თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა

გამოწერა
ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. სინამდვილეში თამარია, პროფესიით – ხელოვნებათმცოდნე. ორი წელია აქტიურად ხატავს, და ხშირად ანგელოზებს, ოღონდ ისინი მიწიერები არიან

ჩვენი რესპონდენტი თაფლო ზარიძეა - ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, სახელი თაფლოც მაშინ დაირქვა. სინამდვილეში თამარია, პროფესიით – ხელოვნებათმცოდნე. ბოლო ორი წელია უფრო აქტიურად ხატავს, ძირითადად აკრილით, და ხშირად ანგელოზებს, ოღონდ ისინი, როგორც თავად ამბობს, მიწიერები არიან. შემოდგომაზე აპირებს მოაწყოს პირველი გამოფენა, რომელიც თემატური იქნება და მასზე საკუთარ ლექსებსა და ჩანახატებსაც წაიკითხავს. 

© photo: courtesy of Taplo Zaridze Artთაფლო ზარიძე
თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა - Sputnik საქართველო
თაფლო ზარიძე

– თაფლო, ანგელოზების თემა ჭარბადაა თქვენ ნახატებში და ეს რაიმე ამბავთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ გიყვართ მათი ხატვა?

– საერთოდ ძალიან მიყვარს ანგელოზები, ფერიები, ზღაპრული პერსონაჟები... რელიგიას არ ვეხები, ისე მიყვარს მათი ხატვა. მათ შორის ხელმოკვეთილი ანგელოზიცაა. მას თავისი დატვირთვა აქვს, მასზე ასეთი წარწერა მაქვს: მხოლოდ სულს თხოვე უნაკლო იყოს. ეს ანგელოზი, მიუხედავად იმისა, რომ ხელები აქვს მოკვეთილი, მაინც კეთილი და საყვარელია. ხელები არ აქვს, მაგრამ ფრთები აქვს და ამ ფრთებით დაფრინავს ხოლმე...

© photo: courtesy of Taplo Zaridze Artთაფლო ზარიძის შემოქმედება
თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა - Sputnik საქართველო
თაფლო ზარიძის შემოქმედება

– როგორც ჩანს, იდეალისტი ნატურა ხართ – თქვენც ხშირად „დაფრინავთ“...

– საერთოდ ძალიან არამიწიერი ვარ, მაგრამ ამავე დროს კარგად ვხედავ და აღვიქვამ ცხოვრების რეალობასაც, სინამდვილეს ყოველთვის თვალებში პირისპირ ვუყურებ. აბსოლუტურად ყველაფერს ვხედავ და რეალურად უფრო მძაფრად აღვიქვამ. მერე კი ვქმნი სამყაროს, რომელიც ჩემთვის თავშესაფარია, ეს მხოლოდ ჩემი სამყაროა... ჩემი დამოკიდებულება ყველაფერისადმი ნახატებშიც კარგად ჩანს.

© photo: courtesy of Taplo Zaridze Artთაფლო ზარიძის შემოქმედება
თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა - Sputnik საქართველო
თაფლო ზარიძის შემოქმედება

– რეალისტი ვარო, მითხარით, ბედისწერის გჯერათ?

– ბედისწერის თუ მჯერა? სულ ვფიქრობ, რაც ხდება, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, ამიტომ ბედისწერის მჯერა...

© photo: courtesy of Taplo Zaridze Artთაფლო ზარიძის შემოქმედება
თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა - Sputnik საქართველო
თაფლო ზარიძის შემოქმედება

– ამბობენ, ადამიანის ბედისწერას გარკვეულად ისიც განსაზღვრავს, რა სახელსაც დაარქმევენო...

– სინამდვილეში თამარი მქვია, თაფლო ბავშვობაში თვითონ დავირქვი. არ იფიქროთ, რომ ამაში რაღაც აზრი ჩავდე... სულ რომ თაფლივით ცხოვრება გქონდეს, ეს წარმოუდგენელია. ძალიან ხშირად სიკეთეს და სითბოს ვთესავთ, მაგრამ პირიქით ხდება და სიმწარე ამოდის ხოლმე... მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლე მშვენიერია და ჩვენ უნდა გვიყვარდეს და სიკეთისაც გვჯეროდეს. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება და პოზიცია ისევ ჩვენთვისაა კარგი, რადგან იგი ჩვენვე გვავსებს სიკეთით...

© photo: courtesy of Taplo Zaridze Artთაფლო ზარიძის შემოქმედება
თაფლოს ანგელოზები და სიკეთის თაფლით გაზავებული რეალობა - Sputnik საქართველო
თაფლო ზარიძის შემოქმედება

– დღეს მარიამობაა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქრისტიანებისთვის...

– ერთხელ მარიამობას უცნაური რამ გადამხდა, რომელსაც პატარა სასწაულს დავარქმევდი. მაშინ პატარა ვიყავი, ასე 6–7 წლის. მანგლისის სიონში ვიყავი და ეკლესიას გარს ვუვლიდი. იმ დროს იქ კაცებს შესაწირავი მოზვერი ჰყავდათ მოყვანილი. უცებ ისე მოხდა, რომ მათ ის ვეღარ დააკავეს, გაექცათ და პირდაპირ ჩემკენ გამოქანდა. ზუსტად ამ დროს, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, დედა თურმე სადილს ამზადებდა. მოულოდნელად უმიზეზოდ ტირილი აუვარდა, ხატების კუთხესთან მისულა და დედის ლოცვა წარმოუთქვამს. რამდენიმე სანტიმეტრით ამცდა ის მოზვერი, რომელიც მერე მამაკაცებმა დააკავეს... მეტს ვერაფერს დავამატებ... მარიამობას გილოცავთ, მისი მადლი გფარავდეთ და საყვარელი ადამიანების ლოცვის ძალა არ მოგაკლდეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0