სვისტო - ერთადერთი პროფესიონალი ჯამბაზი კიკბოქსინგის სპორტსმენებს შორის

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად
დიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიმიტრი დემურაძე სპორტსმენია, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, ამჟამად კიკბოქსინგის მწვრთნელი. ერთ დღეს გადაწყვიტა რიგნი საცირკო არენით ჩაენაცვლებინა, ამიტომ ჯამბაზის ფორმა მოირგო და ყველაზე რთულ საქმეს შეეჭიდა...

 დიმიტრიმ ხალხის კარგ განწყობაზე ზრუნვა და ბავშვების გამხიარულება დაიწყო. საამისოდ სცენური სახელი სვისტოც კი მოირგო…

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე
დიმიტრი დემურაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე

- დიმიტრი, რატომ გადაინაცვლეთ საცირკო არენაზე?

— ძირითადად  მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ოჯახში ყველა მსახიობები მყავს: დედა, მამა, ბიძა, მათ გარემოცვაში ვიზრდებოდი და მეც მსახიობობა მომინდა. პატარაობიდან ჭკუას ვხმარობდი და ყველას ვეკითხებოდი: ეს როგორ კეთდება მეთქი. ხან მივიდოდი და როცა ბიძა რაიმეს აკეთებდა, წინ დავუდგებოდი და ყველაფერს ჩემით ვსწავლობდი. ასე რომ, თვითნასწავლი ვარ. მერე მეც მომინდა, რომ ჩემი თავი მსახიობის ამპლუაში გამომეცადა, ამიტომ ჯამბაზის ფორმა ჩავიცვი. მახსოვს, პირველად რომ გამოვედი ხალხის წინაშე მთელი სხეული მიკანკალებდა, მაგრამ გავუძელი. შემდეგ შევეგუე ამ როლს და დღეს უკვე  პროფესიონალი ჯამბაზი ვარ. სხვადასხვა ნომრებს დავეუფლე: ჟონგლიორობა, ილუზია, აკრობატიკა…

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად
დიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად

- სპორტზე უარი არ გითქვამთ?

— არა, პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. დღეს კიკბოქსინგში ბავშვებს ვავარჯიშებ. სპორტზე უარს არასოდეს ვიტყვი. სხვათაშორის სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი ჯამბაზი ვარ, აქ სხვა არავინ მეგულება. საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი გახლავართ. საქართველოში პირველი ადგილი ავიღე. მერე ღია ტურნირებშიც მივიღე მონაწილეობა. მერე ვიფიქრე, რომ მხოლოდ ქაღალდის გულისთვის ვცემდი და მცემდნენ და რინგზე გასვლაზე მეტად შემოსავლიანი რომ გამხდარიყო  მწვრთნელობა დავიწყე და მოსწავლეები ავიყვანე.

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე
დიმიტრი დემურაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე

-სვისტო რატომ დაირქვით?

— თავიდან, სანამ სახელს მოვიფიქრებდი, ბიძაჩემის, კუჭკუჭის სახელით გამოვდიოდი, მერე მან მითხრა, რომ მოდი, შენი სახელი მოიფიქრე და ყველაფერი შენი გააკეთეო. ამ აზრმა დამაფიქრა და ჩემი ფორმა შევიკერე, ჩემი სახელი დავირქვი და დღეს უკვე საკუთარი ნომრებით გამოვდივარ. სვისტო — ეს სახელი დეიდაჩემმა მომაფიქრებინა და მომეწონა. ესაა ჩემი სცენური სახელი.

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად
დიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე კოლეგებთან ერთად

- ცირკი უკვე აღარ გვაქვს და სად გამოდიხართ?

— ცირკი სამწუხაროდ აღარ გვაქვს, მე დაბადების დღეებზე გამოვდივარ, მაგრამ უფრო ხშირად სკოლებსა და ბაღებში. ძალიან რთული პროფესია ყოფილა გააცინო ყველა, მაშინაც კი როცა არ გეცინება, მაგრამ სცენა ასე მოითხოვს, რომ მხიარული იყო. მით უმეტეს, დღეს ყველას სჭირდება, გახარება და გამხნევება. დღეს საქართველოს ყველა კუთხეში გამოვდივარ ხოლმე. სვისტოს ყველა გამოსვლა თითქოს დასამახსოვრებელია და ეს მახარებს. ამ ახალი ფორმით და ამპლუაში უფრო კახეთში გამოვდივარ.

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე
დიმიტრი დემურაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე

- სვისტოს უჩვეულო გამოსვლა თუ გახსენდება?

— ერთხელ კახელებმა აქეთ ჩაგვიტარეს ცირკი. კახეთის ერთ საბავშვო ბაღში მივედით და14 ბავშვი დაგვხვდა, მაგრამ მაინც ჩავატარეთ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კონცერტი იმ ბავშვებმა ჩაგვიტარეს. აქეთ გვაცინეს იმდენი, რომ სიცილით გული შეგვიწუხდა. მერე გვეპატიჟებოდნენ კიდევ ჩამოდით ჩვენთანო.

 

© photo: courtesy of Clown Svistoდიმიტრი დემურაძე
დიმიტრი დემურაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი დემურაძე

- საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არენა უფრო გადაწონის თუ რინგი?

— ამას ვერ გეტყვით, ორივე პროფესია ძალიან მიყვარს. ორივეს ნორმალურად ვერგები. რინგზე იუმორი არაფერში მადგება- იქ სულ არ არის საჭირო. ჯამბაზობაში კი სპორტსმენობა უფრო საჭიროა იმ თვალსაზრისით, რომ ძალა და წონასწორობის დაცვააა აუცილებელი.

-როგორია კარგი ჯამბაზი?

— კარგი ჯამბაზი თავის როლს ცხოვრებაშიც კარგად ასრულებს, ეს პროფესია ოპტიმიზმს მატებს… საერთოდ იცოდეთ, რომ როცა ჯამბაზი იცინის მის გულში რა იმალება მარტო მან იცის…

ყველა ახალი ამბავი
0