ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...

CC0 / Public Domain / ნიკოს კაზანძაკისი
ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ბედნიერებისთვის წამი გეცოტავება, მაშინ იცოდე: არასდროს გეყოფა მარადიულობაც...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ნიკოს კაზანძაკისის გამონათქვამებს.

ნიკოს კაზანძაკისი (Νίκος Καζαντζάκης, 1883-1957) – ბერძენი მწერალი, თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. აღსანიშნავია, რომ 1957 წელს კაზანძაკისმა ნობელის ჯილდო 1 ხმით დათმო ალბერ კამიუსთან. კამიუმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ კაზანძაკისს „ასჯერ მეტად" ეკუთვნოდა ეს პატივი, ვიდრე მას.

მილან კუნდერა - Sputnik საქართველო
ფრთხილად! თუ პარტნიორს საუზმეს საწოლში მიართმევთ...

კაზანძაკისი ავტორია რომანების: „ბერძენი ზორბა", „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის", „კაპიტანი მიხალისი", „უკანასკნელი ცდუნება"; დაწერილი აქვს პიესები, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე. თარგმნილი აქვს ასევე არაერთი კლასიკური თხზულება, როგორიცაა „ღვთაებრივი კომედია", „ესე იტყოდა ზარატუსტრა", „ილიადა".

კაზანძაკისი საქართველოშიც არის ნამყოფი, თან – სამჯერ: 1919, 1927 და 1928 წლებში. პირველად იგი დამოუკიდებელ საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოში მცხოვრები ბერძენი ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 1927 და 1928 წლებში კი ტურისტად იმყოფებოდა. ამ მოგზაურობებს აღწერს თავის წიგნებში „რუსული დღიური" და „აღსარება გრეკოსთან". განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან, რომლის შესახებაც წერს „ტოდა-რაბაში".

ყველა ახალი ამბავი
0