„თითოეულ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის“ – რა გვითხრა გერმანიაში მყოფმა ქართველმა

© photo: courtesy of Lika Davitashviliლიკა დავითაშვილი
ლიკა დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ევროპის ბევრი ქვეყანა კორონავირუსის გამო ცხოვრების გამკაცრებულ რეჟიმზე გადავიდა, ამ დროს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც, ბუნებრივია, იძულებული გახდნენ, რომ თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ.

მათ შორის აღმოჩნდა უცხოეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი ლიანა დავითაშვილი, რომელიც გერმანიაში „აწარმოე საქართველოს“ და GIZ-ის სახელით Fit for Partnership-ის პროექტის ფარგლებში მოწყობილ მენეჯმენტ-ტრენინგზე იყო ჩასული.

„მეგობრებო კარგად ვართ! ეხლა ერთი კვირა უნდა ვიყო იზოლაციაში გერმანიაში, შემდეგ ორი კვირა საქართველოში. მირჩიეთ რამე როგორ არ გადავირიო სამი კვირა ოთხ კედელში. მთელი ცხოვრების მანძილზე სულ ვცდილობ, არასდროს არავინ შევაწუხო ჩემი პრობლემებით. სიტყვებით ვერ აღვწერ ემოციას, როცა სათითაოდ დაიწყეთ მოწერა და დარეკვა. დახმარებას მთავაზობთ ზოგი თანხით, ზოგი გერმანიაში მყოფი მეგობრებით, ზოგი ბილეთების მოძებნით. თითოეულ ასეთ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“ – ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლიანა დავითაშვილმა ორი დღის წინ. 
© photo: courtesy of Lika Davitashviliლიკა დავითაშვილი
„თითოეულ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის“ – რა გვითხრა გერმანიაში მყოფმა ქართველმა - Sputnik საქართველო
ლიკა დავითაშვილი

ამ წუთებში ის გერმანიის ქალაქ როიტლინგენის ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფება და სამშობლოში გამოფრენას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. ჩვენ მას დავუკავშირდით და გავესაუბრეთ.

- ქალბატონო ლიანა, როდის ჩაფრინდით გერმანიაში?

- აქ 24 თებერვალს ჩამოვედი ერთი თვით Fit for Partnership-ის პროექტით.

თამარ ჩხეიძე - Sputnik საქართველო
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე

- ამჟამად სად ხართ და როგორ ხართ?

- კარგად ვარ, ახლა სასტუმროში სიფრთხილის მიზნით თვითიზოლაციაში ჩემივე ნებით ვიმყოფები. სასტუმროს გარეთ არ გავდივარ.

- ადგილობრივები თუ გაქცევენ ყურადღებას?

- კი, ძალიან ყურადღებიანები არიან. სასტუმროში ჩვეულებრივად ვმოძრაობ. საკვებს პირდაპირ ნომერში მაწვდიან.

© photo: courtesy of Lika Davitashviliლიკა დავითაშვილი
„თითოეულ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის“ – რა გვითხრა გერმანიაში მყოფმა ქართველმა - Sputnik საქართველო
ლიკა დავითაშვილი

- თუ იცნობთ მაგ ქალაქში ვინმეს?

- აქ, სამწუხაროდ, არავის ვიცნობ. დახმარება არავისთვის მითხოვია. როცა ჩემი ამბავი გაიგეს, დახმარება ყველამ საკუთარი სურვილით შემომთავაზა. ჩემს თბილისელ მეგობრებს ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში მეგობრები და შემომთავაზეს, რომ იქ წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი მათი აქაური მეგობრები ქართველები არიან თუ არა. მე ყველას უარი ვუთხარი და სასტუმროში დარჩენა ვამჯობინე.

მაცხოვრის საფლავის ტაძართან გამართული ცეცფხლის გადმოსვლის ცერემონია - Sputnik საქართველო
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის აკრძალვაზე – ისრაელიდან გვაცნობეს

- რას გეუბნებნიან, საქართველოში დაბრუნებას როდის შეძლებთ?

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ოთხჯერ ვიყიდე ბილეთი სხვადასხვა რეისზე, მაგრამ ყველა რეისი გაუქმდა. საელჩოში გავარკვიეთ, რომ საქართველოში დაბრუნების ერთადერთი ვარიანტი „ჯორჯიან ეარვეიზის“ რეისია, სხვა ყველაფერი გაუქმებულია. გადაჯდომით ფრენას ვერ შევძლებთ, რადგან ამ რეგიონში რეისები და სახმელეთო მიმოსვლა შეიზღუდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახლში სასწაულ ფასად, უკვე მეხუთედ ნაყიდი ბილეთით 23 მარტს ჩამოვალ.

იტალიელი გოგონების ჯგუფი ვენეციაში სან-მარკოს მოედანზე - Sputnik საქართველო
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში

- „სასწაულ ფასადო“, ახსენეთ...

- შვიდი დღით ადრე თვითმფრინავის ბილეთი 1000 ლარზე მეტი ღირს.

- იმედია, არ გეშინიათ?

- რა თქმა უნდა, არა, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, საქართველოში ორი წლის შვილი მელოდება. ერთი სული მაქვს, რომ მას მალე და ჯანმრთელი დავუბრუნდე.

- მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0