ქართველი ფეხბურთელი და მოდელი ბარსელონაში და თელავური ბავშვობის მონატრება

გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ ლევან სუმბაძეს გაიცნობთ.

ჩვენ რესპონდენტს ბარსელონაში საფეხბურთო წრეებში კარგად იცნობენ. ის კატალონიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა. შემდეგ უჩვეულო ქართული გარეგნობის წყალობით თელაველი ახალგაზრდა სარეკლამო ბიზნესშიც შეამჩნიეს და იგი, როგორც მოდელი, ბევრ ფოტო-სესიაშია დაკავებული. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და აქტიური ფიტნეს-ვარჯიშების გამო მისი გარეგნობა უფრო დახვეწილი გახდა, ხოლო პიროვნება სრულყოფილი და ძლიერი… ყველაფერზე სასაუბროდ ლევანს ბარსელონაში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Levani Sumbadzeლევან სუმბაძე
ქართველი ფეხბურთელი და მოდელი ბარსელონაში და თელავური ბავშვობის მონატრება - Sputnik საქართველო
ლევან სუმბაძე

– ლევან, რამდენი წლის იყავით, როცა კახეთიდან ესპანეთში ჩახვედით?

— ესპანეთში 2012 წლის 1 ნოემბერს 20 წლის ასაკში ჩამოვედი. იმ დროის საქართველოდან, თელავური ბავშვობიდან ძალიან ბევრი ადამიანი მახსენდება, ფაქტობრივად, ყველა – ნაცნობიც და უცნობიც, სკოლა, ფეხბურთის გუნდი და მეგობრებთან გატარებული თითოეული დღე, ყველაფერი, რაც ჩემში ნოსტალგიას იწვევს.

© photo: courtesy of Levani Sumbadzeლევან სუმბაძე
ქართველი ფეხბურთელი და მოდელი ბარსელონაში და თელავური ბავშვობის მონატრება - Sputnik საქართველო
ლევან სუმბაძე

– ესპანეთში რას საქმიანობთ და რომელ წრეებში გიცნობენ?

— მართალია, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ესპანეთში საფეხბურთო წრეებში და ფოტო-სამყაროში მიცნობენ. აქ პირველი სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ სისტემატური ტრავმების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ფეხბურთს ვთამაშობდი კატალონიის მეორე დივიზიონში, ანუ ესპანურად Seguna catalana-ში, ჩვენ გუნდს ერქვა Can vidalet. ამჟამად „ბერშკაში“ ვმუშაობ. Bershka – კომპანიაა, რომელიც მოდის სამყაროს ბოლო სიახლეებზეა ფოკუსირებული. ასევე მაქვს ფოტოსესიები, დაკავებული ვარ ფიტნესით. ფიტნეს-კლუბი, რომელშიც მე ვვარჯიშობ, ბარსელონის ერთ წყნარ უბანშია. ესპანელებს საქართველოზე ბევრს ვუყვები. მიხარია, რომ ჩემი მონათხრობი ძალიან საინტერესოდ ეჩვენებათ. უკვე სურვილი გაუჩნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩვენი ქვეყანა და უნიკალური სამზარეულო ახლოს გაიცნონ.

© photo: courtesy of Levani Sumbadzeლევან სუმბაძე
ქართველი ფეხბურთელი და მოდელი ბარსელონაში და თელავური ბავშვობის მონატრება - Sputnik საქართველო
ლევან სუმბაძე

– ბარსელონაში თუ იციან, რომ ქართველი ხართ და რომელ ქართულ თვისებას და ტრადიციას ვერ შეელიეთ?

— აქ ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ, მაგრამ საბჭოთა კავშირის გამო ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ, რომ რუსები არ ვართ და საქართველო სულ სხვა ქვეყანაა. ვფიქრობ, ნამდვილი ქართველი სადაც უნდა წავიდეს, ქართული წესები და ტრადიციები არ უნდა დაკარგოს. თუმცა, ამასთან ერთად საკმარისად გონიერიც უნდა იყოს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ტრადიციებიც გაითავისოს და, რაც მთავარია, პატივი სცეს. უცხო ქვეყანაში სამშობლოდან შორს ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი. აქ ვიპოვე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში პრობლემები მუდმივად იქნება, მაგრამ ეს არ უნდა გვიშლიდეს ხელს იმაში, რომ ბედნიერები ვიყოთ.

© photo: courtesy of Levani Sumbadzeლევან სუმბაძე
ქართველი ფეხბურთელი და მოდელი ბარსელონაში და თელავური ბავშვობის მონატრება - Sputnik საქართველო
ლევან სუმბაძე

– წარსულისკენ რომ იხედებით, რაიმე დასკვნა გამოგაქვთ?

— როცა წარსულში ვიყურები, ვხედავ, რომ 20 წლის ბიჭიდან 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცად ვიქეცი, იმ ადამიანად, ვისაც თავისი სამსახური აქვს, მომავლის იმედით ცხოვრობს, თავდაჯერებულია და, რაც ყველაზე მთავარია, იცის, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მიზნის მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურო და მოთმინების უნარი გაგაჩნდეს. საქართველოში ყველაზე მეტად ოჯახი და მეგობრები მენატრება. ჩვენი ლამაზი ბუნება, მისი, რომ იტყვიან, თითოეული კენჭი მენატრება. როცა ემიგრანტი ხარ, ყველაფერ იმას აფასებ, რასაც ადრე ვერც კი ამჩნევდი…

 

ყველა ახალი ამბავი
0