საქართველოში დაბრუნებული ვარსკვლავის ბავშვობის ოცნება და მისი ცხოვრების მთავარი სიტყვები

© photo: courtesy of Manana Todadzeმანანა თოდაძე
მანანა თოდაძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
იყო დრო, როცა ამ მომღერლის მიერ სცენაზე შესრულებულ სიმღერას თბილისში ლამის ყველა შეყვარებული მღეროდა.

თავად მას უკვე სათვალავი აერია, რამდენჯერ მოირგო ფილარმონიის დიდ სცენაზე ქეთევანის როლი ყველაზე პოპულარულ ქართულ მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტებზე განსაკუთრებული მონაცემების მქონე მომღერლის მოსასმენად თაყვანისმცემელთა მთელი არმია დადიოდა...

ნიჭიერი მანანა თოდაძე საესტრადო, ჯაზურ და კლასიკურ ნაწარმოებებს ერთნაირი წარმატებით ასრულებდა. მაყურებლის სიყვარული და გულწრფელი რევერანსი იყო ის, რომ გასულ წელს საქართველოში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მომღერალი უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს.

© courtesy of Manana Todadzeმანანა თოდაძე
საქართველოში დაბრუნებული ვარსკვლავის ბავშვობის ოცნება და მისი ცხოვრების მთავარი სიტყვები - Sputnik საქართველო
მანანა თოდაძე

– ქალბატონო მანანა, როგორ ცხოვრობდა ნიჭიერი მომღერალი მოსკოვში და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი რა გახდა? 

– გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ მოსკოვში ცხოვრების 20 წლის მანძილზე საქართველოს ვემსახურებოდი. ჩემი რეპერტუარის 80% ქართული სიმღერებისგან შედგება. ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, რომ ქართული მუსიკა და სიმღერები იქ ყველას მოსწონდა. დღეს არა მარტო მოსკოვში, მოგზაურობა და გამოსვლა ევროპის ქვეყნებშიც მიწევს. ბოლო ერთი წელი საქართველოში იმიტომ ვარ, რომ მომზადდა გრანდიოზული კონცერტი ცოცხალ ორკესტრთან ერთად, რომელსაც სათავეში უნიჭიერესი პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი ედგა. კონცერტის მომზადებას დასჭირდა დიდი დრო. ვარსკვლავის გახსნა და ეს გრანდიოზული კონცერტი 2018 წლის 27 მაისს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა.

© photo: courtesy of Manana Todadzeმანანა თოდაძე თემურ თათარაშვილთან ერთად
საქართველოში დაბრუნებული ვარსკვლავის ბავშვობის ოცნება და მისი ცხოვრების მთავარი სიტყვები - Sputnik საქართველო
მანანა თოდაძე თემურ თათარაშვილთან ერთად

– ბავშვობა საქართველოში გაატარეთ, ამბობენ, ბიჭები, თურმე, თქვენ გამო ჩხუბობდნენო, მართალია?

– ბავშვობიდან ვმღერი და სკოლაში თავისთავად პოპულარული და ყურადღებით გათამამებული ვიყავი. ბიჭები დიდ ყურადღებას იჩენდნენ და ჩემ გამო ჩხუბებიც მართლა ხდებოდა. მგონი ყველა გოგოს უხარია, თაყვანისმცემლები რომ ჰყავს და გამონაკლისი არც მე ვიყავი, მაგრამ როგორც კი გავიგებდი ვინმეს მოვწონდი, მაშინვე მეკარგებოდა მის მიმართ ინტერესი და უკარება და დაუნდობელი ვხდებოდი.

© photo: courtesy of Manana Todadzeმანანა თოდაძე რომში მოგზაურობის დროს
საქართველოში დაბრუნებული ვარსკვლავის ბავშვობის ოცნება და მისი ცხოვრების მთავარი სიტყვები - Sputnik საქართველო
მანანა თოდაძე რომში მოგზაურობის დროს

– ქართულ ესტრადასთან დაკავშირებული ცხოვრების რომელი პერიოდი „გახსენებთ“ ყველაზე ხშირად თავს?

– ჩემთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდი ანსამბლ "ივერიაში" მოღვაწეობაა. იყო წარმატებები და დიდი სიყვარული, რომელიც, საბედნიეროდ, დღემდე მომყვება. უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი მაყურებლის, რომელიც დღემდე ჩემი და ანსამბლ "ივერიის" ერთგულია. თამამად ვიტყვი, რომ ამ ხნის მანძილზე ჩვენ მიმართ ინტერესი და სიყვარული არ განელებულა.

© photo: courtesy of Manana Todadzeმანანა თოდაძე თემურ წიკლაურთან ერთად
საქართველოში დაბრუნებული ვარსკვლავის ბავშვობის ოცნება და მისი ცხოვრების მთავარი სიტყვები - Sputnik საქართველო
მანანა თოდაძე თემურ წიკლაურთან ერთად

– როგორც გავიგე, სამართლიანობის გრძნობა გენეტიკურად გადმოგეცათ მამისგან, რომელიც ადვოკატი იყო...

– ბავშვობიდან მქონდა ოცნებად, რომ მამის კვალს გავყოლოდი და ადვოკატი გავმხდარიყავი, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზაზე დამაყენა და სხვა პროფესია ამარჩევინა. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, ის, რაც, ეტყობა, გენებში მიზის, მაინც არ მასვენებს, ამიტომ უსამართლობას ვერ ვეგუები. მნიშვნელობა არა აქვს, ახლობელია თუ შორებელი, თუ საჭირო გახდა, ყველას აუცილებლად დავიცავ და გვერდით დავუდგები, რადაც არ უნდა დამიჯდეს...

– თქვენი ვარსკვლავი სცენის კაბადონიდან ფილარმონიის წინ „დაეშვა“...

– ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია. ეს არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც შენი ქვეყანა გაფასებს, შენს ხალხს უყვარხარ და შენი შრომა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ასე ფასდება. ვფიქრობ, ეს უფლის დიდი საჩუქარია.

– რომელია სიმღერა, რომელსაც მარტო დარჩენილიც სიამოვნებით მღერით?

– ჩემთვის ყველა სიმღერა, რაც კი შემისრულებია, ძალიან ძვირფასია. ისინი ჩემი შვილები არიან, რადგან ჩემთვის შეიქმნა სიმღერების ის დიდი არმია, რომელიც დღემდე მომყვება და ჩემი საყვარელი მაყურებელი მათ დღემდე სიამოვნებით უსმენს. როცა ჩემთვის ვარ და რომელიმე სიმღერის ღიღინის სურვილი მიჩნდება, რატომღაც მახსენდება და ვმღერი სიმღერას ქეთევანისა და ზაქარას დუეტიდან "გეფიცები, დღეს პირველად ვმღერივარ"...

– ვიცი, რომ ნოსტალგია ძალიან გაწუხებთ ხოლმე...

– იცით, სადაც უნდა ვიყო, სიზმარში სულ საქართველოში ვარ. სულ მენატრება და განვიცდი, თუ საქართველოდან შორს ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქ რაიმე ცუდი ხდება ხოლმე, ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. როცა შენი ქვეყნიდან შორს ხარ, სიყვარულიცა და ტკივილიც ორმაგად გამძაფრებულია...

– რომელია თქვენი ცხოვრების სამი მთავარი სიტყვა?

– ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვებია უფალი, ოჯახი და საქართველო!

 

ყველა ახალი ამბავი
0