„ჩემი წარმატება აქტიურ პირად ცხოვრებას უკავშირდება“ – გრიგოლია თავის მამაკაცებზე საუბრობს

© photo: Izosia / FBИнга Григолия
Инга Григолия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ ათეულ წელზე მეტია ტელევარსკვლავია და მის შესახებ საზოგადოებამ თითქმის ყველაფერი იცის. მებრძოლი, დაუღალავი და შრომისმოყვარე ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პირად ცხოვრებას არასდროს მალავს.

გადაცემაში „ყვითელი“, აღნიშნავს, რომ მისი მოტივაცია მამაკაცები არიან: „ჩემთვის მამაკაცი ბედნიერების წყაროა. ჩემ გვერდით არასდროს ყოფილა სუსტი მამაკაცი, შესაბამისად, ჩემი სიძლიერის წყაროც არის“.

17 წლის ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 29 წლის შვილი – მარიამი და თვლის, რომ სტუდენტობის პერიოდში რომ არ დაოჯახებულიყო, ოჯახს დღემდე არ შექმნიდა.

„18 წლის ვიყავი, როდესაც მარიამი მეყოლა. ყოველთვის ვამბობ, დროზე ადრე რომ არ გავთხოვილვიყავი, ალბათ ოჯახს არასდროს შევქმნიდი. არ შემიძლია, როდესაც ჩემ სახლში ჩემ გარდა ვინმე სხვა დადის. რაც არ უნდა მიყვარდეს, რამდენიმე დღე რომ ვნახო ჩემ სახლში, შეიძლება გავგიჟდე. კაცური ხასიათი მაქვს“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

48 წლის ხმაურიანი ჟურნალისტის შთაგონება ძლიერ სქესს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ, ის არ წყვეტს სიყვარულზე ხმამაღლა საუბარს.

 „ჩემი სამსახურებრივი წარმატება ან ახალი პროექტი უკავშირდება აქტიურ პირად ცხოვრებას, როდესაც ძალიან ვარ შეყვარებული, მამაკაცებს მხოლოდ დადებითი იმპულსები მოაქვთ“ .

ინგა გრიგოლიას რვაჯერ დაუხურეს გადაცემა, თუმცა ის დღემდე შეუპოვრად აგრძელებს კარიერას და ბევრი ადამიანისთვის სიძლიერის მაგალითია.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც გამოვიარე, უნდა გამევლო. გული არაფერზე მწყდება და არ ვნანობ. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი – მეტ დროს დავუთმობდი განათლებას“, – დასძინა გრიგოლიამ.

ყველა ახალი ამბავი
0