„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!"

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე
მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა როლს თამაშობს სათამაშო ბავშვის აღზრდაში

ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა ან დროის გაყვანის საშუალება არ არის. თამაში ბავშვის გონებრივი, ასევე მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცილებელი პირობაა.

წარმოსახვითი და ფიზიკური თამაშები ბავშვის სამყაროს ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეურჩიოს შვილს სათამაშო, რა პრინციპით ისარგებლოს ბავშვისთვის თამაშის ხელშეწყობის და კომფორტული გარემოს შექმნის დროს.

მშობელმა ბავშვი სათამაშოებით ასაკის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. ასევე სათამაშოები და თამაშის სხვადასხვა სახეობა უნდა შეურჩიოს ასაკის გათვალისწინებით.

© Pixabay / cherylholtბავშვი და სათამაშო
ბავშვი და სათამაშო - Sputnik საქართველო
ბავშვი და სათამაშო

— უმნიშვნელოვანესია სათამაშო  იყოს უსაფრთხო.

—  ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია, ამიტომ როცა შეამჩნევთ, რომ რომელიმე კონკრეტული სათამაშო აღარ მოსწონს, შეუნახეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ის სხვა სათამაშოთი ჩაანაცვლეთ. შემდეგ კვლავ გამოუჩინეთ და ნახავთ, რომ ახალი ინტერესით დაიწყებს თამაშს.

© Pixabay / OldiefanСладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой
Сладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой - Sputnik საქართველო
Сладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой

— სასურველია ბავშვთან ერთად აქტიურად ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამ დროს თქვენგან ბევრს ისწავლის, გახდება უფრო თავდაჯერებული და ლაღი. ამ დროს უვითარდება წარმოსახვა, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სწავლობს ემოციების მოთოკვას.

— ფიზიკურ თამაშს მოაქვს სარგებელი: ის ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს სტრესს და გაღიზიანებას. თუ ბავშვს არ გამოუყოფთ აქტიური თამაშისთვის საკმარის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღიზიანება და პროტესტი, რაც ცუდად აისახება მის შრომისუნარიანობაზე.

— გაითვალისწინეთ, ფიზიკური თამაშის ნაკლებობა შესაძლებელია ბავშვებში ზედმეტი წონის მიზეზიც გახდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0