„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
მარიამ სადღობელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის ფოტოებს შემთხვევით გადავეყარე სოციალურ ქსელში. ბედნიერება, სიყვარული, სიცოცხლით ტკბობა – აი, რა ამოვიკითხე მის სახეზე.

ბავშვობაში მიღებული სერიოზული ტრავმის, გადატანილი 15 ურთულესი ოპერაციის შემდეგ მარიამ სადღობელაშვილმა დაამსხვრია სტერეოტიპები შშმ პირებზე. მაქსიმალურად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები და დღეს ბევრისთვის მაგალითად იქცა. მარიამი არასოდეს უშინდება დაბრკოლებებს და დიდი შემართებით ეჭიდება სირთულეებს. მინდა დღეს ამ საოცარი გოგოს შესახებ მოგიყვეთ.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– თბილისში ვცხოვრობ, ვსწავლობ ევროპის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. მიყვარს ცხოველები და მომწონს მათზე ზრუნვა. განსაკუთრებით ძაღლები მიყვარს. ასევე მიყვარს მუსიკის მოსმენა, რაც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. გარდა ამისა, მომწონს ადამიანებზე დაკვირვება და საერთოდ მაინტერესებს მათი ფსიქოლოგია.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– როდის და როგორ მიიღეთ ტრავმა?

– სრულიად ჯანმრთელი დავიბადე, არაფერი პრობლემა არ მქონია. დაბადებიდან ორი კვირის შედეგ აღმომაჩნდა სეფსისი, რამაც გამოიწვია მარცხენა ფეხის ბარძაყის ამოვარდნა, ამას მოჰყვა ძალიან დიდი პრობლემები. როგორც ჩემი მშობლები იხსენებენ, ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ უფლის წყალობით გადავრჩი. ამის შემდეგ დაახლოებით 15 ოპერაცია გავიკეთე. მივიღეთ მხოლოდ ეს შედეგი, რასაც დღეს ხედავთ, მეტი შედეგი არ არის. ოპერაციები რომ არ გამეკეთებინა, ეს მდგომარეობაც არ იქნებოდა, ახლა უფრო რთულ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ამ ეტაპზე აღარ ხერხდება ოპერაციის გაკეთება, რადგან ძვლის მდგომარება არ არის კარგი, შესაბამისად, ოპერაცია არ იქნება შედეგიანი. შესაძლოა, პირიქით, ფატალურად დასრულდეს ეს ოპერაცია. იმედი მაქვს, მომავალში ძვლის მდგომარეობა შეიცვლება და უკეთესობისკენ წავალ. თუმცა ახლაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. უკეთესია, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ასეთიც ძალიან მომწონს ჩემი თავი.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– რამდენად რთული გადასატანი იყო თქვენი მდგომარეობა ოჯახისთვის?

– რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, როცა შვილის ჯანმრთელობას ეხება საქმე. ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო, თუმცა ამ ყველაფერის მიუხედავად ყველაფერი ერთად გადავლახეთ და დღეს ისინიც კარგად გრძნობენ თავს.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– რა გავლენა იქონია ამ ამბავმა თქვენს ბავშვობაზე?

– რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ჩემ ბავშვობაზე გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი დაღი დამასვა. კლასელებს, მეგობრებს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ და ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ დავდიოდი სკოლაში და როდესაც კლასში ვბრუნდებოდი, დიდი სიხარულით და სიყვარულით მხვდებოდნენ. ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

თუმცა იყო პრობლემებიც, ჩემი პრობლემა იყო და არის ის, რომ ადამიანების ნაწილი მაინც არ აღმიქვამს ისე, როგორც ნებისმიერ სხვა პიროვნებას. ასე რომ აღარ იყოს, უნდა მოხდებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვეწონებით, მაგრამ მაინც მგონია, საჯაროდ ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა არ არის ლამაზი საქციელი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ემოციები და მხოლოდ კარგზე ვიფიქრო.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– დღეს სოციალურად ძალიან აქტიური ხართ, ყოველთვის იღიმით და პოზიტივს ასხივებთ. როგორ შეძელით, როგორ მოახერხეთ ეს?

– ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, როგორ უნდა მებრძოლა, რომ დღეს ასეთი ვყოფილიყავი. და თუ მე ადამიანები ძლიერ გოგონად მიმიჩნევენ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ადამიანი ყველაზე დიდი განძია, რაც შეიძლება ცხოვრებაში გაგაჩნდეს. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ მე მეფის ასული ვიყავი და ასეც იყო... უკეთეს მამას უბრალოდ ვერც ვინატრებდი.

დღეს ჩემი ცხოვრება საკმაოდ აქტიურია, მომწონს და მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი და მაქსიმალურად ვცდილობ არ ვიყო ჩაკეტილი. საბედნიეროდ მათგანაც დიდი პოზიტივს და ენერგიას ვიღებ, რაც ძალას მმატებს. დღეს ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ დადებითად არის განწყობილი ჩემ მიმართ და მადლობა მათ ამ ტკბილი ემოციებისთვის.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, თავად შეიქმნას სასიამოვნო განწყობა, როგორ უნდა მოახერხოს ეს?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ჩვენ თავად ვუქმნით ჩვენ თავს ამა თუ იმ განწყობას. ქალმა დილა აუცილებლად უნდა დაიწყოს ყავით და მუსიკის მოსმენით, მერე მთელი დღე ხალისიანი და ენერგიული იქნება.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ამა თუ იმ ტრავმის გამო ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს?

– ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ გამოვიდნენ გარეთ, ეკონტაქტონ ადამიანებს და საზოგადოებაში დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი. გაეცნონ ადამიანებს ისეთებად, როგორებიც არიან. ბნელ ოთახში განცალკევებით ჯდომა კარგს არაფერს მოუტანთ. ეს ფსიქოლოგიურად გაანადგურებს მათ. ცხოვრება მშვენიერია და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ მისგან.

© photo: Mariam Sadgobelashvili / FBმარიამ სადღობელაშვილი
„ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს“: ერთი გოგოს საოცარი ამბავი - Sputnik საქართველო
მარიამ სადღობელაშვილი

– რაზე ოცნებობთ, რა არის თქვენი მიზანი ცხოვრებაში?

– ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ოცნებაა სწორად გავიარო და „კაკუნები“ ჩავიცვა. რაც შეეხება მიზანს, მინდა ყოველთვის ვბრწყინავდე ბედნიერებისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0