რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში

გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიჭიერი ადამიანის მხატვრად ჩამოყალიბების პროცესი რთულ 90-იან წლებს დაემთხვა, მის ნახატებში მაინც რენესანსისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და სრულყოფილი სილამაზეა...

ასეთი შეგრძნება გიჩნდება, როდესაც თეიმურაზ ხარაბაძის შემოქმედებას ეცნობი. ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო. პირველი ჯილდო ხუთი წლის ასაკში მიიღო. ეს იყო 1969 წელს თბილისის ესთეტიკის კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსი, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი და სიგელი გადაეცა.

პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გალერეა „შარდენში“ ჰქონდა. ამას საქართველოსა და უცხოეთში არაერთი გამოფენა მოჰყვა. 2020 წლის 14 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით მხატვარი მიწვეულია გერმანიაში დაგეგმილ გამოფენაზე სახელად "საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა", რომელშიც მის გარდა სამი ქართველი ხელოვანი წარდგება.

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- ბატონო თეიმურაზ, ალბათ როცა ბავშვობიდან უყურებ როგორ ხატავს მამა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მხატვარია, მისი მიბაძვის სურვილი ბუნებრივად გიჩნდება, როგორც ჩანს, თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა...

- როცა მამას ვუყურებდი, როგორ ხატავდა, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სულ რაღაც 3-4 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ ავიღე ხელში ფუნჯი. მისი სწორად დაჭერა დამოუკიდებლად ვისწავლე. მერე, როცა მამამ ნება დამრთო, გუაშის საღებავებით დავხატე. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი პროფესიად მექცა. რაც შეეხება პირველ ჯილდოს, მაშინ ხუთი წლის ვიყავი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის დაჯილდოება ძალიან კარგად მახსოვს, მან სტიმული მომცა და გამახალისა. სურვილი მქონდა, რომ ფერებში ხატვა მომავალშიც გამეგრძელებინა. მძიმედ მახსენდება 90-იანი წლები, როცა დიპლომი ტყვიების ზუზუნის ქვეშ დავიცავი...

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- 90-იან წლებში აქტიურად ხატავდით და თქვენთვის ნათელ რომელ მომენტებს გაიხსენებდით?

- დავიწყოთ იქიდან, რომ 90-იანი წლები ჩემი სტუდენტობისა და ახალგაზრდობის ბედნიერ დროს დაემთხვა. მაშინ ყველაფერი განსაკუთრებულად სხვანაირი იყო: მეგობრობა, გვერდში დგომა, ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა და პატივისცემა, ანუ ნაღდი ურთიერთობები იყო. ამ წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი. ჩემი შემოქმედების თემა იყო ადამიანი და სამყარო. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ამ თემაზე სერიული კომპოზიციები შევქმენი. ხელოვნებაში ყოველთვის ვეძებ რაღაც ახალს, ამიტომ სულ ვსწავლობ.

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- მეჩვენება, რომ თქვენი ნახატები დროსა და სივრცეში მშვენიერი „აცდენაა“, მათში ბოტიჩელისეული პერსონაჟებიცაა...

- ეს, ალბათ, უფრო რენესანსის გავლენაა. სტუდენტობისას იმ დროის შედევრებს მხოლოდ რეპროდუქციებით ვეცნობოდი. მერე მომეცა იმის ბედნიერება, ამ ბუმბერაზი მხატვრების ტილოები ცხადშიც მენახა. მოგვიანებით სურვილი გამიჩნდა, რომ ამ შედევრების ჩემეული ვერსიები შემექმნა. ასე რომ, ჩემს ზოგიერთ ნახატში, რაც ახსენეთ, მსგავსი რაღაც მართლაც არის.

- თანამედროვე სახეები რეტრო გარემოში – ესეც დამახასიათებელია თქვენი ხელოვნებისთვის...

- დიახ, ჩემთვის ესეც ერთ-ერთი საინტერესო თემაა და ხშირად ამოცანად ვისახავ, რომ მათი შერწყმა მოხდეს. ზოგჯერ ძველი თბილისი მიტაცებს თავისი ლამაზი, ჩუქურთმიანი აივნებით, პეიზაჟებით და მოქეიფე ყარაჩოხელებით, ზოგჯერ კი ისტორიული ხანა თავისი რაინდებით, მეფეებითა და დედოფლებით.

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და საბაბი ბედნიერებისთვის?

- „იმედგაცრუება“ – ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე. თუმცა არ მახსოვს ასეთი შემთხვევა ან, ალბათ, ყურადღება არ მიმიქცევია. მახსენდება, რომ პირველ წელს, როცა ნახევარი ქულა დამაკლდა და აკადემიაში ვერ მოვხვდი, იმედი გამიცრუვდა. იმ წელს სამხატვრო კომბინატში ფერწერის წარმოებაში დავიწყე მუშაობა. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, მთავარი მაინც ეკონომიკური მდგომარეობაა. რადგან ამის გარეშე ვერაფერს შევქმნი. ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული – გამოფენებში მონაწილეობა, აგენტის აყვანა და უამრავი ხარჯი. ხელოვანისთვის საზოგადოების აღიარება მნიშვნელოვანია...

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- წარმატებული მომენტებიდან რომელს გამოარჩევდით?

- თავისთავად წარმატებაა ყველა საერთაშორისო ღონისძიება, პლენერი და გამოფენა, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია, რადგან უცხო ხალხის კულტურას ეცნობი და კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობას უშუალოდ ამყარებ. მათ საქართველოს კულტურას და მხატვრებს აცნობ. წარმატებაა, როდესაც უცხოელი ხელოვანები და გალერისტები შენით ინტერესდებიან. პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არსებულ გალერეა „შარდენში“ მოვაწყვე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – თითქოს როგორც ხელოვანი მეორედ დავიბადე.

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- პირველ გამოფენას სხვებიც მოჰყვა, ამჯერად უცხოეთში...

- ჩემი ნახატების მორიგი გამოფენა 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „აკადემია ჰოლის“ საგამოფენო სივრცეში მოეწყო. იმავე წელს მოლეტასა და ვილნიუსში ლიტველი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. 2012 წელს პარიზში ჯგუფურ გამოფენა-აუქციონში DROUT და იმავე წელს საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე გაშლილ ცნობილი კურორტ ევიანზე მოწყობილ იმავე სახელწოდების გამოფენა-აუქციონზე გამოვედი. ამას მოჰყვა ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა პოლონეთის მხატვართა კავშირში. 2014 წელს გაიმართა მეათე საერთაშორისო გამოფენა–პლენერი „ვერცხლის ქალაქი“. 2014 წელს იყო გამოფენა პოლონეთის მთავარ საგამოფენო დარბაზში Olkusz. 2019 წლის 31 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით მქონდა საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა იტალიაში, ქალაქ ვენეციაში, სადაც ექვსი ქართველი მხატვარი წარვდექით.  

© photo: courtesy of Temo Kharabadzeთემო ხარაბაძის შემოქმედება
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
თემო ხარაბაძის შემოქმედება

- როგორია მხატვარ თეიმურაზ ხარაბაძის ოცნება?

- ვოცნებობ იმაზე, რომ წარმატებით ჩატარდეს გერმანიაში დაგეგმილი გამოფენა და ჩემი ნამუშევრები გაიყიდოს. ბევრი რამის ოცნება შეიძლება, მაგრამ მიზანი, რომლისკენაც რეალურად მიდიხარ, უფრო მნიშვნელოვანია...

 

ყველა ახალი ამბავი
0