ქართული ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ აქვს

© photo: courtesy of Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე კოლეგებთან ერთად
ვახტანგ ბერიძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხო სიტყვათა ლექსიკონში სიტყვა ფესტივალი (Festival) განმარტებულია როგორც ხელოვნების რომელიმე სახეობისადმი მიძღვნილი მხიარული, სადღესასწაულო ღონისძიება.

სასიხარულოა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, თურმე 40-ზე მეტი ფესტივალი ტარდება. მათ რიცხვშია ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“, რომელიც მთიან აჭარაში ტარდება და მისი ხელმძღვანელის სიტყვებით, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

წელს, ლიტერატურულ ფესტივალს „ზე-კართან“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შუახევისა და ხულოს მერია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ დააფინანსებს. იგი 26-დან 29 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ამ ფესტივალზე და კიდევ სხვა საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებზე სასაუბროდ, მის დამაარსებელს და დირექტორს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე
ვახტანგ ბერიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე

- ბატონო ვახტანგ, მსგავსი სახის ფესტივალი მართლა უნიკალურია და არსად ტარდება?

— მე ვაკეთებ ფესტივალს „ზე-კართან“, სიმართლე გითხრათ, ამ ტიპის ფესტივალი ამ ფორმით რომ ტარდებოდეს, მართლა არ მსმენია.  სიყვარულით წამოწყებულ საქმეს ყოველთვის კარგი გაგრძელება აქვს. ექვსი წლის წინ, სწორედ ამ რწმენით ურთულეს საქმეს შევეჭიდე. წელს შუახევი მეექვსედ უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს „ზე-კართან“. ჩემს იდეას, რომ შუახევი ლიტერატურის ცენტრი გამხდარიყო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეასხა ხორცი. ფესტივალი პირველად 2013 წელს დაიწყო აჭარის მაღალმთიანეთში. იმ პერიოდში ვმუშაობდი შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც კულტურული ცხოვრების აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა სახის ღონისძიებები იქნებოდა ამ რაიონისთვის უფრო მნიშვნელოვანი, თანაც ისე, რომ  შემეცნებითიც ყოფილიყო, ღირებულიც და ამავდროულად საინტერესოც. წელს, ხულოს მუნიციპალიტეტი, როგორც მასპინძელი შემოგვიერთდა. ამიერიდან, ესაა შუახევისა და ხულოს ფესტივალი. ვფიქრობთ, მომავალში, მესამე, ქედის მუნიციპალიტეტიც შემოვიერთოთ. რის შემდეგაც ფესტივალი მთლიანი აჭარის ფესტივალი გახდება. მომავალში, ვგეგმავთ, რომ ფესტივალი სხვადასხვა დღეს ისეთ რეგიონში ჩატარდეს, როგორიცაა, ახალციხე, ადიგენი, გურია…

© photo: courtesy of Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე
ვახტანგ ბერიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე

- თქვენი აზრით, ფესტივალის ყველაზე საინტერესო მომენტი რომელია?

— ერთ ასეთ საინტერესო მომენტს ფესტივალს წელს დავამატებთ — ეს იქნება „კინო-პოეზია“, რაც ახალგაზრდა რეჟისორებისა და შემოქმედებისთვის სტიმული გახდება. თავიდან კენჭისყრით უნდა შეირჩეს ხუთი რეჟისორი და ხუთი მწერალი, მერე მწერლები ერთმანეთის შემოქმედებაზე სცენარს დაწერენ, რაც რეჟისორებზე კენჭისყრით გადანაწილდება. რომელი რეჟისორიც მოუწევთ მათზე ხუთწუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ჩვენება მოეწყობა ამ ფესტივალის ფარგლებში და გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადავცემთ.

© photo: courtesy of Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე ირაკლი საღლიანთან ერთად
ვახტანგ ბერიძე ირაკლი საღლიანთან ერთად - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე ირაკლი საღლიანთან ერთად

- თქვენ გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობებითაც გამოირჩევით…

— პროფესიით გახლავართ რეჟისორი, ხუთი სპექტაკლის ავტორი ვარ. სამი წელი ვიყავი ერთ-ერთი კულტურის ცენტრის დირექტორი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარე. ვარ ბრიტანეთის საბჭოს მასტერ-კლასების აქტიური მონაწილე. ვეცნობი თანამედროვე მსოფლიო ფესტივალების მიმდინარეობებსა და მოვლენებს და ვცდილობ, საქართველოში დავნერგო ფესტივალები, რომლებიც ქართულ კულტურას კიდევ უფრო მეტად განავითარებს.

© photo: courtesy of Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე მეგობრებთან ერთად
ვახტანგ ბერიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე მეგობრებთან ერთად

- ხომ არ აპირებთ, სამომავლოდ რაიმე ახალი ფესტივალის დაარსებას?

— სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ექსპერიმენტული სპექტაკლების ფესტივალი დავაფუძნო. მე ამავდროულად მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-ცენტრი“, რომლის ფარგლებში ვახორციელებდი პროექტს „თეატრი ბორბლებზე“, ანუ სხვადასხვა თეატრის მსახიობებს ვიწვევდი, ვდგამდით სპექტაკლებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც სახელმწიფო თეატრებში, ისე რაიონის კერძო თეატრებში ვაჩვენებდით. ეს იყო სპექტაკლები აქტუალურ თემებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ყველას აწუხებს. მინდა, რომ ქართულ კულტურაში ახალი ცხოვრება დაიწყოს. დღეს სამწუხაროდ, ისევ 90- იანი წლების გავლენის ქვეშ ვართ. რაც შეეხება, ფესტივალს „ზე-კართან“- ამ სახელში ზენა არის კარი, სადაც ადამიანი  ღმერთთან ახლოსაა. ჩემი აზრით, ზეკარი — გარკვეული უღელტეხილია რეალობასა და უსასრულობას შორის და მეც სულ ამ უსასრულობაში დავქრივარ…

ყველა ახალი ამბავი
0