ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ესპანეთში „გამოგზაურებთ“, სადაც ნიჭიერი ქართველი პიანისტი თიკა გუდაძე ცხოვრობს.

მეხეთე მუსიკალური სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“, კონსერვატორია – ეს ის ეტაპებია, რაც მან სამშობლოში გაიარა.

ესპანური კლასიკური მუსიკის სწავლის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და გალისიის საფორტეპიანო ფესტივალიდან მიღებულ მოწვევას დათანხმდა. მისთვის ბარსელონა ის ქალაქია, რომელიც ნოსტალგიას ადვილად აძლევინებს. ამას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ ქართველმა პიანისტმა უცხო ქვეყანაში მალე მიიქცია ყურადღება.

მაგისტრატურა ბარსელონის კონსერვატორიაში გაიარა. დღეს ტერასას კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის ლექტორი გახლავთ. როდის გააცნობიერა, რომ მუსიკასთან ურთიერთობა მომავალ პროფესიამდე მიიყვანდა და რა გზა გაიარა თბილისის სამუსიკო სკოლიდან ესპანეთის კონსერვატორიამდე – ამის შესახებ თავად გვიამბობს.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- ქალბატონო თიკა, ბავშვობიდან როგორ გახსენდებათ მუსიკის გაკვეთილები?

- თავიდან პიანისტობაზე საერთოდ არ მიფიქრია და ეს არც ჩემი მშობლების სურვილი ყოფილა. მათ უბრალოდ უნდოდათ, რომ მქონოდა ზოგადი მუსიკალური განათლება. ბავშვების უმეტესობას არ უყვარს ფორტეპიანოს გაკვეთილები, რადგან ხშირად ეს უფრო მშობლების თვითმიზანია, ვიდრე ბავშვების სურვილი. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. კლასიკური მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდან ვიჩენდი. მამა ოპერის დიდი მოყვარულია და კლასიკური მუსიკა ჩემთვის უცხო არ იყო. თუმცა, ოჯახში მუსიკალური განათლება არავის აქვს. მშობლები პროფესიით ინჟინრები არიან. მუსიკის პირველი გაკვეთილები ბიცოლასგან მივიღე. სწორედ მას უკავშირდება ჩემი პირველი შეხება ფორტეპიანოსთან. საერთოდ, პატარა ასაკში მუსიკასთან პირველი შეხების დროს პედაგოგს და მოსწავლისადმი მის მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeხატია ბუნიათიშვილთან ერთად
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
ხატია ბუნიათიშვილთან ერთად

- ანუ თქვენ გაგიმართლდათ?

- დიახ, მე ვთვლი, რომ გამიმართლა – ექვსი წლის ასაკში მშობლებმა შემიყვანეს მეხუთე სამუსიკო სკოლაში, სადაც დარეჯან გოცირიძის კლასში მოვხვდი. რვა წლის ვიყავი, როდესაც ფორტეპიანოში გამოცდის შემდეგ სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა ჩემი მშობლები დაიბარეს. მათ უთხრეს, რომ ჩემში განსაკუთრებულ ნიჭს ხედავდნენ და უნდოდათ, რომ ოჯახისგან უფრო მეტი ხელშეწყობა მქონოდა.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- ამის დასტური ისიცაა, რომ სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული გახდით...

- თბილისის მუსიკალურ სკოლებს შორის გამართულ კონკურსზე მესამე პრემია და ლაურეატის წოდება დავიმსახურე. გამოვედი კონცერტზე, რომელიც ბატონ რევაზ ტაკიძის ორკესტრთან ერთად აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართა. მეხეთე მუსიკალური სკოლის შემდეგ სწავლა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედში“ რუსუდან ბეგიშვილის კლასში გავაგრძელე, ხოლო შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, სადაც ჩემი პედაგოგი ნინო ქათამაძე იყო.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- ესპანეთში როგორც პიანისტი ჩახვედით?

- ესპანეთში 2014 წელს ჩამოვედი, რადგან გალისიის საფორტეპიანო ფესტივალიდან მომივიდა მოწვევა. ყოველთვის მაინტერესებდა შემესწავლა ესპანური კლასიკური მუსიკა და ისეთი კომპოზიტორები, როგორებიც არიან ალბენისი, დე ფალა და გრანადოსი. ამ ფესტივალზე გავიცანი ბარსელონის კონსერვატორია „ლისეუს“ პროფესორი ჯოზეფ კოლომი, რომელმაც ბარსელონაში სწავლის გაგრძელება მირჩია.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- წარმატებას რამდენ ხანში მიაღწიეთ?

- ბარსელონაში ერთი წლის ჩამოსული ვიყავი, როდესაც ინტერნეტით შევიტყვე, რომ აქ მასტერ-კლასი და კონკურსი Barcelona Piano Academy იმართებოდა. გავგზავნე ჩემი ჩანაწერი, გავიარე შესარჩევი ტური და სამ ფინალისტთან ერთად ესპანური მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი გავხდი. კონკურსის ჟიურში იყვნენ ცნობილი მუსიკოსები ქრისტოფერ ელტონი, ალბერტ ატენელე და სხვები. ამას მოჰყვა ჩემი რამდენიმე სოლო კონცერტი ბარსელონაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსერვატორია „ლისეუს“ სცენაზე ერთსაათიანი სოლო-კონცერტით წარვდექი. ისე, კონცერტები ძირითადად მაქვს ბარსელონაში, რომლის პუბლიკა ძალიან მიყვარს. აქ უყვართ შესრულების ჩემეული მანერა და ყოველთვის თბილად მიღებენ. წელს პირველად მივდივარ კონკურსზე იტალიაში, ვერონაში.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- პედაგოგიურ საქმიანობას სად ეწევით?

- ბარსელონის „ლისეუში“ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, 2019 წლის სექტემბერში შემოთავაზება მივიღე ქალაქ ტერასას კონსერვატორიაში მუშაობის დაწყებაზე, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ესპანელების გარდა სხვა ეროვნების სტუდენტებიც მყავს. მათთან მუშაობა მომწონს და განსაკუთრებით მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ განიცდიან პროგრესს. თითოეული სტუდენტი განსაკუთრებულია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

© photo: courtesy of Tikatika Gudadzeთიკა გუდაძე
ქართველი ესპანური მუსიკის საუკეთესო პიანისტთა სამეულში და მისი N1 გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
თიკა გუდაძე

- თუ იციან თქვენმა სტუდენტებმა რომელი ქვეყნიდან ხართ?

- რასაკვირველია, მათ იციან, რომ საქართველოდან ვარ და ხშირად მეკითხებიან ჩემი ქვეყნის შესახებ. ბევრ ჩემ მეგობარს თბილისში ჩამოსვლის და აქ დაკვრის სურვილი აქვს. იმედია, რომ ერთ დღეს შევძლებთ ქართველი მსმენელის წინაშე წარვდგეთ. ვცდილობ, აქაურ მუსიკალურ საზოგადოებას ქართველი კომპოზიტორები გავაცნო და ჩვენს რეპერტუარში მათი ნაწარმოებებიც შევიტანო. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, მაგრამ როცა ვახერხებ, მიყვარს კონცერტებზე და თეატრებში სიარული. მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი, მეცო სოპრანო ქეთი ქემოკლიძე, რომელთანაც ვმეგობრობ. მასთან ურთიერთობა ძალიან მახარებს, რადგან თავისებურად საქართველოში „გადავყავარ“.

- როგორია ქართველი პიანისტის ნოსტალგია ესპანეთში?

- ძალიან მიყვარს აქაურობა და სულ ვამბობ, რომ ბარსელონა ის ქალაქია, რომელიც ნოსტალგიას გადაგატანინებს. ამიტომ ამ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია. მიყვარს დიდი მულტიკულტურული ქალაქები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სირთულეები არ იყო და წარმატება ადვილად მოვიდა. ძნელია ჩახვიდე ქალაქში, სადაც ნაკლებად იცნობენ შენს ქვეყანას. მაშინ ფსიქოლოგიურად ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა. სოციალური ქსელების წყალობით დედასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ის ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. მისი გვერდზე დგომის გარეშე ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდი...

ყველა ახალი ამბავი
0