როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ

© FB / Tengiz Malaniaდიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან ერთად
დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
21-ე საუკუნეში, კონფლიქტებისა და საყოველთაო დეპრესიის დროს, უფრო მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი ხდება ქართული ფილოსოფიური სკოლის ერთ-­ერთი ფუძემდებლის, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებლის დიმიტრი უზნაძის მიერ შემუშავებული განწყობის თეორია.

ოქტომბრის თვეში წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან სწორედ ქართველი მეცნიერის სახელმა გააერთიანა რუსეთის ქალაქ როსტოვში, სადაც გაიმართა დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი "არაცნობიერი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში: რეტროსპექტივა და კვლევათა პერსპექტივა ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიასა და პედაგოგიკაში".

ამ ფაქტს თავისი ისტორია აქვს. საქმე ისაა, რომ 40 წლის წინ დიმიტრი უზნაძის ცნობილი „განწყობის თეორიისადმი“ მიძღვნილი კონფერენცია თბილისში ჩატარდა. 40 წლის შემდეგ კი მასში მონაწილე მეცნიერებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ უზნაძის ხსოვნისთვის და როსტოვში საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩაეტარებინათ. ასე რომ, იქ გამართული სიმპოზიუმი სწორედ თბილისის კონფერენციის გამოძახილი იყო.

როსტოვის სიმპოზიუმს ქართველების გარდა ესწრებოდნენ მეცნიერები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბრაზილიიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. საქართველოს წარმოადგენდნენ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, მთავარი სწავლული მდივანი რამაზ ხუროძე, აიოვას შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ლალი ღოღელიანი და კინორეჟისორი, კინოაკადემიის წევრი თენგიზ მალანია. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს დავუკავშირდით, რათა მას სიმპოზიუმის შესახებ მოეთხრო.

© photo: courtesy of Tengiz Malaniaთენგიზ მალანია სამახსოვრო ჩანაწერს აკეთებს საერთაშორისო სიმპოზიუმის საპატიო სტუმართა წიგნში, აკადემიკოს რამაზ ხუროძესთან ერთად
როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თენგიზ მალანია სამახსოვრო ჩანაწერს აკეთებს საერთაშორისო სიმპოზიუმის საპატიო სტუმართა წიგნში, აკადემიკოს რამაზ ხუროძესთან ერთად

– ბატონო თენგიზ, კითხვას თემატურად ჩამოვაყალიბებ: როგორია თქვენი „განწყობა“ სიმპოზიუმის შემდეგ?

– ჩემი განწყობა არაჩვეულებრივია, რადგან ეს მოვლენა, მით უფრო დღევანდელ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოდან საოცრად მაღალი დონის დელეგაცია იყო წარმოდგენილი. ჩვენ მიგვიწვია როსტოვის უნივერსიტეტმა, რომლის რექტორი უკვე ათი წელია, რაც ქართველი პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ მესხი გახლავთ. ეს პიროვნება იქ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ამიტომ მას ზედიზედ ათი წელია ამ თანამდებობაზე ირჩევენ. საოცრად დიდი უნივერსიტეტია, ესაა თითქმის ქალაქი ქალაქში, რომელშიც 50 000 სტუდენტი სწავლობს და 12 000 პროფესორ-მასწავლებელი საქმიანობს.

© FB / Tengiz Malaniaდიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან ერთად
როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან ერთად

– თქვენ მიგიწვიეს როგორც კინორეჟისორი, საერთოდ, ამ სახის სიმპოზიუმზე საინტერესო მომენტი იყო კინოს ჩართვაც...

– დიახ, ამ სიმპოზიუმის ფარგლებში მათ უნდოდათ კინოს ჩართვაც. სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ ახალგაზრდა დოცენტი ფილიპ ფილატოვი, რომელიც სათავეში ჩაუდგა მიმდინარეობას „კინოს მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე“. ეს ახალი და ძალიან საინტერესო მიმართულებაა. აქცენტი იყო გაკეთებული ინტელექტუალურ კინოზე, რომლის პროდუქტიც მაყურებელში გარკვეულ ემოციურ და განსხვავებულ მოსაზრებებს ბადებს. ჩემი მიწვევა იქ შემთხვევითი არ ყოფილა, ეს ადამიანი იცნობს ჩემ შემოქმედებას და სისტემატურად ეცნობოდა ჩემ მემუარებს, რასაც სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ ხოლმე. თანაც, თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ მთელი 50 წლის მანძილზე ინტელექტუალური კინო საქართველოში ჩემ თვალწინ ვითარდებოდა. პირადად მე ვმეგობრობდი ისეთ გამორჩეულ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, რომელიც სასცენარო ფაკულტეტზე ჩემი პედაგოგიც იყო. სერგო ფარაჯანოვმა მისი ცნობილი ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ დოკუმენტური ფილმების ჩვენ სტუდიაში გადაიღო.

© photo: courtesy of Tengiz Malaniaთენგიზ მალანია
როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თენგიზ მალანია

– თქვენი ფილმი თუ იყო წარდგენილი სიმპოზიუმზე?

– დიახ, ჩემი ფილმიც იყო წარდგენილი და იყო ასევე ფილმი „სერენადა“, სადაც 50 წლის წინ მეორე რეჟისორად ვიმუშავე. ამ ფილმმა ავსტრალიის პირველ საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის პრიზი აიღო, ეს იყო 1968 წელს. როსტოვში ეს ფილმი ბევრს ნანახი არ ჰქონდა და მათთვის ის აღმოჩენა გახდა. ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიდან ერთადერთი მე ვარ ცოცხალი, როცა მას იღებდნენ, ახალგაზრდა ვიყავი.

© photo: courtesy of Tengiz Malaniaთენგიზ მალანია
როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თენგიზ მალანია

– თქვენი აზრით, სიმპოზიუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა იყო?

– მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სიმპოზიუმი ქართველებმა გახსნეს და ასევე ქართველებმა დახურეს. ჩემდა სასიხარულოდ, ის გაიხსნა ქართული კინოთი და ქართული კინოთი დაიხურა. მონაწილეებს ერთ-ერთი მასტერ-კლასი მეც ჩავუტარე. კიდევ, წარმოიდგინეთ, რამხელა მოვლენაა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე სცენაზე იდგა და გავსებული დარბაზი, სადაც მსოფლიო მეცნიერები იმყოფებოდნენ, მას ინტერესით უსმენდა. დამეთანხმებით, ეს უდიდესი მოვლენაა.

© photo: courtesy of Tengiz Malaniaერთ-ერთ შეხვედრაზე
როსტოვში დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
ერთ-ერთ შეხვედრაზე

– კინორეჟისორის აზრით, განწყობის თეორიის გაცნობიერება რაში ეხმარება ადამიანს?

– ეს თეორია იმიტომაა უნივერსალური, რომ მას ყველა ადამიანი ექვემდებარება. უბრალო სიტყვებით რომ ავხსნათ, ამ თეორიის გააზრების შედეგად ადამიანი პესიმიზმში ბრმად აღარ ჩავარდება და მსოფლიოსა და ცხოვრებაში არსებულ ყველა პრობლემას ახსნას მოუძებნის...

 

ყველა ახალი ამბავი
0