ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა

© photo: courtesy of Anano Mzhaviaმეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულინარია რომ ხელოვნების რანგში აყვანილი „ჟანრია“, ამაზე დღეს არავინ დავობს...

სცენიდან ამ სფეროში გადასული ადამიანი ალბათ უფრო შემოქმედებითად უდგება საქმეს და ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ჩვენში ბევრმა ხელოვანმა სცადა სცენის პარალელურად ოჯახურ ბიზნესს მოკიდებოდა და საკუთარი კაფე ან რესტორანი გაეხსნა... 

არც ისე დიდი ხანია მომღერალმა ანანო მჟავიამ რუსთავში გახსნა კაფე, სადაც სტუმრებისთვის ხაჭაპურებს, ლობიანებს და ღვეზელებს თავად აცხობს და, როგორც გავიგეთ, საკმაოდ გემრიელიც გამოსდის...

© photo: courtesy of Anano Mzhaviaანანო მჟავია
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
ანანო მჟავია

– ანანო, შეიძლება თქვას, რომ ამჟამად ცხოვრებაში ე.წ. კულინარიული ეტაპი გაქვთ, ანუ თქვენი ამ სფეროში გადანაცვლება პროფესიონალურ დონეზე მოხდა?

– კულინარიით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და ჩემი საქმიანობის პარალელურად ყოველთვის ვპოულობდი დროს სამზარეულოსთვის. მუდმივად ვუყურებდი ვიდეო-რეცეპტებს და ვცდილობდი, იგივე გამეკეთებინა. განსაკუთრებით დავუმეგობრდი ცომეულს და ცხობას. ჩემ სამეგობროში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩემი კარტოფილის ღვეზელები და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მართლაც უგემრიელესი გამომდის. ასევე არაჩვეულებრივად გამომდის სუში.

© photo: courtesy of Anano Mzhaviaმერაბ სეფაშვილთან ერთად
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
მერაბ სეფაშვილთან ერთად

– ჩვენში ყველაფერი უყვართ, რაც ცნობილ ადამიანებთანაა დაკავშირებული, სახელწოდება „ანანოს ღვეზელები“ კომერციულად უფრო გამართლებული არ იქნებოდა, ვიდრე „ღვეზელები 27“?

– სახელის შერჩევისას ჩემთვის პრიორიტეტი ქართული სიტყვა იყო. მინდოდა ჟღერადი ყოფილიყო და ასევე მადის აღმძვრელიც, ამიტომ სახელში „ღვეზელები“ ჩავრთე, ხოლო 27 ჩვენი მისამართია: მეგობრობის გამზირი 27. საბოლოოდ „ღვეზელები 27“ გადაწყდა. კაფე ჯერ მხოლოდ ოთხი თვეა, რაც მასპინძლობს ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ჩემი ღვეზელები, რაც შეეხება შიგთავსს, მისი გამორჩეულობა მის გემოში, შეზავებასა და პროპორციებშია. ასევე ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ აჭარული ხაჭაპური, რომელსაც სპეციალური ყველით ვამზადებ. ეს ყველი საოცარ გემოს და სტრუქტურას აძლევს ხაჭაპურს. ამას დამატებული ლაღიძის წყლები და დანარჩენი გემრილობები, რაც ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ. მთავარ საიდუმლო ინგრედიენტად უმაღლესი ხარისხის პროდუქციას დავასახელებ, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი კერძებისთვის. ახლობლებს ძალიან უყვართ ჩემი გაკეთებული კარტოფილის ღვეზელები, რომლებსაც, მათგან მსმენია, რომ განსაკუთრებული გემო აქვს. 

© photo: courtesy of Anano Mzhaviaმეუღლესთან ერთად
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

– ოჯახში თქვენი მეუღლე და ორი ვაჟია, კაცებს კი, ცნობილია, რომ ხორციანი კერძები უყვართ, თქვენ, როგორც გავიგე, არ წყალობთ...

– ბავშვობაში, მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან მიყვარდა ხორცი, თუმცა დღეს კულინარიული პრიორიტეტები შეიცვალა და ის ბოსტნეულს მიენიჭა. ხორცის კერძებს ვამზადებ იმ სიხშირით, რა სიხშირითაც მოითხოვს ოჯახი, თუმცა სიამოვნებას ცხობა უფრო მანიჭებს. უფროს ვაჟს განსაკუთრებულად უყვარს ჩემი გამომცხვარი აჭარული ხაჭაპური. მას თავად ცხობის პროცესშიც უყვარს ჩართვა და როცა ცომში ვყოფ ხელს, მასაც უნდა იგივე გაიმეოროს. მე არ ვუშლი ასეთ ინიციატივას და როცა პატარა ცომს მოზელს, სტიმულისთვის მასაც ღუმელში ვათავსებ.

© photo: courtesy of Anano Mzhaviaოჯახთან ერთად
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

– ცომეული და დიეტა ერთმანეთთან რომ „ვერ არიან“? 

– დამიჯერეთ, თუ ექვსი საათის მერე არაფერს მიირთმევთ, წონის მომატების პრობლემა არ შეგექმნებათ...

– სამზარეულოში ტრიალის დროს ხმამაღლა სიმღერა გყვარებიათ...

– კი ასეა. საქმის კეთების დროს ყოველთვის რაღაცას ვმღერი. ეს მეც მამხიარულებს და ჩემს თანამშრომლებსაც. სცენაც ისეთი დოზით არის ჩემ ცხოვრებაში, რომ ნოსტალგია არ მომეძალოს.

© photo: courtesy of Anano Mzhaviaანანო მჟავია
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
ანანო მჟავია

თქვენი რომელი სიმღერა შეიძლება სავიზიტოდ ჩაითვალოს?

– უამრავი სიმღერის ქავერ-ვერსია მაქვს შესრულებული და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმღერა იყო ხოლმე ჩემი სავიზიტო ბარათი. თუმცა ჩემთვის შექმნილი სიმღერა მხოლოდ ორი მაქვს. ერთი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ხოლო მეორე პეკე ბეგაშვილს, ტექსტი ბიბი კვაჭაძისაა. ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს. ამერიკაში ამ სიმღერაზე კლიპიც მაქვს გადაღებული...

© photo: courtesy of Anano Mzhaviaანანო მჟავია
ცნობილი მომღერლის გემო-ვნება, რატომ დაიწყო ანანო მჟავიამ ღვეზელების ცხობა - Sputnik საქართველო
ანანო მჟავია

– მეორე შვილის დედა ამერიკაში გახდით...

– ასეა, ჩემი მეორე შვილი ანდრია ამერიკაში დაიბადა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, რომელიც მშობლიურია ჩემთვის. მიყვარს ამ ქვეყანაში ყოფნა, სადაც ყველგან თავისუფლების სუნი ტრიალებს...

– სამომავლოდ ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ღვეზელებთან ერთად თქვენი სიმღერაც შესთავაზოთ კაფეში მოსულ სტუმრებს?

– სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს კაფეს განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ლაივ-მუსიკის ჩართვაზე ამ სივრცეში არ მიფიქრია. მენიუს გაფართოებაზე კი ბევრს ვფიქრობ და ვმუშაობ. იმედია, მომავალშიც ყველაფერი კარგად გამოვა...

 

ყველა ახალი ამბავი
0