ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში

© photo: courtesy of Salome Padiauriსპექტაკლის დროს
სპექტაკლის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველი ნიჭიერი ქართველის წარმატება საზოგადოებისთვის დამატებითი ბონუსი და სტიმულია, დღეს კიდევ ერთ მათგანს გაგაცნობთ.

ჩვენში საოპერო ხელოვნებით ახალგაზრდების დაინტერესება მაღალი კულტურის მაჩვენებელია. სალომე ფადიაური ექვსი წლის იყო, როცა კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა, თავიდან ფორტეპიანოს განხრით, მესამე წელს კი ვოკალურ განყოფილებაზე.

 ამჟამად კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე სწავლობს და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. წელს ჩაირიცხა სტოკჰოლმის ოპერის აკადემიაში, სადაც მთელი წლის სასწავლო კურსს გაივლის.

© photo: courtesy of Salome Padiauriსალომე ფადიაური
ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში   - Sputnik საქართველო
სალომე ფადიაური

-სალომე, დასაწყისშივე გილოცავთ სტოკჰოლმის აკადემიაში ჩარიცხვას. სანამ მაგ თემას შევეხებით, მაინტერესებს რატომ აირჩიეთ მუსიკაში ყველაზე რთული-საოპერო ხელოვნების გზა?

-დიდი მადლობა, პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად რთული პროფესია მაქვს არჩეული, რომელიც დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს. მუსიკისადმი ჩემი ინტერესი და სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომყვება და ის დედამ შემაყვარა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ ვაცნობიერებდი  მომავალში რამდენად რთულ პროფესიასთან მექნებოდა საქმე. ყველაფრის მიუხედავად სწორედ სიმღერის დიდი სიყვარული მეხმარება დღემდე სირთულეების გადალახვაში.

© photo: courtesy of Salome Padiauriსალომე ფადიაური
ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში   - Sputnik საქართველო
სალომე ფადიაური

- პატარა იყავი, როდესაც რომანსებს მღეროდი...

-მუსიკა ბავშვობიდან თან მდევს და ეს დედის დამსახურებაა. პატარაობისას, როდესაც მე და ჩემი ძმის სიცელქე ყველა ზღვარს სცდებოდა, დედა მუსიკის საშუალებით ცდილობდა ჩვენს დამშვიდებას, ფორტეპიანოს თანხლებით სხვადასხვა სიმღერებს გვიმღეროდა. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ასეთ გადარეულ დღეს, ფორტეპიანოსთან დავდექი და დედის რეპერტუარიდან ყველა რომანსი ვიმღერე. დედამ მაშინვე დაინახა რა მიმართულებით უნდა გაეკვალა ჩემთვის გზა. ის მელომანია და განსაკუთრებით უყვარს კლასიკური მუსიკა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს პროფესია ავირჩიე და ასე ძალიან მიყვარს.

© photo: courtesy of Salome Padiauriსალომე ფადიაური
ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში   - Sputnik საქართველო
სალომე ფადიაური

- კითხვის დასმას: თუ ვის ბაძავ და ვინ შენი იდეალი, ვფიქრობ, არ აქვს აზრი, გასაგებია...

- დიახ, დედა ის ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად მაოცებს და ძალას მმატებს. იმდენად მებრძოლია და ისეთი შემართება და ნებისყოფა აქვს, რომ შეუძლებელია ამის შემხედვარე ერთი წამითაც კი მოდუნდე. ასეთი დამოუკიდებელი რომ ვარ და არასდროს ვყრი ფარ-ხმალს სწორად ჩემი იდეალის - დედის დამსახურებაა...

-როგორ გახსენდებათ ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლა - ეს ის წლებია, რომლებმაც ფაქტობრივად საბოლოოდ დაგარწმუნათ თქვენი მომავალი პროფესიული არჩევანის სისწორეში?

- ევგენი მიქელაძის N2 სამუსიკო სკოლამ უდიდესი საფუძველი მომცა. პირველ რიგში ძალიან გამიმართლა პედაგოგებში. ქალბატონ ზაირა ხელაიასთან და კონცერტმაისტერ ნანა ბერიკაშვილთან ერთად გავიარე საფუძვლიანი სწავლების კურსი, რომელმაც შემდეგში ეს რთული გზა გამიადვილა, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერი ვარ. იქ არამხოლოდ კარგი პედაგოგები, კარგი მეგობრებიც შევიძინე, რომლებთან ერთადაც დღემდე მოვდივარ.

© photo: courtesy of Salome Padiauriსალომე ფადიაური
ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში   - Sputnik საქართველო
სალომე ფადიაური

-კონსერვატორიის სცენაზე პირველად როდის შეასრულეთ  საოპერო არია?

- ჩემი დებიუტი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე შედგა მესამე კურსზე სუზანას პარტიით ვ.ა. მოცარტის ოპერიდან "ფიგაროს ქორწინება", შემდეგ იყო ჯილდას პარტია  ვერდის ოპერიდან "რიგოლეტო" და ასევე მიუზეტის პარტია ჯ. პუჩინის ოპერიდან "ბოჰემა". ყველა სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი საოპერო სტუდიას და ჩემს პედაგოგს, ზაალ ხელაიას. ყველაზე დიდ წარმატებად ცხოვრებაში მივიჩნევ იმას, რომ ამდენი წლის სწავლამ და შრომამ პირველი შედეგები კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშივე გამოიღო. ჩემთვის წარმატებაა ყველა სპექტაკლი თუ კონცერტი, რომლისგანაც უდიდეს გამოცდილებას და სიამოვნებას ვიღებ.

© photo: courtesy of Salome Padiauriსცენაზე
ოთხი წლის ასაკში ნამღერი რომანსები და ვიზა სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში   - Sputnik საქართველო
სცენაზე

-ერასმუსის პროგრამაში გამარჯვებას თუ ელოდით და სამომავლოდ რაზე ოცნებობთ?

-ერასმუსი ის დიდი შანსია, რომელიც მე მომეცა და წილად მერგო, რომ მომეპოვებინა დაფინანსება სტოკჰოლმის საოპერო აკადემიაში სწავლისთვის. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ნანა შარიქაძეს. ბედნიერებაა, რომ სტუდენტებს გვაქვს საშუალება, რომ ასეთი დიდი შესაძლებლობა გამოვიყენოთ. რაც შეეხება იმას მქონდა თუ არა იმედი, ნამდვილად მქონდა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავდი, რადგან ყველაფერი ხდება. რაც მთავარია, სცენის მტვერი უკვე შევისუნთქე და ამით ჩემი პატარა ოცნება ავიხდინე. წინ რა თქმა უნდა დიდი შრომა მელოდება, ჩემი მიზანი და ოცნებაა, რომ დიდი საოპერო თეატრების სცენებზე დავდგე და საქართველო ვასახელო...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0