რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძე
ლილიანა მაისურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაჭა რაჭველებისთვის მშობლიური სამოთხეა, იქ პირველად ჩასული ტურისტისთვის კი - ნამდვილი აღმოჩენა

იყო დრო, როდესაც ონის რაიონი მთლიანად დაცლილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან, მაგრამ ჩვენი ისტორია სულ სხვანაირია და იმედიანი. ბოლო დროს ონის რაიონში ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდა და აქ სამუდამოდ დასახლდა.

მათ შორისაა მხატვარ-დიზაინერი ლილიანა მაისურაძე, რომელმაც ონში სახელოსნო დააარსა, სადაც ადგილობრივებს თექის ტრადიციულ ხელობას ასწავლის.

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძე ოჯახთან ერთად
რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია - Sputnik საქართველო
ლილიანა მაისურაძე ოჯახთან ერთად

ტრადიციული თექის ხელობა თავის დროზე ქეთი გაგნიძესთან შეისწავლა სახელოსნოში „ქართული თექა". ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაწერა პროექტი, რაც ონში თექის სახელოსნოს დაარსებას გულისხმობდა. მოგვიანებით ონის რაიონიდან, მშობლიური სამხატვრო სკოლიდან შემოთავაზება მიიღო, რასაც სიხარულით დათანხმდა და თექა-ბატიკის მასწავლებელი გახდა. ერთი წლის შემდეგ ონის კულტურის ცენტრში მხატვარ-დეკორატორად მუშაობა შესთავაზეს. 2014 წლიდან დღემდე იქ მუშაობს. მის სახელოსნოში დამზადებული რაჭული სუვენირები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძე
რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია - Sputnik საქართველო
ლილიანა მაისურაძე

– ლილიანა, როგორია დღეს რაჭაში ცხოვრება?

– ზემო რაჭაში დავიბადე და ერთი დღეც არ ყოფილა, ამით ბედნიერს რომ არ გამღვიძებოდა. აქაა ის, რაც ხელოვან ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება – ჰაერი, რომ თავისუფლად ისუნთქო და თავისუფლება, რომ ჰაერი ისუნთქო. აი, რა მაკლდა ქალაქში სტუდენტად წასულს. მაკლდა კავშირი მიწასთან, ცასთან, მთასთან, იმასთან, რაც ჩემია და მაცოცხლებს, მაძლევს ენერგიას და შთაგონებას, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. დიპლომის დაცვიდან მეორე დღესვე დავბრუნდი ონში, სადაც ოჯახის თბილი კერა მელოდა. ბავშვობიდან ძალიან მიჯაჭვული ვიყავი ოჯახთან, სახლთან და გულმაც მაშინვე აქეთ გამომიწია. ჩემდა საბედნიეროდ, აქ ჩამოსვლისთანავე მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემ აღმზრდელ სამხატვრო სკოლაში დამეწყო მასწავლებლად მუშაობა და პატარა მეგობრებისთვის გამოცდილება გამეზიარებინა. ამას მეორე სამსახურიც მოჰყვა ონის კულტურის ცენტრში და ასე ჩავერთე ჩემი კოპწია ქალაქის სამსახურში. შეძლებისდაგვარად ყველა დღესასწაულს ვალამაზებ და, რაც მთავარია, სხვებს ცოდნის მიღებაში ვეხმარები.

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძის შემოქმედება
რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია - Sputnik საქართველო
ლილიანა მაისურაძის შემოქმედება

– მოკლედ, რაჭაში თქვენი ედემი გაქვთ და ბოლო დროს, როგორც ვიცი, სასიკეთო ცვლილებებია ონში...

– აქ ოცნებაც მიყვარს და ვტკბები მისი ახდენის შედეგით – ჩემ სახელოსნო "ედენას" ვგულისხმობ. ეს სიტყვა "ედემს" ნიშნავს და სწორედ იქაა ჩემი ედემი. ისე, ეს მყინვარის სახელია, რომელიც ზუსტად შუა კავკასიონზეა და სამ მდინარეს, მათ შორის, დედა რიონს ასაზრდოებს. მალევე ჩემმა დამაც მომბაძა. ის ჩემზე კიდევ მეტად შეყვარებულია მზის ქალაქზე, სადაც უკვე ნასტუდენტარი დაბრუნდა და დღეს ონში ყველასთვის საყვარელი ქალაქის მერის რწმუნებულია. ძალიან მახარებს ბოლო წლების ტენდენცია, რომ არაერთი ონელი ახალგაზრდა დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და აქ ერთად ვქმნით ჩვენ მოსაწონ ონს! აქ ბევრი წარმატებული ახალგაზრდაა აღზრდილი, რაშიც დიდი წვლილი აქვს ჩვენ სკოლას. ონელი ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნიჭიერებით და, რაც მთავარია, ამ ადგილის უღალატო სიყვარულით.

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძის ნამუშევარი
რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია - Sputnik საქართველო
ლილიანა მაისურაძის ნამუშევარი

– ვიცი, რომ ადგილობრივები დაასაქმეთ, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, აქაურობას როგორ შეცვლიდით?

– ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აქ იმდენ სამუშაო ადგილს გავაჩენდი, რომ ყველა ონს მონატრებულ ადამიანს შეძლებოდა აქ დაბრუნება. რომ იცოდეთ ასეთი რამდენია, მგონი, აქ ვერც კი დავეტეოდით. ეს ის კუთხეა და ის ქალაქია, რომელსაც განსაკუთრებით სტკივა ადამიანებისგან დაცლით გამოწვეული სიმარტოვე... მეც, როგორც ერთმა უბრალო ონელმა ახალგაზრდამ, ერთი ნაბიჯი წავდგი ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველ გზაზე. ჩემი კერძო სახელოსნოს დაარსებით რამდენიმე უმუშევარი ქალბატონი დავასაქმე და ვფიქრობ, კიდევ გავფართოვდეთ...

© photo: courtesy of Liliana Maisuradzeლილიანა მაისურაძის ნამუშევარი
რაჭაში მოზამთრე ონელი „ბეღურები“ და რაჭული „ქუდუნეების“ თელვის ტრადიცია - Sputnik საქართველო
ლილიანა მაისურაძის ნამუშევარი

– თქვენ სახელოსნოში გაკეთებული რაჭული სუვენირები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი...

– ჩემი ფუსფუსა სახელოსნო არაერთ გამოფენასა თუ დღესასწაულზე ყველას აცნობს ონს. ჩვენ ვქმნით რაჭულ სუვენირებს, რომლებიც სხვაგან არსად კეთდება, ვცდილობთ რაჭული მოტივების შეტანით ჩვენი ნამუშევრები ყველასაგან გამოვარჩიოთ. მართლა სად აღარაა ისინი: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, გერმანია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ახალი ზერლანდია, ბელგია და ა.შ. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ აღვადგინეთ რაჭული ქუდუნეების თელვის ტრადიცია, ამით ბევრ აქედან წასულ რაჭველს გულუკა გავუხარეთ და ისინი ახლა ყველა შესაძლო შემთხვევაში თავს იწონებენ ამ ქუდუნეებით. აქ მოზამთრე ონელებს "ბეღურებს" გვეძახიან და ეს ხომ მართლაც ასეა. ჩვენ ვერასოდეს მივატოვებთ და ვერ გავაცივებთ ჩვენს ბუდეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0