„უმაგრესი ხარ" – ფეხმძიმე და თითქმის შიშველი ნუკი კოშკელიშვილის ფოტომ Instagram-ი ააფეთქა

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი ორსულობისას მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს მშობიარობის შემდეგ სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს ქალურ თემებზე – ორსულობისას მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ის მშობიარობის შემდეგ სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

ულამაზესი ქართველი წყვილი, რომელიც ბევრს და-ძმა ჰგონია>>

სოციალურ ქსელში ამ თემაზე ხშირად წერს, სხვებს მოტივაციას აძლევს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ეს ბოლო პოსტიდან ირკვევა, რომელიც ნუკიმ სულ ახლახან გამოაქვეყნა. პოსტს დიეტაც დაურთო თან და ქალბატონებს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, მოუწოდა „ცოტა თავი ხელში აიყვანონ“.

„წონაზე ვლაპარაკობ და თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ. ეს ფოტო არის გადაღებული, როდესაც ვიყავი ორი თვის ორსული. მე ყველაზე დიდი წონა მოვიმატე ორსულობის ბოლო თვეებში. და როგორც მიჭირს ბოლო 6-7 კილოს დაკლება, ქე იცით. ორი რამ არის ცხოვრებაში, რაც ძალიან მაკომპლექსებს. გაგეცინებათ და ცხვირი არც ერთი არ არის. პირველი არის წონა და მეორე ის, რომ დრო გადის და ასაკი მემატება. ერთ თვეში ვხდები 29 წლის და გადავწყვიტე დავიბრუნო სასურველი წონა და იქნებ შევხვდე დაბადების დღეს კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვიდრე ოდესმე. აქ რატომ ვწერ? არ ვიცი, ალბათ მოტივაციისთვის, მინდა თქვენი მხარდაჭერა. აქამდე მქონდა სამი ცდა და არც ერთმა არ გაამართლა, ბავშვს კვლავ ვაჭმევ, მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლებად არის დამოკიდებული და იქნებ გამომივიდეს. თან ზაფხული მოდის და საჭიროა ცოტა თავი ხელში ავიყვანო“, – წერს ნუკი.

პოსტს პოზიტიური გამოხმაურება და განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში. მეგობრები ამხნევებენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მოდელს.

„მთავარია მოწადინება და ყველაფერი გამოგივა“.

ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
„მამაჩემი ლოთი იყო" - ნუკი კოშკელიშვილი შვილის აღზრდაზე რეზონანსულ ისტორიას მოყვა

„ნუკი შენ ივლისში უკვე ისეთ მაგარ ფორმაში იქნები, რომ გაგიკვირდება შენივე თავის. ამიტომ მიდი, ყველანაირად მოინდომე“.

„უმაგრეს ფორმაში ხარ აქ. შენი მოტივაცია მეც წამადგება, როცა მეორეს გავაჩენ. ნუ გეშინია, მარტო არ ხარ. პუტკუნების მთელი არმია გგულშემატკივრობს იცოდე“.

„სწორი კვების რეჟიმზე ვარ. მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ სასურველ წონამდე დამრჩა 10 კილო, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით ვარ. მშობიარობის დღეს 94 კილო ვიყავი, ახლა 65 ვარ. 10 კილოც და დავბრუნდები ჩემს იდეალურ წონაზე. წარმატებები ნუკი. რაც გვინდა, იმას აუცილებლად შევძლებთ“, – წერენ ნუკის მეგობრები.

ფაქტია, რომ დღეს ჭარბი წონა არაერთი ქალბატონისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. დამეთანხმებით, არც ისე მარტივია შეინარჩუნო სასურველი ფორმა და წონა. ბევრისთვის დიეტა სტრესთან ასოცირდება. ჩვენ კი გისურვებთ იყოთ ლაღები, არასდროს დაივიწყოთ, რომ ძალიან ლამაზები ხართ და იბრძოლოთ იმისთვის, რომ თქვენი თავით ყოველთვის კმაყოფილი იყოთ.

ყველა ახალი ამბავი
0