მამა თადეოზისგან ნაზიარევი ოპერის სიყვარული – კიდევ ერთი ქართველი ლა-სკალას აკადემიაში

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი
გიორგი ლომისელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ქართველების წარმატების ამბავი მაქსიმალურად გავაშუქოთ და ამ მხრივ საინტერესო ფაქტები თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მსოფლიო საოპერო კულტურის სამჭედლოს, ლა-სკალას აკადემიას კიდევ ერთი ქართველი ხელოვანი შეუერთდა.

გიორგი ლომისელმა მუსიკასთან ურთიერთობა გალობით, ხალხური და საესტრადო სიმღერებით დაიწყო. სწავლობდა გოგი დოლიძის სახელობის კოლეჯში, მერე კონსერვატორიაში ჩააბარა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად აიყვანეს. ოპერის თეატრში გამართული საერთაშორისო კონკურსის და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. მომღერალი ყველასთვის საოცნებო ლა-სკალას აკადემიაში ჩაირიცხა.

© courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი
გიორგი ლომისელი - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი

– ბატონო გიორგი, ხალხური მუსიკით არაერთ საოპერო მომღერალს დაუწყია თავისი კარიერა, გარდა მუსიკალური გამოცდილებისა, რა მოგცათ ფოლკლორის სწავლის პერიოდმა?

— ჩემ ოჯახში ყველას კარგი სმენა აქვს, თუმცა მომღერალი არავინაა. სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე და ვასრულებდი ხალხურ და საესტრადო სიმღერებს და ვგალობდი ტაძარში. რაც შეეხება იმას, თუ რა მასწავლა ქართულ ფოლკლორთან ურთიერთობამ, მოგეხსენებათ, ის მსოფლიოში გამორჩეულია მუსიკალური წყობით, სიღრმითა და მრავალფეროვნებით, მისი შესრულება ავითარებს არა მარტო მუსიკალურ შესაძლებლობებს, არამედ შემსრულებელს ინტელექტუალ მომღერლადაც აყალიბებს. რის შემდეგაც პრობლემას აღარ წარმოადგენს ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების მრავალხმიანობა და სირთულე, ფოლკლორი მუსიკისადმი ინდივიდუალურ დამოკიდებულებას გიყალიბებს. ჩემ სახლთან ახლოს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სადაც მოღვაწეობს დეკანოზი თადეოზ გაბუნია, მან დაამთავრა კონსერვატორია ვოკალის განხრით და საოცარი საოპერო ხმა აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ მამა თადეოზთან ურთიერთობითა და მისი სწავლებით საოპერო ხელოვნების თანაზიარი მეც გავხდი. სწორედ მან მიწინასწარმეტყველა, რომ კონსერვატორიის სტუდენტი გავხდებოდი და ასეც მოხდა.

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი
გიორგი ლომისელი - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი

კონსერვატორიაში აქტიური სტუდენტი იყო და მანამდე მიღებული გამოცდილება საკმაოდ დაეხმარა იმაში, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ოპერის სტაჟიორი გამხდარიყო. სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში და, როგორც აცხადებს, ის დრო მისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. როდესაც მეგობრის, ირინკა შერაზადიშვილისგან ლა-სკალას აკადემიაში მოსალოდნელი მოსმენის შესახებ შეიტყო, ბევრი არ უფიქრია და ბედი და შესაძლებლობები სცადა. საკმაოდ რთული კონკურსის შემდეგ იგი აიყვანეს ლა-სკალას აკადემიაში, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისწავლის.

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი
გიორგი ლომისელი - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი

გიორგი ლომისელი: ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის, პირველ რიგში, სწორედ ლა-სკალას აკადემიაში აყვანას უკავშირდება, რაც მაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს კარიერული თვალსაზრისით. ახლახან გავიმარჯვე თბილისში გამართულ პირველ საერთაშორისო კონკურსზე Opera crown-ში, სადაც კონკურსანტებს მსოფლიოში საუკეთესო თეატრების დირექტორები, მენეჯერები და დამსახურებული საოპერო მომღერლები აფასებდნენ.

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად
გიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად

– გაიხსენეთ პიროვნება, ვინც თქვენი ცხოვრება და გარკვეულად ცხოვრებისეული დამოკიდებულებები შეცვალა…

— ჩემი მუსიკალური გემოვნებისა და სიმღერისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო ბარიტონს ლადო ათანელს. მისი სრულყოფილება, რომელიც აერთიანებს უდიდეს, ულამაზეს ხმასა და სასცენო ხელოვნების მაღალ კლასს, ჩემთვის ყოველთვის იყო და არის სათაყვანებელი. 2015 წელს სწორედ ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მომეცა საშუალება მაესტროსგან სრულიად უანგაროდ მიმეღო მასტერ-კლასები და საუკეთესო რჩევები. ჩვენი ურთიერთობა დღესაც გრძელდება, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი და მისი მეუღლის, ქალბატონი მანანა ჩიქოვანის მადლიერი ვიქნები.

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი
გიორგი ლომისელი - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი

– რომელია თქვენი საოცნებო არია და პარტნიორი სცენაზე?

— საოპერო ხელოვნებაში იმდენი შედევრია შექმნილი, რომ გამიჭირდება გამოყოფა, კარგი მუსიკის შესრულება ყოველთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება საოცნებო პარტნიორს, ნებისმიერ პროფესიონალ მომღერალთან უდიდესი სიამოვნებით ვიმღერებ.

© photo: courtesy of Giorgi Lomiseliგიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად
გიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ლომისელი მაესტროსთან ერთად

– როგორია თქვენი ცხოვრება სცენის მიღმა?

— სამწუხაროდ, ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს, რადგან მართლა ვერ წარმომიდგენია ცხოვრება სცენისა და სიმღერის გარეშე და, სიმართლე რომ გითხრათ, არც მინდა, რომ წარმოვიდგინო…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0