რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს?

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილი
კრისტი სადაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეთოჯინე კრისტი სადაღაშვილს ზუსტად ახსოვს, როდის „შემოიჭრნენ“ მის ცხოვრებაში ზღაპრული „ბაბა-იაგები“, ოღონდ, ამჯერად გამოიპრანჭნენ, ლამაზი კაბებით შეიმოსნენ და ხასიათი და ზნეც ეცვალათ...

ამგვარ გარეგნულ და სულიერ მეტამორფოზას კონკრეტული მიზეზი აქვს, ამის შესახებ მასალიდან შეიტყობთ. მანამდე გეტყვით, რომ ზოგიერთ მათგანს რეალური პროტოტიპიც ჰყავს, უმრავლესობა კი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- კრისტი, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ზღაპრის ამ უარყოფით პერსონაჟზე და რატომ აქვთ თქვენს „ბაბა-იაგებს“ მათთვის უჩვეულო კეთილი გამომეტყველება?

- დამთავრებული მაქვს მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი და სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის ფაკულტეტი. სამწუხაროდ, დღემდე არ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი პროფესიით მემუშავა. გადავწყვიტე თოჯინების გაკეთება დამეწყო. თავიდან ანგელოზებს ვაკეთებდი. ერთხელ სალონის მეპატრონემ, ვისთანაც ვთანამშრომლობ, მთხოვა, რომ “ბაბა-იაგა” გამეკეთებინა. თუ როგორ ტიპაჟს შევქმნიდი, არჩევანი ჩემზე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე სულ ანგელოზებზე ვმუშაობდი, გამიჭირდა გადავსულიყავი ამ ზღაპრულ, მაგრამ მაინც ბოროტ პერსონაჟზე. ამით მინდა გავცე პასუხი თქვენ კითხვას, თუ რატომ არიან ჩემი „ბაბა-იაგები“ სასაცილოები და კეთილი სახეებით.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- ამას გარდა, უჩვეულოდ, ქალურად გამოპრანჭულებიც არიან...

- ამ ქალბატონებმა ისე შემაყვარეს თავი, რომ სურვილი გამიჩნდა მათი სხვადასხვა ტიპაჟის შესაქმნელად – ზოგს საღამოს კაბას ვაცმევ, ზოგს უბრალოდ ლამაზი დეტალებით ვამდიდრებ, ფანტაზია ულევია. სახელებს არ ვარქმევ. მათ ვძერწავ პოლიმერული თიხისგან, რომელსაც „ფიმო” ჰქვია.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- რომელიმე მათგანს პროტოტიპი თუ ჰყავს?

- პროტოტიპებს რაც შეეხება, მეგობრები ხუმრობით ამსგავსებენ ხოლმე რომელიმე „ბაბა-იაგას“ საკუთარ თავს ან ერთმანეთს, რაზეც ძალიან ვხალისობთ. არ ვიცი რამდენად და ვის მოეჩვენება ეს ამბავი სახალისოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი „ბაბა-იაგა“ ბევრმა მამაკაცმა უყიდა საჩუქრად თავის სიდედრს!.. ყველა თოჯინა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა მათ ასევე ნამდვილი ადამიანების ფოტოების მიხედვით, ოდნავ გაშარჟებული ფორმითაც ვაკეთებ. დღეს ვმუშაობ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის თოჯინაზე, ვისაც დაბადების დღეზე მალე ჩემ ნახელავს აჩუქებენ.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- სულ რამდენი თოჯინა გაქვთ გაკეთებული?

- ჩემი თოჯინების ზუსტი რაოდენობა ნამდვილად არ ვიცი. შეუძლებელია, რომ მახსოვდეს, რადგან ყოველწლიურად ვიღებ კორპორატიულ შეკვეთებს, რომლის დროსაც შეიძლება სამოცზე მეტი თოჯინის დამზადებაც კი მთხოვონ ხოლმე.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- ვიცი, რომ „ბაბა-იაგებით“ უცხოელებიც „დააავადეთ“...

- ჩემს თოჯინებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. მათ შორის არის ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემი „ბაბა-იაგების“ კოლექციონერი გახდა. მასთან უკვე სხვადასხვა ხასიათის და ფორმის „ბაბა-იაგაა“. მოკლედ, ძალიან საინტერესო კოლექციის მფლობელი გახდა.

© photo: courtesy of Kisti Kistiკრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა
რატომ იცვალეს ზნე ცოცხიანმა ქალბატონებმა და რას ჩუქნიან ქართველი მამაკაცები სიდედრს? - Sputnik საქართველო
კრისტი სადაღაშვილის მიერ შექმნილი თოჯინა

- ის კი გახდა კოლექციონერი, მაგრამ თქვენ თუ დაგრჩათ რომელიმე მათგანი სახლში?

- სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ნამუშევარი სახლში აღარ მაქვს. პერსონალური გამოფენა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ოცნებაა. გპირდებით, რომ ახლო მომავალში ეს ცოცხიანი ქალბატონები ჩვენთან კიდევ მოფრინდებიან...

 

ყველა ახალი ამბავი
0