კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“

გამოწერა
რთულია არაქართული სკოლის მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს ქართული ენა შეასწავლო და შეაყვარო კიდეც. საკუთარი პროფესიონალიზმის წყალობით ქალბატონი მედეა ხაჩიძე ამას კარგად ახერხებს...

20 წლის იყო, როცა პირველად მივიდა სკოლაში, სადაც მასზე მხოლოდ ორი-სამი წლით უმცროსი მოსწავლეები დახვდნენ, მაგრამ ყველაფერი გამოუვიდა. შემდეგ მუშაობდა დაწყებითი სკოლა „მზიურის" და საპატრიარქოსთან არსებული სკოლა „ფარგალიტის" სასწავლო ნაწილის გამგედ. როცა არაქართულ სოფელში ქართული ენის მასწავლებლად ჩავიდა, იმ სოფლიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ოთხი სტუდენტი სწავლობდა. ამჟამად მათი რიცხვი 70-ს აჭარბებს, ეს ალბათ ბევრის მთქმელი ფაქტია...

© photo: courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- ქალბატონო მედეა, როგორ გახდით მასწავლებელი, როგორია თქვენი ისტორია?

- მასწავლებლობაზე ალბათ ბევრი ბავშვი ოცნებობს და მეც მათ შორის ვიყავი. მახსოვს, მწვანე, ორკაპიკიანი რვეულების დასტა მქონდა „მოსწავლეებისთვის", სადაც რეგულარულად ვწერდი „საშინაო დავალებებს" და მერე მათ წითელი კალმით ვასწორებდი. ეს თამაში დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მხატვრული ლიტერატურა მიყვარდა. ვკითხულობდი უზომოდ ბევრს და ზოგჯერ ღამეებსაც ვათენებდი. ლიტერატურა ხშირად ფიზიკის ან ისტორიის წიგნს ამოფარებულს წამიკითხავს, რადგან დედა მიშლიდა – დაბრმავდები ამდენი კითხვითო. იმ წელს ჩემი ბიძაშვილი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოეწყო დაუსწრებელზე და მეც მის კვალს გავყევი. სწორედ ჩემი ბიძაშვილები ნონა და ია ლურსმანაშვილები დამყვებოდნენ გამოცდებზე, რადგან მშობლებს არ ეცალათ, მე კი თბილისს არ ვიცნობდი. სიების გამოცხადების დროს მთელი ოჯახი და ნათესაობა წამყვა და ჩემი ინსტიტუტში მოწყობა ერთად ვიზეიმეთ. იმ დროს ეს სახუმარო ამბავი არ გახლდათ, რადგან 16 წლის გოგონა ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე გავხდი სტუდენტი.

© photo: courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- როგორ და რით დაგამახსოვრდათ პირველი გაკვეთილი?

- ჩემი პირველი გაკვეთილი სურამის N14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მქონდა. მაშინ 20 წლის ვიყავი, იქ კი 18-19 წლის მოსწავლეები დამხვდნენ. ახლაც მიკვირს ჩემი მაშინდელი თავდაჯერებულობა და სითამამე. გაკვეთილებს როგორც გამოცდილი მასწავლებელი ისე ვატარებდი. ხელი იმანაც შემიწყო, რომ იქ დამხვდა საოცრად კარგი, დადებითი აურის მქონე კოლექტივი, რომელმაც შემიყვარა და ბევრი რამ მასწავლა.

© courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- თქვენ 2012 წლიდან ხართ პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"...

- ამ პროგრამაში 2012 წელს კონკურსის შედეგად მოხვდი. მაშინ რეგიონების არაქართულენოვანი სკოლებისთვის კომპეტენტური მასწავლებლები სჭირდებოდათ. გავიარე კონკურსი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში მიმავლინეს. ეს სოფელი წითელი ხიდიდან 14 კილომეტრში მდებარეობს და აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. წარმოიდგინეთ, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ოთხასს აჭარბებს. მანამდე მარნეულის მუნიციპალიტეტს საერთოდ არ ვიცნობდი, ამიტომ ძალიან ვღელავდი, თან მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდა სოფელი და როგორ შევეწყობოდი ახალ გარემოს. საბედნიეროდ, ძალიან თბილად მიმიღეს. სოფელში 100% აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაა, რომელსაც ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტები არ აქვს. ზოგიერთი მათგანი სკეპტიკურად მიყურებდა და ჩემს ყოველ სიტყვას და საქციელს ზომავდა და წონიდა.

© photo: courtesy of Medea Khachidzeალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად

- შეაყვარეთ ქართული თქვენს მოსწავლეებს?

- მგონი, კი... მახსოვს, პირველ გაკვეთილზევე ერთ-ერთმა მოსწავლემ როგორ მითხრა – მასწავლებელო, ჩვენ რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული, თქვენ ისწავლეთ აზერბაიჯანულიო. თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო წლის ბოლოს სწორედ ეს მოსწავლე გამომიტყდა – მრცხვენია, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართული არ ვიციო. სიამაყით მინდა გითხრათ და ჩემი შრომის შედეგსაც ვხედავ იმაში, რომ ეს მოსწავლე ამჟამად ქართულად შესანიშნავად საუბრობს და დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია.

© photo: courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- ანუ ქართულის გაკვეთილებს დადებითი შედეგი მოჰყვა...

- ამაზე მეტყველებს ეს ფაქტი: როცა სოფელში ჩავედი, ოთხიოდე სტუდენტი სწავლობდა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, ამჟამად კი მათი რიცხვი 70-ს აჭარბებს. ეს უდავოდ პროგრამების „4+1" და „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა" (მანამდე „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა") უპირობო დადებითი ეფექტის შედეგია. პროგრამის ფარგლებში გაკვეთილების გარდა თემს ვეხმარები და სკოლის მასწავლებლებს ენის ტრენინგებს ვუტარებ, რაც მათ ბილინგვური გაკვეთილების უკეთ წარმართვაში ეხმარება.

© photo: courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- იყო დრო, როცა გარდა იმისა, რომ მასწავლებელთა სახლის დირექტორი იყავით, პარალელურად ხაშურის მესამე სკოლაში ასწავლიდით ქართულს...

- ხაშურის მასწავლებელთა სახლს ისტორიული შენობა ჰქონდა ქალაქის ცენტრში, ამჟამად ის აღარ არსებობს. იმდროინდელი პედაგოგიური საზოგადოებისთვის ეს მართლაც კულტურული ცენტრი იყო. ვაწყობდით გამოფენებს, შეხვედრებს, ღონისძიებებს, გვქონდა სხვადასხვა ფასიანი წრეები მოსახლეობისთვის. კიდევ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა წიგნების შესანიშნავი ფონდით, რომელსაც ბიბლიოთეკის გამგე ნადია ხაჩიძე, რომ იტყვიან, ზედ დაჰფოფინებდა. აქვე ჰქონდა კაბინეტი ჩვენს პროფკავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნათელა არჯევანიძეს, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა და მუშაობაში ხელს გვიწყობდა. ამავე პერიოდში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ხაშურის N3 საჯარო სკოლაში, სადაც სულ ათი საათი მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ იმ პერიოდში მომიწია იქ მუშაობა, როდესაც სკოლას ცნობილი პოეტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა. სკოლაში საოცარი პედკოლექტივი და სასწავლო ნაწილის გამგე, ენერგიული და დიდებული ქალბატონი დარეჯან ჩოჩია გახლდათ. საერთო საქმეს მთელი სულით და გულით ვაკეთებდით.

© photo: courtesy of Medea Khachidzeმედეა ხაჩიძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „მრცხვენია, რომ საქართველოში ქართული არ ვიცი“ - Sputnik საქართველო
მედეა ხაჩიძე

- ორი სიტყვით შეგიძლიათ გვითხრათ – ვინ არის მასწავლებელი?

- მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც ბავშვობის წლებიდან ღრმად გრჩება მეხსიერებაში მაშინაც კი, როცა ყველა და ყველაფერი გავიწყდება. მასწავლებელი მოსწავლეს საგნის გარდა ცხოვრებასა და ადამიანობასაც ასწავლის. მიხარია, რომ ახალგაზრდებთან მიწევს მუშაობა, რადგან ისინი ერის იმედია. ამდენად, ჩვენზეცაა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე...

ყველა ახალი ამბავი
0