გზა წარმატებისკენ : ორი მეგობრის მიერ ცოცხალი ყვავილებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები

© FB / Manticheჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა მეგობარმა მარიამ პარსალიშვილმა და გიგა გეთიაშვილი იდეა ბიზნესად აქციეს და ხელნაკეთი ჩანთების წარმოება დაიწყეს.

მარიამი და გიგა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ  ნატურალური ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში. სწორედ აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტეს ჩანთების წარმოება დაეწყოთ.

ისინი ქართველ ქალბატონებს უახლესი დიზაინით შექმნილ ჩანთებს სთავაზობენ. ჩანთები ულამაზესი, ცოცხალი ყვავილებით არის გაფორმებული, რაც ორიგინალურობას ჰმატებს მათ. ახლო მომავალში მარიამი და გიგა კაცის ხაზის გამოშვებასაც გეგმავენ.

© FB / Mariamo Ooმარიამ პარსალიშვილი
გზა წარმატებისკენ : ორი მეგობრის მიერ ცოცხალი ყვავილებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
მარიამ პარსალიშვილი

- ვინ ვართ ჩვენ?  მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი პირველ არხზე, მოამბის კორესპონდენტად, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებულ სფეროში და განსხავებული პროფესიით მომიწია მუშაობა. ვმუშაობ ნატურალური ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორად, სადაც გავიცანი მარიამ პარსალიშვილი, პროფესიით პროგრამისტი, მასაც ასევე სხვა სფეროში მოუწია მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით  ნატურალური ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში. სწორედ იქ გაგვიჩნდა ჩანთების დამზადების იდეა, თუმცა ამ იდეის განხორციელება მოგვიანებით შევძელით. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა საქმის შესასწავლად, საჭირო მასალების მოსაძიებლად, ტყავზე მუშაობის ტექნიკის დასახვეწად და საბოლოო ჯამში შევქმენით ჩანთები ბუნებრივი ყვავილებით, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა და საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

ვინაიდან საქმეში მხოლოდ ორნი ვართ, საქმეც შესაბამისად ორად გვაქვს გადანაწილებული. ყველა დეტალის დამუშავება ხდება ხელით, ასე რომ ჩვენი მოდელები არის 100%-ით ხელნაკეთი და საკმაოდ შრომატევადია. მიუხედავად ამისა ვცდილობთ მომხმარებელს მისაღებ ფასად შევთავაზოთ პროდუქცია.

- საზოგადოებამ საკმაოდ მალე გაგიცნოთ.  თქვენს პოპულარიზაციაში რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?

მარიამი:

- დიახ, ახალმა ჩანთებმა სოციალურ ქსელებში მალევე დაიმსახურა დიდი მოწონება, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებულმა სამეწარმეო მარკეტებმა, რომელიც ძალიან ეხმარება მცირე მეწარმეებს განვითარებაში. აღნიშნულ მარკეტებზე მოხმარებელს მიეცა საშუალება რეალურად შეეფასებინა ჩვენი პროდუქცია, შედეგი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით, მოხმარებელმა ძალიან მოკლე დროში შეიყვარა ჩვენი ჩანთები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ნატურალურ ტყავთან დიდი ხნის განმავლობაში გქვონდა შეხება და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ამ მასალის გამოყენება. ასევე ვიყენებთ გამჭვირვალე ეპოქსიდის ფისს, რომლის გამოყენებაც ახლა დაიწყეს საქართველოში და მომხმარებელს არა აქვს ინფორმაცია ამ მასალის შესახებ, ამიტომ ხშირად გვეკითხებიან, ხომ არ გატყდება, ან ვარდი ხომ არ დაჭკნება. გვინდა აქაც აღვნიშნოთ,  რომ ეპოქსიდის ფისი აფიქსირებს და ინახავს გამხმარ (დაჰერბარიუმებულ) ყვავილებს ზუსტად ისე, როგორიც მასალის გამოყენებამდე იყო და დარჩება ისეთივე, რომ არც ფერს შეიცვლის, არც დაჭკნება და არც გატყდება.

- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე საუკეთესო მასალა რომელია?

გიგა:

- ჯერ ისევ შესწავლის და საუკეთესოს ძიების პროცეში ვართ, ამიტომ ყოველი ახალი მასალა წინაზე საუკეთესოა.

- რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია თქვენი ჩანთები?

მარიამი:

- ნებისმიერი ახალი მოდელი, იტესტება ჩემზე, რომ თავად შევაფასო რამდენად კომფორტულია. ხშირად ყოფილა ისე, რომ რომელიმე დეტალი არ მოგვწონებია და შეგვიცვლია.

- თქვენთვის ეს ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

გიგა:

- ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული გვაქვს ეს საქმე, ამიტომ შემოსავლის წყარო ნამდვილად ვერ იქნება, შემოსული თანხა მთლიანად საქმის განვითარებას ხმარდება.

- მომხმარებლების შენიშვნებს და რჩევებს რამდენად ითვალისწინებთ?

მარიამი:

- ჯერჯერობით მომხმარებლისგან შენიშვნა არ მიგვიღია. თუმცა შენიშვნებსაც და რჩევებსაც სიამოვნებით გავითვალისწინებთ.

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებსაც ქმნით?

მარიამი:

- ჩანთების პარალელურად დავიწყეთ ბუნებრივი ყვავილებისა და ეპოქსიდისგან დამზადებული აქსესუარების დამზადებაც, (ყელსაბამი, საყურე, ბეჭედი,სამაჯური).

როცა ამ საქმიანობას იწყებდით, იფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა და ამდენ ადამიანს მოეწონებოდა?

გიგა:

- როდესაც ამ საქმეს ვიწყებდით ყველაფრის მოლოდინი გვქონდა, რადგან ეს ისეთი საქმეა, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებულია. მცირე დროში ჩვენი შესაძლებლობებით მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოწონება დაგვემსახურებინა.

- მამაკაცის ხაზზე არ გიფიქრიათ?

- კაცის ხაზზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ფინანსების და დროის სიმცირის გამო, ჯერ ვერ მოვახერხეთ იდეის განხორციელება. მოთხოვნა სამკაოდ დიდია, შესაბამისად, უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მამაკაცის აქსესუარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0