მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვის ნამუშევრები
მარი მარქაროვის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღეს უკვე ბევრი საინტერესო ხელნაკეთი ნივთი იქმნება. ჩვენც ვცდილობთ დროდადრო გაგაცნოთ მათი შემქმნელები და მოგიყვეთ, რამხელა სიყვარულს, შრომას და ენერგიას დებენ ისინი თითოეულ ნამუშევარში.

მარიამ მარქაროვს პროფესიულ დონზე აქვს ათვისებული ფერადი მინა, რომლითაც სამკაულს, აქსესუარებს, ინტერიერის დეკორაციას და სხვა უამრავ ნივთს ამზადებს. მის ნამუშევრებში თითოეული კომპოზიცია, ფორმა არ მეორდება და ექსკლუზიურ ნაკეთობას წარმოადგენს.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვა
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვა

– სამი წლის წინ დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ვარ მინის მხატვრული დიზაინერი. აკადემიის დამთავრების შემდეგ დავაარსე ბრენდი „პავონე“ და ამ სახელით მაქვს წარდგენილი ჩემი ნამუშევრები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმე არის ჩემი ჰობი, რომლის კეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფაქტიურად მთელ ჩემ დროს ამ საქმეს ვუთმობ, ამაზე ვფიქრობ და, პრინციპში, ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევრები
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევრები

– ამბობთ, რომ ეს საქმიანობა არის თქვენი ჰობი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, როგორ ფიქრობთ, ამან თქვენ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა?

- რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა შენი საქმე გიყვარს, შეგიძლია ყოველ წუთს ამაზე იფიქრო, ამით იყო დაკავებული და თან ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებდეს. ამ დროს დაღლაც სასიამოვნოა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევრები
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევრები

– რა ნივთებს მოიცავს თქვენი ხელოვნება?

– ბოლო რამდენიმე წელია ძირითადი აქცენტი გადავიტანე სამკაულებზე და აქსესუარებზე, თუმცა ვმუშაობ დიდი ზომის ნამუშევრებზეც. ვაკეთებ ვიტრაჟებს, ქანდაკებებს, სხვადასხვა სახის დეკორაციებს, სარკეებს. ვცდილობ მინა ინტერიერშიც შევიტანო, თუმცა მოთხოვნა ძირითადად მაინც მცირე ზომის ნივთებზეა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევრები
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევრები

– ალბათ არც ისე იაფი ღირს მინის ნაკეთობა. მცირე ნივთებზე მოთხოვნა ფასიდან გამომდინარეა?

– რა თქმა უნდა, ფასსაც აქვს მნიშვნელობა. ხშირად არის შემთხვევა, როცა მომხმარებელი მოდის, ყველაფერი ძალიან მოსწონს, მაგრამ თანხაშია შეზღუდული. ხშირად საჩუქრად ყიდულობენ, ამიტომ უპირატესობას მცირე ზომის ნივთებს ანიჭებენ. ჩემი ნაკეთობები ძალიან პოპულარულია ტურისტებში. მათგან ხშირად გამიგია, რომ ეშინიათ ტრანსპორტირების, ამიტომ ისინიც ძირითადად მცირე ზომის ნაკეთობებს ყიდულობენ, რომ გზაში არ დაუზიანდეთ.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევარი
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევარი

– რა თვისებები გააჩნია მინას და რამდენად საინტერესოა ამ მასალაზე მუშაობა?

– მინაზე მუშაობა რთულია, თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო. ნამუშევრის შესაქმნელად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა. ეს ეტაპები უკავშირდება მინის დაჭრას, ფორმების გამოყვანას, აწყობას, ღუმელში გამოწვას და ა.შ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მინას ძალიან ბევრი შესაძლებლობა და მიმართულება აქვს. ხან ვფიქრობ, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. სწორედ ეს ხდის მას საინტერესოს.

სხვადასხვა ნაკეთობის შესაქმნელად სხვადასხვა ტექნოლოგიაა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი რამ არ გვაქვს. იგივე მინის ამობერვა, რომელიც ძალიან ცნობილია მსოფლიოში, საქართველოში არ გვაქვს. სივრცობრივი ნაკეთობის გასაკეთებლად გვიწევს სხვადასხვა გზების გამონახვა და ბრტყელი დეტალებით 3D-ს აწყობა.

© photo: courtesy of MGM Art Glassმინის ამობერვის პროცესი, ამერიკა
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მინის ამობერვის პროცესი, ამერიკა

– ფერებთან მიმართებაში თამამი ხართ? როგორი ფერი ჭარბობს თქვენ ნამუშევრებში?

– მინა ისეთი მასალაა, რომ ფერი ძალიან უხდება. ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი ფერი გამოვიყენო და ერთმანეთთან შევახამო ისე, რომ საინტერესო იყოს.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას შემოქმედება
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას შემოქმედება

– რამდენად დიდხანს ძლებს მინის სამკაული და რა შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს, ან დაიმსხვრეს?

– მინის სამკაულს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. არც ადვილად მსხვრევადი არ არის. უკეთესია მინა არ მოხვდეს წყალში, რომ ფერი და მბზინვარება არ დაკარგოს.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას შემოქმედება
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას შემოქმედება

– ყველაზე რთული ნამუშევარი გაიხსენეთ...

– ყველაზე რთული ნამუშევარი არის პანო, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ვიტრაჟის დეტალებს, არამედ ბარელიეფს, თიხის, ფაიფურის დეტალებს და სხვა მასალებს. თუმცა მთავარი მასალა მაინც მინა იყო. შრომატევადი სამუშაო იყო, თუმცა ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევარი
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევარი

– გამოფენებში რამდენად ხშირად იღებთ მონაწილეობას?

– წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული და ხშირად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ გააცნო შენი თავი და ნამუშევრები ფართო საზოგადოებას. უკვე ორჯერ მქონდა პერსონალური გამოფენა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა.

წლების წინ ბევრი ვერ ცნობდა ჩვენ ნამუშევრებს, სულ გვეკითხებოდნენ რა ქვები იყო, რა მასალა იყო. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი იყო მინისგან დაგვემზადებინა ნაკეთობა. დღეს ყველაფერი შეიცვალა, გამოფენების, სოციალური ქსელების მეშვეობით მომხმარებელი გვცნობს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევრები
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევრები

– ალბათ თქვენ თვითონაც ხშირად იწონებთ თავს თქვენ მიერ შექმნილი სამკაულით.

– რა თქმა უნდა, და უბედნიერესი ვარ, როცა ეს შეუმჩნეველი არ რჩება და კომპლიმენტებს ვიღებ. ერთი განსაკუთრებული ნიშა, რაც აქვს ჩემ სამკაულს, არის ის, რომ ის არასოდეს მეორდება. ყველა არის ინდივიდუალური. რომც ვეცადო, ზუსტად იდენტური ნივთი მაინც არ გამოვა.

© photo: courtesy of Mari Markarovaმარი მარქაროვას ნამუშევარი
მინა როგორც სამკაული: ქართული ბრენდი დახვეწილი ადამიანებისათვის - Sputnik საქართველო
მარი მარქაროვას ნამუშევარი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ძალიან მიხარია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან გავაქტიურდით გამოფენების კუთხით. ახალი წლის შემდეგ თებერვლის თვე ცოტა პასიურია, ამიტომ მინდა ეს თვე გამოვიყენო, კარგად მოვემზადო გამოფენებისთვის, ბევრი საინტერესო ნამუშევარი შევქმნა და გაზაფხულიდან ისევ აქტიურად ჩავერთო გამოფენა-გაყიდვებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0