედ ამ თვისების გამო ამბობენ, რომ მალაქიტი ფინანსების ქვაც არის. მალაქიტი ასევე დიპლომატიის მინერალია. ის უწყობს ხელს ურთიერთობებში მეტი სირბილის შეტანას.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევარი
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევარი

ვეფხვის თვალი – ეზოთერიკოსების თქმით, თუ გაკლიათ ენერგია, გრძნობთ დაძაბულობას და გაწუხებთ სტრესი, ეს ქვა დაგეხმარებათ იმაში, რომ ცხოვრებისგან მიიღოთ მეტი პოზიტივი და დაიბრუნოთ ხალისის შეგრძნება. ვეფხვის თვალს ჩვენს ცხოვრებაში წარმატება, სიყვარული, მატერიალური კეთილდღეობა, უარყოფითისგან დაცვა, დადებითი ხასიათი, კეთილდღეობისთვის საჭირო უნარები და შინაგანი სიძლიერე მოაქვს. როგორც ამბობენ, მტაცებელი ცხოველის თვალის სახელი ამ მინერალს ჯერ კიდევ შუმერებმა მისცეს. მიიჩნევა, რომ ვეფხვის თვალი იღბალის უნივერსალური ქვაა. ის შრომისმოყვარე ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება და იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

ციტრინი – ყველასთვის ცნობილი როგორც ვაჭრობის ქვა, ამიტომ ამ მინერალს ფინანსური სიძლიერის და სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევენ და ა.შ.

- ანუ ყველა ქვა განსხვავებული ენერგეტიკის მატარებელია...

- რა თქმა უნდა. მინერალები როგორც ვიზუალურად, ისე ენერგეტიკით და თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეული მათგანი უნიკალურია. მრავალხრივ გამოცდილი და დადასტურებული ფაქტია, რომ სწორად შერჩეულ მინერალს ადამიანის ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ისინი ააქტიურებენ ჩვენს რესურსებს და შესაძლებლობებს. აუცილებელია მათი სწორად დამუხტვა, ანუ გააქტიურება და ზოგჯერ მათი გაწმენდა-გასუფთავება.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

- რის მიხედვით უნდა შეარჩიონ ქალბატონებმა სამკაული?

- როგორც უკვე გითხარით, ყველა ადამიანს გააჩნია პირადი მინერალი და მათ დასადგენად აუცილებელია პროფესიონალი და პირადი მონაცემები, რადგან დამოუკიდებლად და არასწორად შერჩეულმა მინერალმა შეიძლება დაგვამძიმოს და არასასიამოვნო შეგრძნება დაგვიტოვოს. თუმცა არსებობს მინერალები, რომელთა ტარებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ვარდისფერი კვარცი. ლავა ქვა, ანუ ვულკანური ქვა – ის დამცავ ქვად არის მიჩნეული. ასევე შუნგიტი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დარეგულირება შეუძლია და ა.შ. მაგრამ გეტყვით, რომ პირადი მინერალების დადგენა რეკომენდებულია პროფესიონალის მეშვეობით, რადგან უნდა გაერთიანდეს მინერალოგია და ასტროლოგია. გირჩევთ თავი შევიკაოთ დამოუკიდებლად „გუგლში“ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით მათი არჩევისგან.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევრები
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევრები

- რაიმე საინტერესო ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით თქვენს სამკაულებთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთან უკუკავშირი ხდება, ანუ იმ ენერგიისა და კმაყოფილების უკან დაბრუნება, რაც ჩვენ მათ გადავეცით მინერალების სახით. ცოტა რთულია ერთი კონკრეტული შემთხვევის გამოყოფა, რადგან ჩვენმა მინერალებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალეს და დაალაგეს.

© photo: courtesy of Booმია მჭედლიშვილის ნამუშევარი
„ამ ქვას სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს“: როგორ შევარჩიოთ მინერალური ქვები - Sputnik საქართველო
მია მჭედლიშვილის ნამუშევარი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმები ის საკითხია, რომელზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ვაპირებ მეტად დავხვეწო და გავაფერადო ჩემი ნამუშევრები. გავიღრმაო ცოდნა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მეხმარება ამ ყველაფრის შექმნაში. გვაქვს ბევრი შემოთავაზება და სიახლე, რასაც მალე შეიტყობს ჩვენი მომხმარებელი. მოკლედ, ბევრ შრომას და Boo •  ბო - ს მეტად განვითარებას ვაპირებ, რაც ავტომატურად მეტი ადამიანის გახარებას უკავშირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0