სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძე
ლელა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაიცანით ტყიბულელი სამთო ინჟინერი ლელა გვენეტაძე, რომელიც ფერადი აბრეშუმის ძაფებით საოცარ კომპოზიციებს აწყობს. მისი ნამუშევრები ამ დღეებში ვენეციაშია გამოფენილი და ექსპოზიცია თვის ბოლომდე გასტანს.

როგორ მოხდა, რომ ამ პროფესიის ადამიანმა რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა და თანაც ასე წარმატებულად, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeგამოფენაზე
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

– ქალბატონო ლელა, თქვენ მიერ დამზადებული ყვავილები იმდენად ბუნებრივია, რომ ეჭვი მაქვს, მათთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ, ასეა?

– მართალი ხართ, ფლორისტი არ ვარ, მაგრამ ყვავილები ძალიან მიყვარს. მთელი სახლი სავსე მაქვს ოთახის ყვავილებით. ძირითადი ორიენტაცია სამეფო ბალბაზე და კამელიაზე მაქვს. სანამ ტყიბულში ვცხოვრობდი, ეზოში ჩემი ხელით გახარებული ორმოცი ძირი ვარდი მქონდა და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. როცა ტყიბულიდან წამოვედი, ყვავილები მოუვლელობით გამიფუჭდა. ახლა ორი ფერი, წითელი და ყვითელი ოთახის კამელია მაქვს. კარგად ვიცი მათი ბუნება და ალბათ რასაც ვაკეთებ, ამიტომ ჰგავს ნამდვილს. მათ დასამზადებლად სხვადასხვა მასალას ვიყენებ: მულინის ძაფებს, ბისერებს, აბრეშუმის ლენტებს... 50-მდე ნამუშევარი მაქვს უკვე. ჩემი პროფესია ძალიან შორსაა ყვავილებისგან - სამთო ინჟინერი ვარ.

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძის შემოქმედება
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
ლელა გვენეტაძის შემოქმედება

– ამ რომანტიკულმა ქალმა ასეთი მამაკაცური პროფესია რატომ აირჩიეთ?

– ეს იმიტომ მოხდა, რომ დავიბადე და გავიზარდე ტყიბულში, სადაც ყველგან შახტები იყო. შახტის და ქალაქის იქით ვერ გადიხარ და უნებურად იქვე გიწევს მუშაობა. ამიტომ ხელოვნებას იქ ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მეც სულ სხვა მიმართულებით მივდიოდი. მოგვიანებით სამედიცინოზეც ვაბარებდი. ყვავილების თემა ჩემში ბავშვობიდანვე იყო და მაწუხებდა. ხელოვნებით ყოველთვის ვიყავი გატაცებული და სულ ვხატავდი, მაგრამ ამ კუთხით არ წავედი...

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძის შემოქმედება
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
ლელა გვენეტაძის შემოქმედება

– მოკლედ, მეშახტე ვერ გამოხვედით, მაგრამ სამაგიეროდ მშვენიერებას ემსახურებით...

– ვცდილობ, რასაც გავაკეთებ, ხარისხიანი იყოს და ყველას მოეწონოს. მე ნახატებიც მაქვს, ძირითადად აკრილში ვხატავდი, ზოგი მათგანი ზეთშია შესრულებული. ხელოვნებასთან დედის მხრიდან მქონდა შეხება. მას მდიდარი წარმოსახვის უნარი და უნიკალური ხელი ჰქონდა, საოცარ რაღაცებს ქმნიდა. მისი ნიჭი გენეტიკურად გამოგვყვა, ჩემი და დიზაინერია მოსკოვში. ჩემი ნამუშევრების პირველი გამოფენა გალერეა „ვაჩეში“ 2018 წლის 5 მარტს, მაია ცომაიას რეკომენდაციით და მისი აქტიურობით მოეწყო. სასიხარულო იყო ის, რომ მან ორი დღის მანძილზე ანშლაგით ჩაიარა. ბევრი მნახველი მოვიდა.

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძის შემოქმედება
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
ლელა გვენეტაძის შემოქმედება

– თქვენს გამოფენას სამთო ინჟინრები თუ ესწრებოდნენ ტყიბულიდან?

– სხვათა შორის, ისინიც იყვნენ ჩამოსულები სპეციალურად ამ გამოფენისთვის. მათ გარდა ბევრი იყო ტყიბულელი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს და სხვა სფეროს ემსახურება.

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძის შემოქმედება
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
ლელა გვენეტაძის შემოქმედება

– თქვენი ნამუშევრები დღეს გამოფენილია ვენეციაში, სადაც ცოტა ხნის წინ თავადაც ბრძანდებოდით...

– ჩემი რვა ნამუშევარი იქ დაიტოვეს და გამოფენილი იქნება აპრილის ბოლომდე. იტალიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს გამოფენა საოცარ ადგილზე მოეწყო, მას იტალიელი ხელოვნების მოყვარულები, გალერისტები და ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ. ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებულად აღნიშნეს, მითხრეს, რომ ლენტებით ქარგვა, რაზეც ვმუშაობ, ძალიან განსხვავებული სტილია. მოკლედ, მათ დიდი მოწონება დაიმსახურა.

© photo: courtesy of Lela Gvenetadzeლელა გვენეტაძის შემოქმედება
სამთო ინჟინრის მიერ შექმნილი ფერადი სამყარო – ვენეციაში გამოფენილი აბრეშუმის ყვავილები - Sputnik საქართველო
ლელა გვენეტაძის შემოქმედება

– ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ფერად სამყაროში მალე ვენეციის ხედიც გაჩნდება...

– კი, კი, უკვე დაწყებული მაქვს ამ თემაზე მუშაობა. თუმცა ეს მანამდე დავიწყე, სანამ ვენეციაში ჩავიდოდი. გამოფენის საკითხი მალე, ერთ კვირაში გადაწყდა, ამიტომ ეს ნამუშევარი დამთავრებული არ მქონდა და ვერ წარვადგინე. გაისად კიდევ თუ მექნება ასეთი შესაძლებლობა, მერე ჩავიტან. ჩემს ნამუშევრებს „ფერადი ლენტებით შექმნილი მშვენიერების სამყარო“ დავარქვი. მინდა, რომ ამ სამყაროს ხილვით ბევრმა ადამიანმა მიიღოს სიამოვნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0