მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული

გამოწერა
ნახატებში და ცხოვრებაშიც ის მარადიული გაზაფხულია, რაც ადამიანს ყველა ასაკში ავსებს სითბოთი და სიყვარულით...

მარი ლელაშვილი - მხატვარი, ფერმწერი, მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში. მას ეკუთვნის სათნოების სახლისთვის „კათარზისი“ შექმნილი პირველი ემბლემა. დაჯილდოებულია თბილისის მერიის სიგელით სახვით ხელოვნებაში. ფერწერის პარალელურად ვირსალაძის სამხატვრო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. როგორც გამორჩეულ მასწავლებელს 2013 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ჯილდო გადასცეს. მისი ნამუშევრები საქართველოს გარდა ესპანეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და ისრაელში კერძო კოლექციებშია...

ეს რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, ამ მშრალი ფაქტების მიღმა კი ემოციური და მგრძნობიარე ადამიანია, რაშიც თავად დარწმუნდებით...

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილი
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილი

-ქალბატონო მარი, რთულია დღეს იყო მხატვარი და თანაც, წარმატებული?

-გააჩნია რას ვიგულისხმებთ წარმატებულში, თუკი საზოგადოების ფართო წრეებში ცნობადობას ვიგულისხმებთ, როგორც საქართველოში  ისე მის ფარგლებს გარეთ არც ისე მარტივია. დღევანდელ, ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში და მომრავლებულ „შემოქმედ ადამიანებში“. უფრო რთულია იყო წარმატებული შენი საყვარელი საქმის კეთებისას, ასწავლო მოზარდებს ბუნების, სილამაზის, სიკეთის, სიყვარულის ფერთა საშუალებით გადმოცემა და ამასთანავე იყო მათი ტოლი და მასწავლებელი, ასევე ხატო და მიიღო გამოფენებში მონაწილეობა...  ვფიქრობ, საყვარელი საქმით ბავშვების სიყვარულის დამსახურება უფრო დიდი წარმატებაა. ყველაზე ღირებული ჩვენთვის იყო გამოფენებში გენიოსი ქართველი მხატვრების: ედმუნდ კალანდაძის, გოგი თოთიბაძის, გ. თოიძის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გვერდით, ცისფერ გალერეაში ჩემი ნახატების გამოფენა იყო. 

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილის ნამუშევარი
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილის ნამუშევარი

- ამ ნახატებში მარადიული გაზაფხულია, ხატვის გარდა ყველაზე დიდი ემოცია რას მოაქვს თქვენთვის?

- ყოველთვის მიტაცებდა ყვავილები, ნატურმორტები და პეიზაჟები, ადრეც და დღესაც ყვავილების არა მარტო ხატვა მიყვარს, არამედ მათი მოვლა და გამრავლება. მიტაცებდა იმიტომ, რომ ამ თემაში შეიძლება სრულად აითვისო და გადმოსცე ფერწერისა და ფერთა პალიტრის ყველა საშუალება. ყველაზე დიდი ემოცია ისევ ყვავილებს მოაქვს, ამჯერად მათ ხატვას არ ვგულისხმობ. ცოცხალი ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია და ეს დღემდე იცის ჩემმა მეუღლემ. ხანდახან ვფიქრობ, ცოტა იაფად ხომ არ გამოდის?... ვიხუმრე...  ყვავილებს კიდევ რაღაცეებიც მოყვება ხოლმე. ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს, ჩემი სახლის ნახევარი ალბათ ყვავილებს უკავია. ახლობელი ადამიანებივით არიან.. გაზაფხულობით და ზაფხულობით ხშირად ბუნებაში გავდივარ, როცა მინდორი ყაყაჩოებითა და გვირილებითაა სავსე.

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილის შემოქმედება
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილის შემოქმედება

- სახლში კი მარადიული გაზაფხული გაქვთ...

-როცა ზამთარია ცივა და ყველა ჩაფუთნული დადის, ჩემს სახლში მაშინაც გაზაფხულია და ყვავილები.. ჩემთვის მწვანე ფერი ემოციაცაა და ის მუხტი, რაც სიცოცხლეს მილამაზებს. მინდა ყველა ადამიანის სულში და გულში სითბო და მწვანე ფერი იყოს ამობიბინებული. ასე ვხედავ სამყაროს და ჩემს მოსწავლეებსაც ასე ვეუბნები, რომ სიამოვნება როცა ყოველთვის სიყვარულს გრძნობ. ესაა ალბათ ის, რის გამოც ჩემს საქმეს ასე სუფთად ვუდგები.

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილის ნამუშევარი
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილის ნამუშევარი

- მოსწავლეები ახსენეთ და ხატვას დიდი ხანია ასწავლით?

- უკვე 33 წელია რაც პედაგოგი ვარ. ყველა ასაკის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ეს ყველაფერი საიდან დაიწყო იცი? ჩემი მეგობრის ბავშვთან დავიწყე მუშაობა და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ბავშვმა პირველი ორი გაკვეთილის მერე გამოაცხადა, რომ აღარ მოვიდეს მეტი მარიკა, დავიღალეო. როცა მეორედ მივედი ისევ გამიმეორა ეს ფრაზა, მაშინ მივუტრიალდი და ვკითხე: აბა, რა გინდა რომ დავხატო მეთქი? აი, ამის მერე ყველაფერი სხვანაირად წავიდა. იმ ბავშვმა ცოტა ხანში გამომიცხადა, რომ მე შენი მეჯვარე ვიქნებიო, მაშინ გამეცინა. დღეს მან უკვე აკადემია დაამთავრა თავად აქვს ბავშვებთან ურთიერთობა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოთხი დღის წინ ჯვრისწერის ცხრა წლისთავი მქონდა. რაც მთავარია, ეს პატარა გოგო-მოსწავლე, ჩემი მეჯვარე მართლა გახდა.. იმდენად სიყვარულით მოვეკიდეთ ერთმანეთს, რომ ეს უკვე 26 წლისაა და ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ასე რომ, პატარა მარიამი გახდა იმის საწყისი, რომ სხვა ბავშვებთანაც გამეგრძელებინა ურთიერთობა როგორც მასწავლებელს.

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილი
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილი

-თავის დროზე თქვენ სათნოების სახლისთვის „კათარზისი“ პირველი ემბლემა შექმენით...

- მოგეხსენებათ, „კათარზისი“ 1990 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი ზაურ ალადაშვილი გახლავთ. ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოიშვა სათნოების სახლის ლოგოს იდეა, ვინაიდან ზაური ფილოლოგია და მე მხატვარი, შევჯერდით იმ ვარიანტზე, რაც მაშინ დამტკიცდა. ეს ლოგო „წმინდა ნინოს ჯვრის“ და ასომთავრული „კ“ ასო-ბგერის შერწყმას წარმოადგენს.

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილის ნამუშევარი
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილის ნამუშევარი

-გაიხსენეთ ნახატი, რომელსაც უჩვეულო ისტორია აქვს...

-ეს არის ნახატი „პიკნიკზე“. მისი შექმნის ისტორია ასეთია: ქალაქგარეთ ვიყავით გასული და ძველ მეგობრებთან ერთად გვახლდა რამდენიმე ახალი გაცნობილიც, სწორედ იმ პიკნიკზე ვიპოვე ჩემი სიყვარული... იმ ნახატში პიკნიკის თემაა და დეკორშია გაკეთებული. მაშინ პიკნიკზე იმდენად გავერთეთ, რომ ჩემს თმებში საიდანღაც ასკილის ლამაზი ყვავილი აღმოჩნდა. როცა მოვედი აზრზე, მოვიკითხე-ნეტავ, საიდან აღმოჩნდა ეს ყვავილი ჩემს თავზე მეთქი?- ეს ჩემი დღევანდელი მეორე ნახევარი აღმოჩნდა- ფოტოზეცაა დაფიქსირებული.

© photo: courtesy of Art Mary Lelashviliმარი ლელაშვილი მოსწავლეებთან ერთად
მარადიული გაზაფხული სახლში და ხელოვნებაში-პიკნიკზე ნაპოვნი სიყვარული - Sputnik საქართველო
მარი ლელაშვილი მოსწავლეებთან ერთად

-სამყაროს ფერები რომ არ გახუნდეს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?

-სიყვარული არ უნდა დაკარგო და ყალბი არ უნდა იყო. ყოველდღიურად არ უნდა მოაკლოთ ერთმანეთს სიურპრიზები, ამაში მარტო საჩუქრები არ შედის. სულ ახალი-ახალი კუთხით უნდა მიაწოდო საკუთარი თავი ერთმანეთს. შეგრძნებების ამ სამყაროდან რომ არ გამოხვიდე ადამიანი-ზოგჯერ ზღაპრებსაც ვიგონებთ და ვყვებით ხოლმე... ვფიქრობ, ცხოვრების გაფერადება სულიდან იწყება, თუკი სული ხალისიანია და გონება სუფთა, გარემო ყოველთვის მხიარულ ფერებშია. ხელოვნება კი სხვადასხვა შემოქმედებითი საშუალებებით ამ ლამაზი ფერების და განწყობის სხვა ადამიანებისათვის გადაცემაა...                                             

ყველა ახალი ამბავი
0