„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeივენთი სახელწოდებით "ვარდების წვიმა"
ივენთი სახელწოდებით ვარდების წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანმა სულიერება მაშინ დაკარგა, როცა ბუნებას დაშორდა და ყოველივე ბუნებრივი უარყო. დღეს ჩვენში ისეთი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ადამიანი ქალაქიდან გარბის და ბუნების წიაღში სახლდება. ამით თითქოს დროებით მაინც, მაგრამ პირველ საწყისს უბრუნდება...

ასე იქცევა მსახიობი და ლანდშაფტის დიზაინერი ცირა ოქროპირიძე, რომელიც ქალაქისგან მოშორებით თავის ბაღში მეგობრებს იწვევს და ბუნებრივ გარემოში მოწყობილ ლამაზ დღეებს ჩუქნის. ტრადიციას არც ამ შემოდგომაზე უღალატა...

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeცირა ოქროპირიძე
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
ცირა ოქროპირიძე

– ცირა, დღეს ორი პროფესია გაქვთ, ძირითადი პროფესიით მსახიობი ხართ...

– დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, ქალბატონ ლილი იოსელიანის ჯგუფში ვიყავი. შემდეგ რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდით. ქალბატონ ლილისთან მუშაობა მართლა საოცრება იყო, მეორე ასეთი ადამიანი არც შემხვედრია. მასთან დაკავშირებით გავიხსენებდი საკურსო სპექტაკლს ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის მიხედვით „დრო და კონვეის ოჯახი", სადაც ქეის, ანუ მთავარ როლს ვთამაშობდი. მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე წელი დავყავი და იქ მხოლოდ მასობრივ სცენებში ვიღებდი მონაწილეობას. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გავიხსენებდი მსახიობ მალხაზ გორგილაძეს, რომელთან ერთად სცენაზე დგომა მომიწია.

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeმსახიობი ირმა გურიელი, რეჟისორი ნუგზარ ჩხაიძე და დიზაინერი გელა ცისკარაშვილი
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
მსახიობი ირმა გურიელი, რეჟისორი ნუგზარ ჩხაიძე და დიზაინერი გელა ცისკარაშვილი

– დღეს სხვა სფეროში ხართ, შეიცვალეთ პროფესია?

– დიახ, ლანდშაფტის დიზაინი შევისწავლე. ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული, ბევრი ადამიანის ეზო და სახლი მაქვს გალამაზებული. გატაცებული ვარ დენდროლოგიით, რომელიც მცენარეების ცოდნას მოითხოვს. ამ პროფესიისთვის აუცილებელია, რომ იცოდე, თუ რომელი მცენარე რომელთან ერთად ხარობს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანებს არ მოსწონთ ერთმანეთი. მცენარეებიდან ყველა ვერ იტანს ერთმანეთთან მეზობლობას. მაგალითად, ვარდი, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მცენარეა, პრაქტიკულად ვერც ერთ მცენარესთან მეზობლობას ვერ უგუება. თუმცა ლავანდასთან ტანდემში არაჩვეულებრივად ხარობს.

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeცირა ოქროპირიძე, დინი ვირსალაძე და ნინი ცაბაძე
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
ცირა ოქროპირიძე, დინი ვირსალაძე და ნინი ცაბაძე

– ვარდი თქვენ ბაღშიც დომინანტია...

– ჩემს ბაღში უამრავი ვარდია, მაგრამ არის გამორჩეული ჯიშის ვარდებიც. განსაკუთრებულად მიყვარს ფრანგი კოლექციონერის დელბარის ვარდები, გამოვარჩევდი მის იმპრესიონისტების სერიას, რომელიც განსაკუთრებული სურნელით და შეფერილობით გამოირჩევა. ვარდზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ვარდი იქაც კი ხარობს, სადაც მისი არსებობა სრულიად წარმოუდგენელია. არსებობს ვარდის სახეობა, რომელიც საჰარის უდაბნოს ქვიშაშიც კი ამოდის. სიცილიასა და საბერძნეთში კი ის კლდეებზეც იფურჩქნება. არის საოცარი ვარდი, რომელიც ალპების თოვლიან ადგილებში ხარობს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ნაპოლეონის ცოლის, ჟოზეფინას წვლილი მევარდეობის განვითარებაში. ნაპოლეონმა მას აჩუქა ბაღი, სადაც ჟოზეფინამ საოცარი ვარდები გააშენა. ევროპული მევარდეობის ისტორიაში ვარდების მეცნიერულ შესწავლას და ჰიბრიდიზაციას, ფაქტობრივად, მან ჩაუყარა საფუძველი.

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeცირა ოქროპირიძე
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
ცირა ოქროპირიძე

– რასაც ახლა აკეთებთ, ამაშიც არის რაღაც თქვენი პირველი პროფესიიდან, ანუ თეატრალური და სანახაობრივი...

– ყოველთვის მინდოდა, რომ ვარდის გამოყენებით რაღაც ზეიმი მომეწყო და მოვიფიქრე ივენთი სახელწოდებით „ვარდების წვიმა", რომლის სლოგანია „აავსე დედამიწა ვარდის სურნელით“. ჩვენ ქვეყანაში და ქალაქში საკმაოდ ბევრი ნეგატივია დაგროვილი. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე ქალაქის დაბეტონების პროცესი. „ისეთი განცდა მეუფლება, რომ ამდენი შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ - ეს ფრაზა ჩემი ერთი ლექსიდანაა. ქალაქში პრაქტიკულად აღარ არსებობს რეკრეაციული ზონები, რათა ადამიანმა ჟანგბადი ისუნთქოს. უნდა დავფიქრდეთ – რას ვუტოვებთ მომავალ თაობას? ჩემი ღონისძიებით მინდა ადამიანებს ვუთხრა: გიყვარდეთ ბუნება და ერთმანეთი, შეიყვარეთ და დააფასეთ ყოველი წუთი და წამი, ნუ გადაყვებით ყოფით მომენტებს და უფრო სულიერებაზე იზრუნეთ. რადგან ჩვენ მარტო ხორციელი არსებები არ ვართ, სულიც გაგვაჩნია... როდესაც ადამიანი სულიერებაზე ფიქრობს, მას არასოდეს გაუჩნდება განზრახვა, რომ ხე მოჭრას. როდესაც ჩემ წინ „გუდვილის“ მშენებლობა მიმდინარეობდა, მაშინ იქ მოჭრეს უამრავი ხე, რომელიც წლების მანძილზე იზრდებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი მინდოდა ამ ივენთით მეთქვა – ეს იყო სამყაროში ჩემი გზავნილი.

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeმსახიობი ირმა გურიელი
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
მსახიობი ირმა გურიელი

– ვინ იღებს თქვენ ივენთებში მონაწილეობას?

– როდესაც ერთი ივენთი ჩავატარე, მასზე სამშენებლო კომპანიებიც მოვიწვიე და რამდენიმეს წარმომადგენელი მოვიდა. სტუმრებს შორის იყვნენ ხელოვნების წარმომადგენლებიც და საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც. ჩემ ერთ ივენთზე, რომელიც 2016 წლის შემოდგომით გაიმართა, ოპერის თეატრთან არსებული ანსამბლი „სულიკო“ იღებდა მონაწილეობას. გარემო ვარდების სურნელითა და მუსიკის ჰანგებით იყო სავსე. წელს, 3 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე გვეწვივნენ კომპოზიტორები კახა ცაბაძე, გია მაჭარაშვილი, ნუგზარ ჩხაიძე, კვარტეტი „ოთხი გია“, თამრიკო ჭოხონელიძე, მსახიობები ირმა გურიელი და გივი სიხარულიძე. ეს შეხვედრა საოცარი პიროვნების, ცნობილი ქირურგის მერაბ კილაძის ხსოვნას მივუძღვენით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები ზურა შარია, ეკა მჟავანაძე, ლილე ფილფანი, ციცინო კობიაშვილი და სხვები. ჩემი ბაღის დასათვალიერებლად ბევრი უცხოელი ტურისტიც მოდის. ხალხი აღფრთოვანებას ვერ მალავს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. წლევანდელი ღონისძიება ამ პატარა ბაღისთვის გრანდიოზული და მასშტაბური იყო – ვარდების წვიმის თანხლებით ძალიან ლამაზი კონცერტი შედგა. ჩემმა მეგობარმა, ქალბატონმა თინა თოფურიამ მაშინ თქვა, რომ ეს არის ემანაცია, რაც ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მრავალფეროვნების გამოსხივებას ნიშნავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამას მე არ ვაკეთებ, ზემოდან რაღაც ძალა მეხმარება.

© photo: courtesy of Tsira Okropiridzeცირა ოქროპირიძე
„როცა შენება უფრო ნგრევას ჰგავს“ – ვარდების წვიმა და ფოტოსესია შემოდგომის ბაღში - Sputnik საქართველო
ცირა ოქროპირიძე

– შეხვედრები შემოდგომის ბაღშიც ჩატარდა...

– ჩემ ბაღში შემოდგომაზე ისეთი ლამაზი ფერები იყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და მოვაწყვე პატარა ფოტოსესია, რომელსაც ვუწოდეთ „სევდისფერი შემოდგომა შეიყვარე“. სტუმრებს შორის იყვნენ ირმა გურიელი, დინი ვირსალაძე, სოფო ლეჟავა, კომპოზიტორი და რეჟისორი ნუგზარ ჩხაიძე... ქალბატონმა ირმა გურიელმა მითხრა, როგორც ვატყობ, როცა ქვეყანაში რაღაც კრიტიკული პერიოდია, შენ ამას თითქოს სიყვარულით და სილამაზით უპირისპირდებიო. ფოტოსესიაში ყველანი ჩავერთეთ. მინდოდა მეთქვა, რომ სილამაზეს არა აქვს ასაკი და ადამიანს ნებისმერ დროს შეუძლია, რომ დაიჭიროს წამი და ეს სილამაზე დაინახოს. ბუნებაში ყველა დრო განსაკუთრებულია, ამიტომ ზამთარში გამიჩნდა იდეა, რომ ჩვენ დათოვლილ ბაღში მოვაწყო შეხვედრა „ბუხრის წინ მოსაყოლი ამბები“. დავანთებთ ბუხარს და მის წინ ზაფხულში თავს გადამხდარ საინტერესო ამბებს გავიხსენებთ. როდესაც ადამიანს დღესასწაული სულში აქვს, მას ყოველთვის, ყველა სეზონსა და ამინდში შეუძლია, რომ სიცოცხლით დატკბეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0