გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირია
გიორგი გაბისკირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ პერიოდულ რუბრიკაში „თინეიჯერი“ ნიჭიერ მხატვარს გიორგი გაბისკირიას გაგაცნობთ.

გიორგი რობერ შუმანის სახელობის სასწავლებელში სწავლობს, ხატავს და მისი ნახატები საინტერესო ხელწერით გამოირჩევა. რაც მთავარია, მას უკვე ახასიათებს ის ინდივიდუალიზმი და ამბიცია, რაც მომავალი ხელოვანისთვის საჭირო და აუცილებელია. საკუთარ შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე თავად მოგვიყვება...

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– გიორგი, როგორ ხედავ ამ გადასახედიდან გარე სამყაროს - რა არის შენთვის ამ ეტაპზე მთავარი?

– მთავარია, თავისთავად, ოჯახი, შემდეგ - ხელოვნება, ინდივიდუალური ხედვა, წინსვლა და საკუთარი თავის გაუმჯობესება. ვსწავლობ რობერ შუმანის სახელობის სასწავლებელში (ყოფილი 57-ე სკოლა). რაც შეეხება იმას, როგორ აღვიქვამ ცხოვრებას, ჩემი აზრით, არსებობს ცხოვრების ორგვარი აღქმა: განზომილება, სადაც ჩვენ ყოველდღიურ გამოცდილებას ვიძენთ და შეზღუდული ვართ და, მეორე - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სივრცე, სადაც უსაზღვროდ მდიდარი ხარ, რადგან შინაგანი წარმოსახვა შეგიძლია განავითარო, სადაც ხარ მხოლოდ შენ და უსაზღვრო სივრცე...

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– შინაგანი სამყაროს აღქმის ეს მომენტი კარგად ჩანს შენ ნახატებში...

– როდესაც რამეს ვქმნი, ჩემთვის მთავარია შინაგანი, სულიერი ხედვა. არასდროს მომწონდა რაიმეს კონკრეტული გამოსახვა. ყოველთვის ვცდილობ, ნახატი რაც შეიძლება ზოგადი იყოს, უცნაური და მნახველში რაღაც კითხვებს აჩენდეს. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც მომწონს კონკრეტული თემის გამოყენება, მომწონს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, ფიქრების, აზრებისა და იდეების გადმოცემა. ზოგიერთი ჩემი ნახატი ბევრისთვის რთული აღსაქმელია. ხატვის დროს ვცდილობ, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილი ვიყო, არაფერი მართობდეს და ჩემი ყურადღება არაფერზე გადამქონდეს, ნახატის შექმნის გარდა. არც ისე დიდი ხანია, რაც აბსტრაქციას ვიყენებ, სადღაც სამი თვეა, მანამდე უფრო ექსპრესიული ან აბსტრაქტულ-ექსპრესიული ნახატები მაქვს შექმნილი. ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ სტილში - თავისუფლებაა, თავისუფალი სივრცე, სადაც არანაირი წესები არ არის, მხოლოდ უსაზღვრო ფანტაზია და ის უცნაური აღქმაა, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ...

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– შენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ მოაწყობდი საკუთარი ნახატების გამოფენას?

– ვფიქრობ, გამოვიყენებდი დიდ, თეთრ სივრცეს, უზარმაზარი სიმაღლის კედლებით და უზარმაზარი ნახატებით, სადა არქიტექტურის მქონე დარბაზში, მინიმალისტური გაფორმებით და ბევრი ინსტალაციით. მომავალში სწორედ ასე ვაპირებ.

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– ვიცი, რომ მამის, პოეტ დავით გაბისკირიას ლექსებზეც გაქვს ილუსტრაციები. როგორ აღიქვამ მის პოეზიას?

– ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, უფრო დამოკიდებულებებსა და გრძნობებში. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი რომელიმე ნახატი მის ლექსს ზუსტად ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ლექსები უმეტესად მისი თაობის ცხოვრებიდან შემორჩენილ ამბებსა და გრძნობებზეა, ჩემთვის მისი ხედვა მაინც ინდივიდუალურია.

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– ამ რუბრიკის მთავარი კითხვები მინდა დაგისვა: რა მოგწონს და არ მოგწონს შენ თაობაში?

– ჩემ თაობაში მომწონს ის, რომ არიან ისეთები, ვინც მართლა ცდილობს რამე გააკეთოს და საკუთარი თავის დამკვიდრება უნდათ. არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ არ მინდა ნათქვამი ზედმეტად პესიმისტური გამომივიდეს.

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– რა მოგწონს და რას ვერ იღებ მამების თაობიდან?

– მამების თაობიდან დამოკიდებულებები, ურთიერთობები მომწონს, თუმცა დღეს სხვა დროა და ყველაფერი იცვლება. ვერ ვიგებ ზოგიერთების ჩაკეტილ მენტალიტეტს, რაც ნელ-ნელა უკვე იცვლება...

© photo: courtesy of Giorgi Gabiskiriaგიორგი გაბისკირიას შემოქმედება
გიორგი გაბისკირია: მინდა ისეთი რამ შევქმნა, რომ სამყაროში ჩემი სახელი დავტოვო - Sputnik საქართველო
გიორგი გაბისკირიას შემოქმედება

– ფანტაზიას რომ მოუხმო - როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?

– 20 წელი ძალიან შორსაა და ვერ გეტყვით, თუმცა, მინდა რა მიზანიც ახლა მაქვს, იმას მივაღწიო და იმაზე მეტიც გავაკეთო, ვიდრე წარმომიდგენია. ვაპირებ მაგისტრატურაზე ამერიკაში გავემგზავრო, ვფიქრობ, ჩემ ოჯახთან ერთად იქ ვიცხოვრებ. მინდა იმდენი გავაკეთო, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ დავტოვო, ისეთი რამ შევქმნა, რაც სამყაროსთვის სრულიად განსხვავებული იქნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0