როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliრეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი
რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი პოეტის და მეზღაპრის, შარლ პეროს მიერ კონკიას ისტორიაზე დაწერილი ზღაპარი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიუჟეტია მსოფლიოში, ის მრავალ ენაზეა თარგმნილი.

მასზე ბევრი მხატვრული თუ ანიმაციური ფილმია გადაღებული, დადგმულია ბევრ სცენაზე და დაწერილია არა ერთი მუსიკალური ნაწარმოები. სხვათა შორის პეროს ზღაპრებმა ხელი შეუწყო ამ ჟანრის განვითარებას არა მარტო ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში.

საქართველოშიც ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, კარგად იცნობენ ობოლ გოგონას, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს გაუმართლებს და ყველა ოცნება ერთად აუსრულდება. მისი ამბავი იღბლიანი ქალის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. გასაგებ მიზეზთა გამო, ეს ზღაპარი განსაკუთრებით საახალწლოდ აქტიურდება ხოლმე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, საახალწლოდ ქართველმა მაყურებელმა ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ საინტერესოდ წარმოდგენილი „კონკია“ იხილა. 

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliსცენა სპექტაკლიდან "კონკია"
როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "კონკია"

- ბატონო ლაშა, თქვენს სპექტაკლში ორიგინალისგან განსხვავებით ბევრი ცვლილებაა შესული...

-ეს ცნობილი საახალწლო ზღაპარი მსოფლიოს თითქმის ყველა სცენაზეა დადგმული, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ ის ცოტა განსხვავებულად წარმოგვეჩინა. მთლიანობაში სპექტაკლი სანახაობითი გამოვიდა. რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო მაყურებლისთვის, ისინი აქტიურად ჩავრთე სპექტაკლის მსვლელობაში. განსხვავებულად წარმოვადგინე მთავარი საკვანძო მომენტი: ჩემს სპექტაკლში როდესაც კონკიას ფეხსაცმელი კიბეზე დარჩება, მეფე გოგონას საძებნელად კაპრალსა და მარკიზთან ერთად დადის. ისინი სცენიდან პარტერში გადმოდიან და მაყურებელს აზომებენ ფეხსაცმელს - ანუ მათ შორისაც ეძებენ კონკიას. ეს სცენა საკმაოდ სახალისო გამოვიდა...

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliსცენა სპექტაკლიდან "კონკია"
როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "კონკია"

- გარდა მაგისა, რა არის თქვენს „კონკიაში“ განსხვავებული?

- მაყურებელი სპექტაკლში კონკიას კაბის არჩევაშიც ერთვება. ჩვენი გმირი მათთან შეთანხმებით გადაწყვეტს თუ რომელ კაბას ჩააცმევს ფერია. სპექტაკლის დასაწყისში სამეჯლისო დარბაზის რემონტი დასასრულს უახლოვდება და სანამ არ დასრულდება მასში მეფესაც არ უშვებენ. რემონტს კი ფერია კურირებს, მთავარი არქიტექტორი მისი პაჟია - ეს მომენტი ერთგვარად გაშარჟებულია. მოულოდნელი აღმოჩნდება მაყურებლისთვის ის ფაქტიც, რომ ჩვენი კონკია მეჯლისზე ვალსის გარდა ბუგი-ვუგისაც ცეკვავს.

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliსცენა სპექტაკლიდან "კონკია"
როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "კონკია"

- და მაინც, როგორ ხსნით იმ ამბავს, რომ ოთხი საუკუნის წინ დაწერილი ეს ზღაპარი დღესაც აქტუალურია და თანამედროვე ბავშვებსაც ასე უყვარს?

-აქტუალური ალბათ უამრავი რამით არის, პირველ რიგში იმით, რომ გვასწავლის ელემენტარულ რამეს: თუკი თავმდაბალი, კეთილი, პატიოსანი და დაუზარელი იქნები - ამისთვის ბედი აუცილებლად დაგაჯილდოვებს. ალბათ ყველა გოგოს სურს, რომ კონკიას ბედი გაიზაიროს, ყველა ოცნებობს ამაზე, ოცნება კი, ახალ წელთანაა ძირითადად დაკავშირებული. ალბათ მოზრდილ ცხოვრებაშიც გვინდა, რომ გვერდით გვყავდეს ფერია, რომელიც სურვილებს აგვისრულებს. ოღონდ ამის წინა პირობა- ჩვენი ცხოვრების წესი და სიკეთეა, მართლაც ასე რომ იყოს, მაშინ წარმოიდგინეთ, როგორი ჰარმონიული იქნებოდა სამყარო...

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliსცენა სპექტაკლიდან "კონკია"
როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "კონკია"

- თქვენ მოზარდთა სტუდია „თეატრალის“ ხელმძღვანელიც ხართ, რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

- ტრადიციულად თეატრალებთან ერთად, ყოველ შობას, ხაშმის სამების დედათა მონასტერში ვხვდებით ხოლმე. ეს მონასტერი სოფლიდან რვა  კილომეტრითაა დაშორებული. ჩვენ იქ კარვებით ავდივართ და კოცონით ვთბებით. იქ ყველაზე მეტად გრძნობ ღმერთს, საკუთარ ძალასა და რწმენას.

© photo: courtesy of Lasha Gogniashviliსცენა სპექტაკლიდან "კონკია"
როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "კონკია"

- თქვენი სპექტაკლიდან რაიმე ფრაზით ხომ ვერ მიმართავთ ჩვენს მკითხველს?

-სპექტაკლის ფინალში, მეფე ჭიშკარს რომ დაკეტავს, მაყურებელს ასე მიმართავს: ვერანაირი კავშირი და ტყუილი ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ბროლის ფეხსაცმელი მოირგოთ, იყავით კონკიასავით გულმართალი, ნუ იტყვით ტყუილს და ბედი ამისთვის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ...

ყველა ახალი ამბავი
0