უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზის ნამუშევარი
სოფია ვარაზის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ მხატვარი რომ გამხდარიყო, ამის ერთგვარი გენეტიკური „ვალდებულებაც“ კი ჰქონდა, რადგან ცნობილი ხელოვანის, ავთო ვარაზის შთამომავალია.

ის არა მარტო მის გზას გაჰყვა, მხატვრობაში სხვებისგან გამორჩეული საკუთარი ფერები და ხელწერაც იპოვა. ახლა ნიჭიერი მხატვარ-გრაფიკოსის, სოფიო ვარაზის უჩვეულო პერსონაჟებით დასახლებულ სამყაროს ვეწვევით.

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზი

- ქალბატონო სოფიო, ალბათ რთულია ასეთი წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა?

-დიახ, ნამდვილად ასე იყო, ავთოს სახელი სულ თან დამყვებოდა ნიკოლაძეში და სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროსაც, რადგან როცა ჩემს გვარს იგებდნენ, ყველა მეკითხებოდა: ავთოსი ვინ ხარ?". მეც ვპასუხობდი და სულ ვგრძნობდი, რომ ავთოს სახელი ბევრ რამეში მეხმარებოდა. თუმცა მინდოდა, რომ მე-მე ვყოფილიყავი და არა ავთოს შთამომავალი. ვგრძნობდი და სულ ვბრაზდებოდი როდესაც ავთოს ხათრით მიწერდნენ ნიშნებს, არ მინდოდა, რომ ჩემი მეობა დამეკარგა. ბავშვობიდან ვხატავდი და ყოველთვის ვიცოდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. მიხაროდა, რომ ფერმწერი არ ვიყავი, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდებოდა ავთოს ჩრდილიდან გამოსვლა და ყოველთვის მას შემადარებდნენ.

ავთო ვარაზი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
ავთო ვარაზი

- პირველად როდის არ მოგასვენათ გენებმა?

- რაც თავი მახსოვს, სულ არ მასვენებს, ანუ ბავშვობიდანვე მოყოლებული, როგორც კი ხელში ფანქარი დავიჭირე სულ ვხატავ. ოჯახში ორივე მხრიდან ყველა ხატავს, მაგრამ მხატვარი მარტო მე გამოვედი. ხშირად მეკითხებიან: რა სტილში ხატავო? არ ვიცი ამას რა ქვია...

- ხუმრობა რომ მოვიშველიო, ამ მიმართულებას შეიძლება მხატვრობაში სოფიზმიც დაერქვას?

- ოოო, ზუსტად, ეგაა. რა თქმა უნდა, მეც ვხუმრობ...

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზის ნამუშევარი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზის ნამუშევარი

- თუ გიფიქრიათ ასეთი უცნაური სამყარო და პერსონაჟები საიდან გაჩნდნენ თქვენს ხელოვნებაში?

- ვერ გეტყვით ინსპირაცია რა გახდა... როცა ხატვა დავიწყე ისინიც „გაჩნდნენ“, საიდან? - ალბათ კოსმოსიდან, ქვეცნობიერიდან, ზემოდან.. ეს იმპულსი თავიდანვე რომ წამოვიდა, მას შემდეგ არ გაჩერდა და არც მე გამაჩერა. ადრე სულ სხვანაირად ვხატავდი და ამ სტილამდე ნელ-ნელა მივედი და ჩამოვყალიბდი. ეს დაახლოებით 15-20 წლის წინ მოხდა და მერე ისე მომეწონა, რომ სულ ამ სტილში ვხატავ.

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზის ნამუშევარი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზის ნამუშევარი

- სიუჟეტები სიზმრისეული ხომ არ არის...

- სხვათაშორის, სიზმრები ძალიან უცნაური მაქვს, მაგრამ რასაც ვხატავ იქიდან არ არის...  როცა ვიწყებ ხატვას ეს სიუჟეტები და პერსონაჟებიც ალბათ სხვა სამყაროს დახმარებით მოდიან.

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზის ნამუშევარი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზის ნამუშევარი

- გჯერათ სხვა სამყაროს არსებობის?

- პარალელურის არა, სულიერი სამყაროს სამყაროების არსებობის კი მჯერა...

- რომელიმე ირეალურ პერსონაჟს რეალური ადამიანის სახე ხომ არ აქვს? 

- რაღაც რომ დამიხატავს მერე აღმომიჩენია, რომ ეს როგორ ჰგავს იმას მეთქი... ერთ ნახატში რატომღაც ჯულია რობერტსი ამოვიჩემე, იმ დროს ინგლისის დედოფალს ვხატავდი. არა კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟს, უბრალოდ, დედოფალს და მისი ხატვის დროს რატომღაც ჯულია რობერტსი გამომდიოდა. როცა სოციალურ ქსელში დავდე ის ნახატი, ერთმა მიაწერა, რომ რობერტსების გვარი ცნობილია, როგორც უძველესი რაინდული გვარიო. აი, ასეთი მისტიკური მომენტი „გამოხტება“ ხოლმე და თვითონ ხელი მიბიძგებს, რომ ასე ან ისე დავხატო. აბა, მე არაფერი მსმენოდა ჯულია რობერტსის საგვარეულო წარმომავლობაზე...

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზის ნამუშევარი
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზის ნამუშევარი

- ავთო ვარაზთან დაკავშირებით რაიმე მოგონებას ხომ არ გაგვიზიარებთ?

- ავთო ხშირად მოდიოდა ჩვენს სახლში სტუმრად, მაშინ რვა წლის გოგო ვიყავი. ჩემს მეხსიერებას შემორჩა მოკრძალებულად ჩაცმული მხატვარი, რომელსაც ყოველთვის კამფეტი მოჰქონდა ჩემთან. მახსოვს, როცა მეკითხებოდა რა დაგიხატოო, მე ვპასუხობდი: პრინცესა მეთქი... თუმცა, როგორც ჩანს, ამის დასახატად ვერ მოიცალა. ძალიან უჭირდა ცხოვრება, სამი შვილი ჰყავდა.

© photo: courtesy of Sofia Varaziსოფია ვარაზი თეა წულუკიანთან ერთად
უჩვეულო დამთხვევები სოფიო ვარაზის მხატვრობაში და წინაპრის ჩრდილიდან გამოსვლა - Sputnik საქართველო
სოფია ვარაზი თეა წულუკიანთან ერთად

-თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რომელი წიგნის დასურათებას ისურვებდით?

-ალბათ ვისურვებდი მომეხატა „ათას ერთი ღამე“ და შარლ დე კოსტერის „ტილ ულენშპიგელი"...

- და რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?

-სიამოვნებით ვიცხოვრებდი რენესანსის ეპოქაში...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0