მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში

გამოწერა
ვიზაჟისტი ირინა ბადურაშვილი ამჟამად თელავში მოღვაწეობს, დიდი შრომის ფასად წარმატებებს აღწევს, საკუთარ საქმეს სიხარულით აკეთებს, ამით ბედნიერია და ბედნიერებას მასთან მისულ ქალბატონებსაც ანიჭებს.

კოსმეტიკურ პროდუქციას მუდამ აახლებს, რაც მისი მომხმარებლისთვის მუდამ სასიამოვნო შეგრძნება და მაღალი ხარისხის მაკიაჟის წინაპირობაა. ქართველ ვიზაჟისტს ხშირად აქვს მიწვევა უცხო ქვეყნებიდან, სადაც დედოფლებს საქორწინო მაკიაჟს უკეთებს.

ამასთან, ირინა გატაცებულია „ბოდი არტის“ ხელოვნებით. ის სხეულზე შთამბეჭდავ, მხატვრულ ტილოებს აცოცხლებს. როგორ უნდა მოამზადონ ქალბატონებმა მაკიაჟის წინ სახის კანი, რა თანმიმდევრობით, რა კოსმეტიკური საშუალებები უნდა იხმარონ, რომ სრულყოფილი მაკიაჟი გაიკეთონ, ამის შესახებ ირინა „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

- 25 წლის ვარ, პროფესიით – ვიზაჟისტი. ახლა ვცხოვრობ თელავში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, თუმცა დეკემბრიდან თბილისში გადავდივართ საცხოვრებლად და იქ გავაგრძელებ საქმიანობას.

© photo: courtesy of Irina Badurashvili / FBირინა ბადურაშვილი ოჯახთან ერთად
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილი ოჯახთან ერთად

- როგორ მოხვდით ვიზაჟის სფეროში?

- ვსწავლობდი საჯარო მმართველობაზე და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემი პროფესია, ამიტომ გადავწყვიტე მეპოვნა ის საქმიანობა, რაც უკეთ გამომივიდოდა და რაშიც განვითარებას შევძლებდი. სრულიად უცოდინარმა დავიწყე მუშაობა, კურსებისა და მასწავლებლების გარეშე და ახლა უკვე მეშვიდე წელია ამ სფეროში ვარ.

© photo: Irina Badurashvili / FB ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი

- მანამდე შეხება გქონდათ ვიზაჟის სფეროსთან?

- მანამდე არასდროს არ მქონია ამ საქმესთან შეხება.

- ვიზაჟის სფეროში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი ვიზაჟისტი?

- უნდა უყვარდეს თავისი საქმე. პირველ რიგში უნდა იყოს შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და მიჰყვებოდეს ახალ ტრენდებს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იცვლება.

© photo: Irina Badurashvili / FBირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი

- დღეს ძალიან ბევრი ქალბატონი გაკითხავთ. როგორ დაიმკვიდრეთ თავი, რა არის ის ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

- ამაზე არ მიფიქრია, რომ სხვებისგან გამოვირჩევი. უბრალოდ ყოველთვის ჩემი შეხედულებები მაქვს თითოეულ საკითხზე. ამასთან ერთად საკუთარი თავის საუკეთესო კრიტიკოსი თვითონ ვარ, მთლიანობაში არასდროს მომწონს ჩემი ნამუშევრები და მუდამ უკმაყოფილო ვარ.

- თქვით, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება ტრენდი. დღეს რა ტრენდია აქტუალური ვიზაჟის სფეროში?

- ფერები და აქტუალური სტილი ჩემთვის ყოველთვის არის ის, რაც ჩემთან მოსული სტუმრის გემოვნებაში ჯდება.

© photo: Irina Badurashvili / FBირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი

- სისტემატიურად ცდილობთ მოდას ფეხი აუწყოთ? როგორ ახერხებთ ამას?

- მუდმივად ვცდილობ, რომ ჩემ გარშემო კომფორტის ზონა შევიქმნა, ანუ არ ვაკეთო ყველაფერი ერთად და ქაოსი არ შევქმნა ჩემ სფეროში, დანარჩენი თავისით ხდება.

- ალბათ ხშირად გაკითხავენ ქალბატონები სხვის სახეზე გაკეთებული მაკიაჟის ფოტოებით. ზოგადად, რამდენად შესაძლებელია ანალოგის გამეორება, ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია?

- ანალოგის გამეორება შეუძლებელია, რადგან ყველას სხვადასხვა ნაკვთები გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს დეტალიც, რადგან ამით ვხვდები, თუ როგორ სტილზე უნდა ვიმუშაო და შემდეგ უკვე ჩემი გემოვნებით ვაგრძელებ ლუქის შექმნას.

© photo: Irina Badurashvili / FBირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი

- ბევრს არ აქვს საშუალება ხშირად ისარგებლოს ვიზაჟისტის მომსახურებით. ყოველდღიური მაკიაჟის დროს რას ურჩევთ ქალებს, როგორ მოამზადონ მაკიაჟის წინ სახის კანი და ეს რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია?  

- მნიშვნელოვანია, რომ კანი იყოს სუფთა და დატენიანებული. ამ შემთხვევაში ორჯერ უკეთეს შედეგს მიიღებთ მაკიაჟის დასრულებისას.

- რა თანმიმდევრობით რა კოსმეტიკური საშუალებები უნდა იხმარონ, რომ სრულყოფილი მაკიაჟი გაიკეთონ?

- სრულყოფილი მაკიაჟი ჩემთვის ლაინერია და სხვა დანარჩენს მინიმალური რაოდენობით მოვიხმარ. ვფიქრობ, მათთვის, ვინც ყოველდღიურად ხმარობს მაკიაჟს, არ არის აუცილებელი იმ რაოდენობის პროდუქტის მოხმარება, რასაც ჩვენ, ვიზაჟისტები ვხმარობთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კანის პრობლემები აწუხებს.

© photo: Irina Badurashvili / FBირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ ხელოვნება ირინა ბადურაშვილის შემოქმედებაში - Sputnik საქართველო
ირინა ბადურაშვილის მიერ გაკეთებული მაკიაჟი

- რამდენად მნიშვნელოვანია კანისთვის სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები და როგორ უნდა შეარჩიოს ისინი მომხმარებელმა?

- ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ პატენტისა და უსახელო ბრენდების, რაც საქართველოს ბაზარზე კონტროლის გარეშე შემოდის. ასეთი კოსმეტიკა ათასგვარ დაავადებას იწვევს. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევ, შეიძინონ კოსმეტიკა სანდო მაღაზიებში.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი მუდმივი გეგმა განვითარებაა, დანარჩენი ეტაპობრივად მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0