„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე
თამაზ ფუტკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა დროც უნდა გავიდეს ჩვენი ინტერესი არასოდეს მინავლდება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ქართული მხარეებისადმი, როგორიცაა -ლაზეთი და შავშეთი, ჩვენი მეცნიერები ყოველთვის ეძებენ და იკვლევენ თურქეთის ქართულ სოფლებში შემორჩენილ ქართულ კვალს...

თამაზ ფუტკარაძე - ცნობილი მეცნიერი, ეთნოლოგი, მრავალი ისტორიული ნაშრომის ავტორი, ის არ გახლავთ იმ კატეგორიის მეცნიერი, რომელიც ჩვენს წარსულს მხოლოდ არქივებიდან და ბიბლიოთეკებიდან იკვლევს, თურქეთის ქართულ სოფლებში ყოველ წელს დადის ექსპედიციებში, მუშაობს აჭარის საარქივო სამმართველოში, წვდომა აქვს უცხოეთის არქივებზეც, სადაც ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტებს ეძებს და იკვლევს. მარტო სოფიის კირილესა და მეთოდეს ეროვნული ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებიდან მან შემოიტანა 1000-ზე მეტი ოსმალური დოკუმენტი, რომელიც აჭარაში ოსმალთა ბატონობის ხანას ეხება და დამუშავებას მოითხოვს.

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე

-ბატონო თამაზ, თქვენ როგორც ეთნოლოგი, დღესაც აქტიურად აწყობთ თურქეთის ქართულ სოფლებში ექსპედიციებს, რამდენადაა შემორჩენილი იქ მცხოვრებთა მეხსიერებაში ქართული კვალი?

-ჩემი კვლევის სფერო ზოგადად მიგრაციული პროცესებია, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებული ვარ საქართველოსა თუ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეთნიკური პროცესებითა  და დემოგრაფიული პრობლემებით. პარალელურად, ვმუშაობთ  ,,ჩვენებურების" ყოფისა და კულტურის საკითხებზე ისტორიულ საქართველოში. მიმდინარე წელს დასრულდა საგრანტო პროექტი ,,არტაანი", რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც ვიყავი. გამოქვეყნებული გვაქვს მონოგრაფია აღმოსავლეთ ლაზეთსა და შავშეთზე. ამჟამად ვმუშაობთ ცენტრალურ ჭანეთზე. სამწუხაროდ, არტაანში სრულიად შეცვლილია მოსახლეობის დემოგრაფიული სურათი და ცალკეული გამონაკლისების გარდა იქ მცხოვრებთა კულტურულ მეხსიერებაში ქართველთა კვალი წშლილია...

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე

-ქართული ყოფისა და კულტურისთვის დამახასიათებელი მომენტები თუ დააფიქსირეთ?

-დაკვირვებული თვალი იქ შეძლებს დაინახოს ქართული ყოფისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურება. მაგ. არტაანის პროვინციაში, დამალაში (ტამალა), სადაც ამჟამად თურქმანი ალევიტები ცხოვრობენ, რესპონდენტი საუბრობდა მისი ბავშვობის დროინდელი ურთიერთდახმარების (შრომის ორგანიზაციის, კოლექტიური გაერთიანების) ფორმის შესახებ, რომელიც ,,მოდგამის" სახელით მოიხსენია. ნიშანდობლივია, რომ მოდგამი ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი ელემენტია, რომელიც შეითვისეს თურქმანმა ალევიტებმა, ან რესპონდენტის ბავშვობისას ჯერ კიდევ იყვნენ იქ ქართველები. სამეურნეო საქმიანობისას კი ქართველები ასრულებდნენ შრომით სიმღერებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ,,ოროველა",  რესპონდენტმა გვიმღერა კიდეც ამ ლექსის თურქიზირებული ვარიანტი. აქვე იქნა დაფიქსირებული სახვნელი იარაღის ის სახეობა, რომელიც ქართულ სინამდვილეში დიდი გუთანის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს უტყუარი დასტურია იმისა, რომ არტაანის ამ მხარეში, ერუშეთში დიდი გუთანი მუშაობდა. დაფიქსირდა აგრეთვე სამეურნეო ციკლის მნიშვნელოვანი იარაღი -კევრი, რომელიც დაცული იყო ეროლ ოზერის ოჯახში.

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე

- თუ შეიძლება, შევახსენოთ მკითხველს, კევრი რას წარმოადგენს...

-კევრს დიდი კულტურულ-ისტორიული ტრადიციები გააჩნია. იგი განვითარებულ მიწათმოქმედებასთანაა დაკავშირებული.  საქართველოში არქეოლოგიური მონაცემებით კევრი ადრე რკინის ეპოქაში ჩნდება. გათხრებისას აღმოჩნდა, რომ კევრზე თითქმის ყოველთვის მიცვალებული იყო დასვენებული, რაც საერთო მოვლენაა სამხრეთ კავკასიისათვის. ამდენად მას საკრალური ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული. არტაანში მუშაობისას, კერძოდ ფოცხოვის რაიონის სოფელ შუარტყალში მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც ტბელ აბუსერისძის ინფორმაციით იყო ეკლესია. არტაანის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნებულია კოლექტიური მონოგრაფიის სახით, რომელიც არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე კოლეგებთან ერთად
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე კოლეგებთან ერთად

- დღეს რა სიტუაციაა შავშეთის მხარეში და ქართველები თუ ცხოვრობენ?

- რაც შეეხება შავშეთს, ამ უძველეს ქართულ მხარეში დღემდე ცხოვრობენ ქართველები- ქართული ცნობიერებით, ქართული ენითა და ქართულისათვის დამახასიათებელი ყოფითი კულტურის თავისებურებებით. მოსახლეობის ერთ ნაწილში საკმაოდ მაღალია ეროვნული თვითშეგნება. უსტამისელი ჯელელ დემირი ჩვენს კითხვაზე - წამოვიდოდა თუ არა ჩვენთან, პასუხობს: ,,თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც (ჯოჯოხეთი), წამოვალ, აგზე რომ გაჭრა (მიგვითითა მკლავზე), ჩემი სისხლი ქართულაი დაწერავსო". სამწუხაროდ თანამედროვე თურქეთში მიმდინერეობს ისეთი ეთნიკური პროცესები, რომელიც ხელს უწყობს და  აჩქარებს ასიმილაციას. აქ კი ქართული სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ენერგიული ღონისძიებების გატარება, ზრუნვა ქართული სკოლების გახსნისათვის, მათი ლიტერატურით მომარაგება და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება ცენტრალურ ლაზეთს, იქ უფრო რთული პროცესები განვითარდა. იქ მაცხოვრებელმა ლაზებმა სახელმწიფო შემქმნელის სახელი დაიმკვიდრეს და საფუძველი ჩაუყარეს ჯერ პონტოს სამეფოს, შემდეგ კი ტრაპიზონის იმპერიას, მაგრამ ჩანს, რომ მოხდა იქაური ლაზების ნაწილის ჯერ ელინიზაცია, მოგვიანებით კი ისლამიზაცია-გათურქება. ნაწილი გადასახლდა სხვაგან და შეიცვალა ეთნიკური კუთვნილება, ნაწილი კი ამოწყდა.

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე

-თქვენ აჭარის საარქივო სამმართველოშიც მუშაობთ, თუ დარჩა ჯერაც შეუსწავლელი საარქვივო თემები და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი ქართველი მკვლევარებისთვის?

-მე პარალელურად ვმუშაობ აჭარის საარქივო სამმართველოში, სადაც უამრავი ფონდი და საარქივო საქმეთა ერთეულია დაცული. ცხადია, ყველაფერი არაა დამუშავებული და მკვლევარებს (რომლებიც ასე ცოტანი არიან) მოელის. დამუშავებას მოითხოვს ჩემს მიერ სოფიის (ბულგარეთი) კირილესა და მეთოდეს ეროვნული ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებიდან შემოტანილი 1000-ზე მეტი ოსმალური დოკუმენტი, რომელიც ეხება აჭარაში ოსმალთა ბატონობის ხანას. ცნობილია, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია ოსმალთა ბატონობისდროინდელი იმდროინდელი პრესის მასალებს ეფუძნება. საარქივო დოკუმენტები კი, რომლებიც შეთანხმების მიუხედავად მაინც იქნა გატაცებული ოსმალ-თურქების მიერ - მიუწვდომელი იყო ქართველი მეცნიერებისათვის. ეხლა გვაქვს ამ დოკუმენტების ასლები, მაგრამ ოსმალურის მცოდნე სპეციალისტები ძალზე ცოტანი არიან. ამ დოკუმენტების დამუშავება კი მეტად საშური საქმეა. ჩვენს მიერ შემოტანილი იქნა აგრეთვე ქართული ხელნაწერების ელექტრონული ვერსიები, რომლებიც დაცულია გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტში, პეტერბურგისა და ოდესის, ასევე ბლაგოევგრადის არქივებში. საარქივო სამმართველო გამოსცემს ჟურნალ „არხეიონს" და ყოველწლიურ კონფერენციებს ატარებს.

© photo: courtesy of Tamaz Putkaradzeთამაზ ფუტკარაძე კოლეგებთან ერთად
„თქვენთან ერთად ჯეჰენებშიც წამოვალ” - ლაზეთსა და შავშეთში შემორჩენილი ქართული კვალი - Sputnik საქართველო
თამაზ ფუტკარაძე კოლეგებთან ერთად

- ჩემი ბოლო კითხვა არამეცნიერული, ლირიული გადახვევა იქნება- თქვენ ვისაც ასეთი „შეხება" გაქვთ წარსულსა და თანამედროვე ცხოვრებასთან - გაქვთ პასუხი მარადიულ კითხვაზე- რა არის ბედნიერება?

- ბედნიერება? ყველა ადამიანისთვის ალბათ სხვადასხვაა პასუხია ამ კითხვაზე, ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ბედნიერებაა, როცა სხვას ანიჭებ სიამოვნებას, ბედნიერებაა, როცა თავისუფალი ხარ, ბედნიერებაა, როცა გიყვარს შენი საქმე,..

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0