სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო

გამოწერა
რაც თავი ახსოვს, სულ ხატავს, მაგრამ გამოსახვის მისეული ფორმები და საშუალებები ყოველ ეტაპზე განსხვავებული იყო, თუმცა უცვლელია ღიმილითა და ნათელი სევდით სავსე განწყობა...

საუბარია მხატვარ ელენე ფიფიაზე, რომელიც ბოლო დროს თავის უჩვეულო კომპოზიციებს ქსოვილებისა და ძაფებისგან ქმნის.

გამოფენებს სტუდენტობიდან მოყოლებული დღემდე პერიოდულად მართავს. მისთვის ყველაფრის სტიმული ალბათ პირველი გამარჯვება გახდა. ბავშვობაში ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეაში ჩატარებულ გამოფენა-კონკურსზე მისმა ნაქარგმა პირველი ადგილი დაიმსახურა. მხატვრის ბოლო გამოფენა ორი წლის წინ თბილისში გაიმართა.

ელენე ფიფიას ნამუშევრებით უცხოელებიც დაინტერესდნენ და სამომავლოდ მის ფერად, აბსტრაქტულ თემატიკაზე შექმნილ ნაქარგებს გერმანელი ხელოვნების მოყვარულები იხილავენ.

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფია
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფია

- ქალბატონო ელენე, ძაფებით ხატვა გაცილებით რთულია, ვიდრე საღებავებით, თქვენი სამყაროს გადმოსაცემად რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მიცნობს როგორც უცნაურ ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრების ავტორს, ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი ტრადიციულად მაინც ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევრებისგან შედგება. ასევე აქტიურად ვმუშაობ გრაფიკაში, შერეული ტექნიკით და ა.შ. უპირატესობას ვანიჭებ განსხვავებულ ტექნიკას – ქსოვილი და ძაფი ერთგვარი ნიშაა ჩემთვის, სადაც შემიძლია საკუთარი სულის განსაკუთრებულად წარმოჩენა, ანუ ისე, როგორც ამის სურვილი მაქვს. რაც შეეხება სირთულეებს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მასალას თავისებური სირთულე გააჩნია, რომლის გადალახვაც დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფიას შემოქმედება
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფიას შემოქმედება

- გამოფენა მხატვრისთვის საზოგადოების წინაშე ერთგვარი ანგარიშის ჩაბარებაა, თქვენ როგორ აღიქვამთ მას?

- მიმაჩნია, რომ ნამუშევრების გამოფენა ყოველთვის საჭიროა. აუცილებელია მოისმინო სხვისი შეფასება და ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც მხატვარს ზრდის და აყალიბებს. თუმცაღა მუშაობის პროცესი ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ბოლო გამოფენაზე, რომელიც ორი წლის წინ თბილისში მქონდა, სახელწოდებით „მზესთან ახლოს“, წარმოდგენილი იყო ქსოვილითა და ძაფებით შესრულებული ნამუშევრები. ამ გამოფენამ დიდი ბიძგი მომცა და შემდეგი ეტაპებისთვის ახალი მიმართულება გამოკვეთა.

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფიას შემოქმედება
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფიას შემოქმედება

- რა დრო გჭირდებათ ერთი ნამუშევრის დასრულებისთვის?

- ერთ ნამუშევარზე დაახლოებით 4-5 დღე ვმუშაობ. თუ დიდი ფორმატისაა, შეიძლება კვირაზე მეტიც დამჭირდეს. ჩემი მიდგომა და დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარია, გააჩნია რა სირთულის ამოცანა დავისახე. რაც შეეხება თემატიკას, ის მრავალფეროვანია ჟანრობრივად. უპირატესობას განზოგადებულ კომპოზიციებს ვანიჭებ. ჯერჯერობით აზრობრივად რომელიმე კონცეფციაზე ორიენტირებული არ ვარ. ჩემი შემოქმედება ყოველდღიურობის, საგნებისა და მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება–გამოხატვაა...

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფია
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფია

- ყოველი ნახატის მიღმა ცალკე ამბავი და განწყობაა, რომელმა ნამუშევარმა დაგიტოვათ განსაკუთრებული ემოცია?

- მინდა გავიხსენო სკოლის პერიოდში გამართული გამოფენა. ეს იყო თბილისში 1986 წელს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეაში ჩატარებული გამოფენა-კონკურსი, სადაც ჩემმა ნაქარგმა „ელენე ახვლედიანის პორტრეტი“ პირველი ადგილი დაიმსახურა. მაშინ სხვა ნამუშევრებიც მქონდა გატანილი, მათ შორის ჩემი პირველი ნაქარგი ტილო „გაზაფხული“, რომელიც, სამწუხაროდ, გამოფენაზე დაიკარგა.

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფიას შემოქმედება
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფიას შემოქმედება

- ზუგდიდი თქვენი მშობლიური ქალაქია, რა არის მასში თქვენთვის განსაკუთრებული?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რომელი უფრო მშობლიურია – ზუგდიდი თუ თბილისი. თბილისში დავიბადე, ზუგდიდში გავიზარდე. ამ ორ ქალაქში ჩემი ცხოვრების ეტაპები თანაბრად გადანაწილდა, ბოლო პერიოდს ზუგდიდში ვატარებ. მასზე ვიტყვი, რომ ის ნამდვილად ჩემი ქალაქია და ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი ამ ქალაქშია შესრულებული. აქ მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ.

© photo: courtesy of Elene Pipiaელენე ფიფია
სადაც მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები ერთ ენაზე საუბრობენ – ძაფებით შექმნილი სამყარო - Sputnik საქართველო
ელენე ფიფია

- სამომავლოდ თქვენი გამოფენის საზღვრები საქართველოს გასცდება...

- დიახ, დაგეგმილი მაქვს გამოფენა ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში. ასეთი კონტაქტები სწორედ ზუგდიდიდან დამყარდა და ვფიქრობ, სასურველი გამოფენაც აუცილებლად შედგება. შემოქმედებაში საკუთარი თავის ძიების პროცესი დღემდე გრძელდება და იგი მხატვრისგან მოითხოვს დროს, ენერგიას და გულის სისხლს, რომელსაც თუ არ გაიღებ, არაფერი გამოვა...

 

ყველა ახალი ამბავი
0