რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები

გამოწერა
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ 1790 წელს საფრანგეთში გამოიგონეს, დღემდე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია პოპულარული.

ბევრ ევროპულ ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და ტალინში, „სასწრაფო დახმარების” ექიმები გადაადგილებას ხშირად ველოსიპედით ამჯობინებენ. საქართველოში ამ თემისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. ერთადერთ გამონაკლისს სამტრედია წარმოადგენს. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენში ურჩევნიათ ბანკიდან გამოტანილი სესხით შეძენილი „ლექსუსით“ გადაადგილდნენ „საცობებში“, ვიდრე ველოსიპედზე გადასხდნენ... ცალკე თემაა ეკოლოგიური პრობლემა, რაც შეიძლება ამ ყველაზე ეკონომიური, ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით ადვილად მოგვარდეს.

ბათუმში არის ერთი პატარა სივრცე, სადაც იკრიბებიან ადამიანები, რომელთა მიზანიც მსგავსი სახის ქართული სტერეოტიპების მსხვრევაა. ესაა ადგილი, სადაც ტრადიციულად ადგილობრივი ველომოსარგებლეებიც იყრიან ხოლმე თავს.

© photo: courtesy of Nino Chkhaidzeნინო ჩხაიძე
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები - Sputnik საქართველო
ნინო ჩხაიძე

კულტურის მენეჯერი ნინო ჩხაიძე ბათუმის ერთადერთი სოციალური კაფეს „თავისუფალი სივრცის“ დამაარსებელია. ამასთანავე მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის თანაავტორი და სახელოვნებო ორგანიზაცია „არტ ვეის“ დამფუძნებელიცაა. ქალბატონი ნინო იმითაცაა ცნობილი, რომ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება და ბათუმელი ველომოსარგებლე ქალბატონების გაერთიანების წევრიც გახლავთ.

– ქალბატონო ნინო, რისთვის დააარსეთ „თავისუფალი სივრცე“?

– „თავისუფალი სივრცე“ ერთადერთი სოციალური კაფეა ბათუმში, რომლის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა დასაქმება და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვირდება ამ თემის მიმართ. ჩვენი საქმიანობა ასევე ველოკულტურის განვითარებასაც მოიცავს. გამორჩეული ვართ იმ მხრივაც, რომ ველომოსარგებლეებს განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ – მათთვის მოწყობილია მასშტაბური პარკირება. ამასთან, ვინც ველოსიპედით მოვა ჩვენ კაფეში, ის ავტომატურად 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს.

© photo: courtesy of Nino Chkhaidzeველოსიპედისტებთან ერთად
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები - Sputnik საქართველო
ველოსიპედისტებთან ერთად

– ველომომხმარებლებს რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

– დიახ, Critical mass Batumi-ს წევრები, ველომომხმარებლები ყოველი თვის ბოლო პარასკევს ბათუმში, ანბანის კოშკთან ვიკრიბებით. როცა მსვლელობას ვასრულებთ, მერე „თავისუფალ სივრცეში“ ვიკრიბებით. ასეთ შეხვედრებზე ახალ ინიციატივებსა და საკითხებზე ვმსჯელობთ და ახალ წევრებს ვეცნობით ხოლმე. მოკლედ, ეს ძალიან კარგი, საინტერესო და საქმიანი შეხვედრებია. მე პროფესიით კულტურის მენეჯერი ვარ, ველოსიპედი ბავშვობიდანაა ჩემი საყვარელი სატრანსპორტო საშუალება.

© photo: courtesy of Nino Chkhaidzeნინო ჩხაიძე
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები - Sputnik საქართველო
ნინო ჩხაიძე

– რატომ ვერ გახდა ველოსიპედი საქართველოში ევროპისგან განსხვავებით პოპულარული, ნუთუ საქმე ჩვენს მენტალიტეტშია, რის გამოც ყველაზე სასურველი ტრანსპორტი აქ ძვირადღირებული ჯიპებია?

– რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარეა. „თავისუფალი სივრცე“ იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანები გარკვეული სტერეოტიპებისგან გათავისუფლდნენ. იმ სტერეოტიპებისგან, რაც საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის. მე მახსოვს, როცა მეცხრე კლასში ვიყავი, მამამ ველოსიპედი წამართვა და მითხრა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და შენთვის ველოსიპედი აღარ შეიძლება, სირცხვილიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში არასერიოზულად აღიქვამენ და ვერ იაზრებენ მის სასარგებლო მხარეს. მოკლედ, სტერეოტიპების მსხვერპლი ვართ. ამიტომ ბათუმში გოგონებმა და ქალებმა რომ იარონ ველოსიპედით, ცალკე მოძრაობას ვიწყებთ. ჩამოყალიბებული გვაქვს ბათუმელი ველომოსარგებლე გოგონების გაერთიანება, რათა ისინი წავახალისოთ. ყოველ კვარტალში ერთხელ გათამაშებებსაც ვაწყობთ. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ბევრნი არ ვართ, მაგრამ სასიხარულოა, რომ ამ მოძრაობაში სკოლის მოსწავლეებიც და ასაკოვანი ქალბატონებიც არიან ჩართული.

© photo: courtesy of Nino Chkhaidzeველოსიპედისტებთან ერთად
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები - Sputnik საქართველო
ველოსიპედისტებთან ერთად

– რა არის „თავისუფალი სივრცის“ მთავარი ამოცანა?

– ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარემოსგან გამომდინარე აქვთ გარკვეული შეზღუდვები და არა თავიანთი მოტივაციისა და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ბარიერები ხელოვნურად ან ინფრასტრუქტურით არ შევუქმნათ. პირადად ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური და გახსნილი ასეთი ურთიერთობებისთვის. საზოგადოებრივი სიკეთეების მიღებისა და მათით სარგებლობის შესაძლებლობა ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს.

© photo: courtesy of Nino Chkhaidzeნინო ჩხაიძე
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები - Sputnik საქართველო
ნინო ჩხაიძე

– მონოპიესების ფესტივალების იდეის თანაავტორიც ხართ და, დავუშვათ, ერთ დღეს სურვილი გაგიჩნდათ, რომ პიესა დაწეროთ...

– თუ ოდესმე გამიჩნდება მსგავსი სურვილი, მაშინ დავწერ მონოპიესას ველომოსარგებლე ქართველ გოგონაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ის აწყდება ცხოვრებაში. პიესა თავისუფალ ადამიანზე იქნება. ზოგადად, თავისუფალ სივრცეს თავისუფალი ადამიანები ქმნიან, თავისუფალი კი ისაა, ვინც სტერეოტიპების მონა არ არის და, მიუხედავად ყველაფრისა, თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0