ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები

© photo: courtesy of Natia Merabishviliყავით დახატული ოტია იოსელიანი
ყავით დახატული ოტია იოსელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მოსკოვში მცხოვრებ ნიჭიერ მხატვარს ნათია მერაბიშვილს გაგაცნობთ.

მოსკოვში დღეს ცხოვრობს მხატვარი, რომელიც, გარდა იმისა, რომ მოდერნისტულ ნახატებს ფერწერისა და გრაფიკის ტრადიციული გზით გამოსახავს, საოცარ პორტრეტებს ქმნის ყავისა და თაფლის ნაზავით. გარდა ამისა, უჩვეულო კომპოზიციებს, თქვენ წარმოიდგინეთ, DVD დისკებით აწყობს. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ. მხატვარს მოსკოვში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილი
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილი

– ქალბატონო ნათია, სანამ ასეთ საოცარ ნახატებს შექმნიდით, მანამ თქვენ ცხოვრებაში, ბუნებრივია, შთაბეჭდილებები ილექებოდა...

– ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოში გატარებული სტუდენტობის წლები იყო. განსაკუთრებით ის დრო, როცა ქვაზე მუშაობას ვსწავლობდი. ჩემ ოჯახში პირველი მხატვარი ვარ. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, სახვით ხელოვნებაში სხვადასხვა თემატურ რაიონულ ტურებზე გავდიოდი. სამჯერ ავიღე პირველი ადგილი. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, რაც ხის, ქვის, ლითონისა და სხვადასხვა მასალათა მხატვრული დამუშავების საქმის ცოდნას გულისხმობს.

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილის შემოქმედება
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილის შემოქმედება

– მოდით, ჯერ პორტრეტებზე ვისაუბროთ, პირველად ვისი პორტრეტი დახატეთ?

– პირველად მამის პორტრეტი დავხატე. საერთოდ, მოდერნიზმის სტილში ვხატავ. ჩემი ნამუშევრების გამოფენები ძირითადად რუსეთში იყო, კერძოდ, პოდოლსკში და მოსკოვში. მქონდა შემოთავაზება იტალიიდან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იქ გამგზავრებას დღემდე ვერ ვახერხებ. ცნობილი პიროვნებები, რა თქმა უნდა, ნატურით არ მყავს დახატული. უამრავი მწერლის, მსახიობისა და მომღერლის პორტრეტი მათივე ფოტოებიდან მაქვს შესრულებული. მათ შორის არიან ოტია იოსელიანი, გივი ბერიკაშვილი, მარკუს მეტრეველი, გოჩა ჭაბუკაიძე, ვახტანგ კიკაბიძე და სხვები...

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილის შემოქმედება
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილის შემოქმედება

– როგორ ქმნით ჩვეულებრივი DVD დისკებით ასეთ ნამუშევრებს?

– თქვენს მკითხველს მინდა ავუხსნა, რომ ეს ნახატი არ არის, ბარელიეფია. იგი ძალიან რთული მოსამზადებელია და დიდ შრომას მოითხოვს. ყველაზე შთამბეჭდავი პირადად ჩემთვის იყო ნამუშევარი, რომელსაც „ჯვარცმა“ ჰქვია. მის დასამზადებლად დისკები მოზაიკის პრინციპით ავაწყვე. ამ ნამუშევარს მთელი თვე, დღე და ღამე ვაწყობდი. ეს იყო რთული პრაქტიკული პროცესი. მილიმეტრებში გათვლილ DVD დისკებს პინცეტით ვაძლევდი ფორმას. ბევრი მცდელობაა საჭირო, სანამ ზუსტად არ დაემთხვევა ზომასა და ფორმას. მე ამით დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. DVD დისკებს ვჭრი და მათ უკვე გამოძერწილ ფორმებზე ვაწყობ.

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილის დახატული ალენ დელონი
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილის დახატული ალენ დელონი

– ჩვეულებრივი ყავის ნალექით ხატვის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

– დიახ, ყავითაც ვხატავ. როგორ მოხდა ეს? – ერთხელ ყავაში თაფლი გავაზავე, ავიღე ფუნჯი და რატომღაც ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების ცნობილი გმირი დათა თუთაშხია გამოვსახე. ეს იყო სრული იმპროვიზაცია. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ყავით ქვეცნობიერად იესო გამოვსახე, საოცარი შეგრძნება მქონდა იმ დროს...

© photo: courtesy of Natia Merabishviliყავის ნალექით დახატული პიკასო
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ყავის ნალექით დახატული პიკასო

– თქვენი ნახატებიდან ასე ჩანს, რომ გარეგნულად მშვიდი და შინაგანად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ, ასეა?

– ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. ისეთი ენერგია მაქვს, რომ ვინც მეც მახარებს, ჩემგანაც შესაბამისად დადებითი ენერგია მიდის მისკენ, მართლა ვამბობ, ამას ისე ვერ ვხსნი, როგორც საჭიროა... დღეს ძალიან მაკლია გულწრფელი ურთიერთობები, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. ჩვენი სიცოცხლე დედამიწაზე გარკვეული დროით განისაზღვრება და ამიტომ ცხოვრებაში სულ მაღელვებს დროის ფაქტორი, ის არასოდეს მყოფნის.

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილის შემოქმედება
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილის შემოქმედება

– როგორია თქვენი სიტყვიერი პორტრეტი „ოჯახურ ინტერიერში“?

– მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. როცა მეუღლემ პირველად დამინახა, მას შემდეგ ჩემთან დაახლოების არაერთი მცდელობა ჰქონდა. ერთმა მცდელობამ გაუმართლა და ჩვენ დავახლოვდით... შეხვედრის დროს ვუთხარი, მე ხელოვნებას მივყვები და ასეთ ადამიანს თუ მიიღებ–მეთქი. ახლა ბედნიერი ვარ და ჩემ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. ხელოვნების გზაზე მიმავალს მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას და ამის გამო მისი ძალიან მადლიერი ვარ.

© photo: courtesy of Natia Merabishviliნათია მერაბიშვილის შემოქმედება
ყავის ნალექით შექმნილი საოცარი ნახატები და DVD დისკებით აწყობილი კომპოზიციები - Sputnik საქართველო
ნათია მერაბიშვილის შემოქმედება

– თქვენ ერთ ნახატს ჰქვია “გამოსავალი", რაში ხედავთ მას?

– გამოსავალი მხოლოდ ლოცვა და უფალია... როცა ზოგიერთებს ვუყურებ, მიკვირს, საიდან აქვთ ამდენი ამბიცია? ისინი ხომ ქვეყანაზე დროებით მოვლენილი სტუმრები არიან?! თავმდაბალი ადამიანი პირადად ჩემთვის ძალიან ღირებულია. სამყაროში მთავარია უბრალოება და სიყვარულის ნიჭი. კიდევ – ხელოვნება, როცა შეგიძლია ის გადმოსცე, რასაც გრძნობ. არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენი არსებობა დედამიწაზე მარადიული სამყაროსკენ წუთიერი გასეირნებაა...

ყველა ახალი ამბავი
0