ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო

გამოწერა
ამბობენ, ზღვაზე დრო ორჯერ უფრო ჩქარდება და როცა ზღვასთან ახლოს ხარ, თავისუფლების ფასიც უფრო მეტად იციო. ამას ზღვისპირეთში დაბადებული ადამიანები მთელი ცხოვრება გრძნობენ...

სოხუმელი პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, ბლოგერი, პოეტი და ფოტოგრაფი თეკლა გაწერელია მკითხველს ისე ეცნობა როგორც თეკლა ლაზი. სხვადასხვა დროს მისი მხატვრული და პუბლიცისტური ნოველები ქართულ პერიოდულ გამოცემებშია დაბეჭდილი.

როცა ერთი სიტყვით ვთხოვეთ საკუთარი თავის დახასიათება, გვითხრა, რომ ასეთ ეპითეტად ყველაზე მეტად სიტყვა "მარინისტი" მოერგებოდა...

გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ცოტა განზოგადებულ, ცოტა ფილოსოფიურ, ცოტა ირონიულ-ცინიკურ, მაგრამ გულწრფელ და დამაფიქრებელ ინტერვიუს...

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– თეკლა, საინტერესოდ ახასიათებთ საკუთარ თავს, ამდენად, თქვენ მიერ დანახული სამყაროც საინტერესოა...

– ხელოვნებით შეპყრობილი ანტიპოპულისტი ვარ. ჩემი ინტერესის სფეროებია ასევე მეტაფიზიკა და ფილოსოფია. მიმაჩნია, რომ ცხოვრება იწყება ჭიპლარიდან და უჭიპო თუ არ ხარ, საწყისებს ვერ გასცდები. მიყვარს კითხვა, მაგრამ არა ყველაფრის. ვფიქრობ, რომ ყველამ ჩვენი პოტენციალის ადეკვატურად უნდა გავცეთ სამყაროში, მასში ჩვენი წვლილი დავტოვოთ. ეს არ არის იოლი, ან რატომ უნდა იყოს, მაგრამ შეუპოვრობას ყველაფერი შეუძლია. მიყვარს წერა და მგონია, რომ მოქნილი სიტყვა ის იარაღია, რომელსაც ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია, მაგრამ არა ყოველთვის, ამიტომ სროლაც ვიცი...

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– სროლა?! რას გულისხმობთ? 

– პროფესიონალური ტირი მიზიდავს, სხვადასხვა იარაღიდანაც ვისვრი, ოღონდ მოყვარულის დონეზე. ათიანში აცილებას ძნელად ვეგუები, ფიზიკური თუ მეტაფიზიკური მნიშვნელობით... ვთვლი, რომ სიცოცხლის წყარო ადამიანებთან ურთიერთობაა, მაგრამ ზოგჯერ ცხოველებზეც იმავეს ვფიქრობ...

– ვერ ვიტან პოპულიზმსო და როგორ უნდა ვებრძოლოთ ან დავუპირისპირდეთ პოპულისტებს?

– პოპულიზმსაც ხომ აქვს თავისი ფუნქცია, თუნდაც ის, რომ შედარების საშუალებას იძლევა და მასასთან კომუნიკაციის ინსტრუმენია. ზოგჯერ პოპულიზმს პოპულიზმითვე ვუპირისპირდები, ზოგჯერ – ცინიზმით. ხან ჩემშიც შემოიჭრება ტენდენციური „ზიზილ-პიპილოიზმი“, ცოტა ესეც საჭიროა. თუმცა მეტწილად უბრალოდ უარვყოფ მას.

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– რა არ გიყვართ?

– არ მიყვარს ეგოცენტრიზმი და ის, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ დედამიწა მათ ირგვლივ ბრუნავს, ან რამე გაუგონარს სჩადიან, როცა ცდილობენ ყველაფერი სწორად გააკეთონ. ვერიდები ურთიერთობას ზედმიწევნით მოწესრიგებულ და არაგამჭრიახ, ნაკლებად გამჭრიახ ადამიანებთან. არ მიყვარს, როცა სიყვარული ეგოიზმსა და ფანატიზმში ერევათ.

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– და რა გიყვართ?

– მიყვარს ყველაფერი ჯანსაღი, ბროკოლის გარდა... მიყვარს გონიერი ადამიანების მოსმენა, კრეატიული „კრეტინიზმი“ და დემაგოგიისას ამოზრდილი ჭეშმარიტების ნაპერწკალი. ვფიქრობ, ყველაფრით შეიძლება ინსპირირება, შემოქმედებითი კრიზისის ჩათვლით, მაგრამ თუ ბებიაშენის მბჟუტავ ლამფას ემსგავსები, ჩაქრობამდე უნდა გაეცალო გარემოს და თავს უშველო. ზოგჯერ ამისთვის ერთი ბოთლი ანტიოქსიდანტიც კმარა, მით უმეტეს, რომ გამონაბოლქვთან ერთად ჩვენ, ყველას ტოქსიკური ადამიანებიც გვწამლავენ...

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– იცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი ტოქსიკური არსებებისგან?

– როგორ და საკუთარი ენერგეტიკის, აურის გაძლიერებით, სამშვინველის კვებით. ბევრი საშუალება არსებობს, ზოგი უკუჩვენებასაც იწვევს. ხან რას მივმართავთ, ხან რას, ეს ფაქიზი პროცესია... ისე, ცნობილი სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპის დაცვასაც ვცდილობ ხოლმე, ინტერპრეტირებულად, ანუ ვაკონტროლებ: „რას ვამბობ და მივირთმევ, რას ვისმენ და ვუსმენ (მუსიკას) და რას ვუყურებ“... ზოგჯერ ხისტად ვეუბნები ადამიანს, რომ მომწამვლელი და ენერგოვამპირია. ან თვითონაც დაფიქრდებიან ხოლმე ამაზე და ამუხრუჭებენ, ან კონფლიქტამდე მივდივართ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ზოგჯერ მეც ასეთი ვარ...

© photo: courtesy of Tekla Laziთეკლა ლაზი
ბლოგერი, რომელიც ყველა იარაღიდან ისვრის, სამი ბრძენი მაიმუნის პრინციპი და ვიკინგების კრედო - Sputnik საქართველო
თეკლა ლაზი

– ყველა გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს...

– ძნელია ყოველდღიური ენთუზიაზმის პოვნა, მაგრამ სხვა გზა არაა... ზოგჯერ ბანალურობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ამიტომ შაბლონურად გეტყვით: ცხოვრებაში მთავარია ნაყოფიერი ნიადაგი, მანამდე კი – სიყვარული...

– მერე?

– მერე ბავშვების სწორად აღზრდა, ნაყოფიერება, გაუკაფავი ბილიკები, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა, გულწრფელობა, უბრალოება, ნატურალიზმი, იუმორი...

– რა არის ყველაზე უცნაური, აუხსნელი?

– როცა მეგობრები ლუდს ვსვამთ, ჩემ კათხაში გაზი ყოველთვის მორევივით ტრიალებს ხოლმე... თუ უფრო სერიოზული პასუხი გინდათ, ჩვენი ცხოვრება სავსეა ე.წ. სასწაულებით. ადამიანებს გვაქვს მწირი თვალსაწიერი, თორემ ყველა პარადოქსს ხომ თავისი ახსნა აქვს?..

– რა არის ყველაზე დიდი ფილოსოფია, რაში ხედავთ მას?

– ზურგზე მაქვს ტატუირებული სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკოს ფილოსოფია: "შეიყვარეთ სიყვარული"... კიდევ ვიკინგებს ჰქონდათ ასეთი შეძახილი: "ჩვენ ვიბრძვით და როგორც ვიბრძვით, ისე ვცხოვრობთ და ისე ვკვდებით. არ ვჩერდებით, როცა ვიღლებით, ვჩერდებით, როცა ვამთავრებთ!" ეს შეიძლება ცხოვრების ყველაზე მთავარი ფილოსოფია არ არის, მაგრამ ჩემ ბუნებასთან ახლოსაა. მათი რწმენით, ცხოვრების თვითმიზანი ბედნიერება არ არის, ესეც ძალიან სწორად მიმაჩნია...

– ყველაზე ბედნიერი მომენტები თქვენ ცხოვრებაში...

– შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებმაც განმავითარეს, საკუთარი თავის შეცნობაში დამეხმარნენ. ვფიქრობ, სინერგიული ურთიერთობა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნებასთან რაღაც ჩაკრის გახსნის მაგვარს იწვევს. თუმცა ჩემთვის ყველაზე იღბლიანი ამბავი მაინც ზღვისპირეთში დაბადებაა, რადგან ჩემი ცხოვრება ორ პარალელურ რეალობაში ვითარდება და ზოგჯერ ამინდსაც კი ჯერ იქაურს, ზღვისპირეთისას ვნახულობ ხოლმე...

 

ყველა ახალი ამბავი
0