მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...

CC BY 3.0 / Andrevruas / Statue of Gibran Khalil Gibranჯიბრან ხალილ ჯიბრანის ბიუსტი ბრაზილიაში
ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ბიუსტი ბრაზილიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარული – სულიერი სიახლოვის ნაყოფია. და თუ სიახლოვე წამში არ აღმოცენდა, ის არ გაჩნდება არც ერთ წელიწადში და არც მთელი თაობის შემდეგ.

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის გამონათქვამებს.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი (1883-1931) – ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და მხატვარი. არაბულ ლიტერატურაში რომანტიზმის დამფუძნებელი. იყო ქრისტიანი (მარონიტი, ანუ კათოლიციზმის ლიბანური ვერსიის მიმდევარი). აშშ-ში 1895 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ბუდას ქანდაკება - Sputnik საქართველო
თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა

სახელი გაუთქვა წიგნმა The Prophet („წინასწარმეტყველი"). ესაა პოეტური ესეების ნაკრები და პოეტის ფილოსოფიის მწვერვალს წარმოადგენს. თარგმნილია ასზე მეტ ენაზე.

თავისუფალი ხარ დღისით, მზის ქვეშ, და თავისუფალი ხარ ღამით, ვარსკვლავების ქვეშ. თავისუფალი ხარ, როდესაც არ ანათებს არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები. თავისუფალი ხარ მაშინაც, როცა თვალს ხუჭავ ყველაფერ ყოფითზე. მაგრამ მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, რადგან გიყვარს. და მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ, რადგან მას უყვარხარ.

მცდარია შეხედულება, რომ სიყვარული ხანგრძლივი მეგობრობისა და ტრფიალის შედეგად ჩნდება. სიყვარული – სულიერი სიახლოვის ნაყოფია. და თუ სიახლოვე წამში არ აღმოცენდა, ის არ გაჩნდება არც ერთ წელიწადში და არც მთელი თაობის შემდეგ.

ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...>>

სიყვარული და ეჭვი გვერდიგვერდ ვერასდროს იარსებებს.

დიდსულოვნება ის კი არაა, რომ მომცე რაღაც ისეთი, რომელიც მე შენზე მეტად მჭირდება, არამედ მომცე ის, რის გარეშეც თვითონ არ შეგიძლია გაძლება.

მირაჟები და სასწაულები - Sputnik საქართველო
ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის

როდესაც ჩრდილი გაფერმკრთალდება და გაქრება, მბჟუტავი შუქი სხვა შუქის ჩრდილი ხდება. ასეა თქვენი თავისუფლებაც – ბორკილებისგან გათავისუფლებული უფრო მეტი თავისუფლების ბორკილი ხდება.

ყოველგვარი მისწრაფება ბრმაა, თუ ცოდნა არ არის.

მუდამ ასე იყო – სიყვარულის სიღრმეს განშორებისას ვაცნობიერებთ.

შენ ბრმა ხარ, მე კი ყრუ და მუნჯი. მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ვეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ.

სიკეთე მეხსიერებიდან იოლად იშლება.

ადვილად შეგვიძლია დავივიწყოთ ისინი, ვისთან ერთადაც ვიცინოდით, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ მათ, ვისთან ერთადაც ვტიროდით.

დიდ ადამიანს ორი გული აქვს – ერთი სისხლისგან იცლება, მეორე – უდრეკად ითმენს.

როგორ მოვარჯულოთ სიყვარული...>>

გულმავიწყობა თავისუფლების სახეობაა.

იყო გულუხვი, ნიშნავს გასცე იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლია; იყო ამაყი, ნიშნავს მიიღო იმაზე ნაკლები, ვიდრე გჭირდება.

ნებისმიერი შრომა უნაყოფოა, თუ სიყვარული არ არის.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

ჩვენი სურვილები – ნახევარი ცხოვრებაა. ჩვენი გულგრილობა – ნახევარი სიკვდილი.

ცხოვრების გულს რომ ჩაწვდები, მიხვდები, რომ არ დგახარ არც დამნაშავეზე მაღლა და არც წინასწარმეტყველზე დაბლა.

თვითონვე ვირჩევთ ჩვენს სიხარულსა და ნაღველს იმაზე ბევრად ადრე, სანამ გამოვცდით მას.

ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელიც არავის ასწავლის და არავისგან სწავლობს.

ბევრი სწავლება ფანჯრის მინას ჰგავს. ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტებას მის მიღმა, მაგრამ სწორედ ის გვაშორებს კიდეც ჭეშმარიტებისგან.

ნამდვილად სამართლიანია ის, რომელიც ნახევრად დამნაშავედ მიიჩნევს თავს სხვისი საქციელის გამო.

ქალის ანარეკლი მამაკაცის თვალებში>>

სიყვარული მხოლოდ საკუთარ თავს გაძლევს და საკუთარი თავისგან იღებს. სიყვარული არაფერს ფლობს და არ უნდა, რომ მას ფლობდეს ვინმე. რადგანაც სიყვარული სიყვარულით კმაყოფილდება... და არ იფიქრო, რომ სიყვარულის გზებით შეძლებ მართვას, რადგან თუ სიყვარულმა ღირსეულად ჩაგთვალა, თვითონ მიგითითებს გზას.

ბევრი ქალი ახერხებს მამაკაცის გულის მონადირებას, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მისი მართვა.

დიდი მომღერალი ისაა, ვინც ჩვენს დუმილს მღერის.

ვარდნა - Sputnik საქართველო
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი – კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები

ენაწყლიანისგან დუმილი ვისწავლე, მოუთმენლისგან – მოთმენა, სიკეთე – ბოროტისგან, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემს მასწავლებლებს არანაირად არ ვემადლიერები.

ხე – ლექსია, რომელსაც მიწა ზეცაზე ხატავს. ჩვენ ვჭრით ამ ხეს და ქაღალდად ვაქცევთ, რათა მასზე ჩვენი სიცარიელე დავწეროთ.

როდესაც ცხოვრების ყველა საიდუმლოს ჩაწვდები, სიკვდილისკენ დაიწყებ სწრაფვას, რამდენადაც ის სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების კიდევ ერთი საიდუმლო.

მოსიყვარულე ქალი ყველაფერს გაპატიებს, მაგრამ არაფერს დაივიწყებს.

და თქვა ღმერთმა: „გიყვარდეს მტერი შენი". მე შევისმინე და შევიყვარე საკუთარი თავი.

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

სიყვარული, რომელიც ყოველდღიურად არ განახლდება, ჩვევად იქცევა, ის კი, თავის მხრივ – მონობად.

მამაკაცები, რომლებიც ქალებს მათ პატარ-პატარა ნაკლოვანებებს არ პატიობენ, ვერასდროს დატკბებიან მათი უდიდესი ღირსებებით.

ალბერტ შვაიცერი - Sputnik საქართველო
ეკლესიაში სიარული ქრისტიანად არ გაქცევს, ისევე, როგორც გარაჟში სიარული – მძღოლად

ადამიანში ორი ადამიანია: ერთი ფხიზლობს სიბნელეში, მეორეს სძინავს სინათლეში.

ძალიან ძნელია – აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი, უფრო ძნელია – აიძულო დუმილი. კიდევ უფრო ძნელი – იფიქრო. მაგრამ ყველაზე რთულია აიძულო თავს – იგრძნო.

მეცნიერსა და პოეტს შორის მწვანე მდელოა გადაჭიმული: გაივლის მას მეცნიერი – ბრძენი გახდება, გაივლის მას პოეტი – წინასწარმეტყველი გახდება.

თუ რელიგიის მიზანი ჯილდოა, თუ პატრიოტიზმი ეგოისტურ ინტერესებს ემსახურება, ხოლო განათლება – სოციალური მდგომარეობის მიღწევას, მაშინ ვამჯობინებ, ვიყო ურწმუნო, არაპატრიოტი და უცოდინარი.

ყველა ახალი ამბავი
0