პრეზიდენტის სტიპენდიანტი დიზაინერი, რომელიც „სპეცნაზელობაზე“ ოცნებობდა

გამოწერა
ბაქოში 17-დან 19 მაისის ჩათვლით „fashion week“ ჩატარდა. მასში ქართველი დიზაინერებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო დიზაინერი ანი ტიტვინიძე, რომელსაც ფეხსაცმლიდან დაწყებული კაცის ფრაკებით დამთავრებული ყველაფერი აქვს დამზადებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „Room”-ში, სადაც მისი ნაწარმი იყიდება, ერთ დღეში შეუძლია შეკვეთილი სამოსის ჩაბარება. ანის ბაქოში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძე
ანი ტიტვინიძე - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძე

- ანი, როგორ ჩაიარა ჩვენებამ?

— მე პირველად ვიყავი ბაქოს „fashion week“-ზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, შთაბეჭდილებებით სავსე. საქართველოდან რამდენიმე დიზაინერია წარმოდგენილი. მე მივიღე მონაწილეობა „შოუ-რუმში“, სადაც ჩვენი ახალი მზა კოლექცია მქონდა წარდგენილი. აქ პირადად ჩემი ისეთი ყოველდღიური სამოსია, რომელიც შესაძლოა, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელთან ერთნაირად კარგად მოიხდინო.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძის მიერ შექმნილი სამოსის მოდელები ბაქოში
ანი ტიტვინიძის მიერ შექმნილი სამოსის მოდელები ბაქოში - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძის მიერ შექმნილი სამოსის მოდელები ბაქოში

- პროფესიონალი დიზაინერი ხართ და რას თვლით ყველაზე დიდ წარმატებად ცხოვრებაში?

— მე ნიკო ნიკოლაძის კოლეჯი დავამთავრე, შემდეგ- სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტი, მოდის დიზაინერი ვარ. ვთვლი, რომ ცხოვრებაში დიდი წარმატება და ბედნიერებაა იპოვო ის საქმე, რაც შენია და რაც გაინტერესებს, რასაც გრძნობ, რათა ის სიყვარულით გააკეთო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ყოველდღიურობაში ძნელია აკეთო ის, რაც არ გიყვარს, ჯერ ერთი, არც გამოგივა. ჩემს შემთხვევაში, მე ვიპოვე ის, რაც ორგანულად და შინაგანად ჩემია და კარგად გამომდის.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძე ბაქოში
ანი ტიტვინიძე ბაქოში - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძე ბაქოში

- მოდი, ზოგადად მოდაზე ვისაუბროთ: იყო დრო, როცა თბილისში, რატომღაც, დაბალი გემოვნების მაჩვენებლად ითვლებოდა თუკი ფერადი ტანისამოსი გეცვა…

— შავი ფერი ყოველთვის კლასიკაა და ყოველთვის ეცვათ, მით უფრო, საქართველოში. შავი ისეთი ფერია, რომელშიც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს.

- ალბათ სხეულის ნაკლსაც ფარავს და გარკვეულად ამიტომაც…

— კი, სადღაც ეგეცაა… აშკარად ფარავს და ამის გამოც იცვამენ. ისე განწყობაზეცაა დამოკიდებული ბევრი რამ… ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ისეთი განწყობა გაქვს, როცა შავი ფერის სამოსში უფრო კარგად გრძნობ თავს. თუ შეგიმჩნევიათ, რომ აქტიური და ხალისიანი ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო ფერადი სამოსი მოირგონ. ჩემს სამოსშიც უფრო ხალისიანი ფერებია, მით უფრო ახლა, სეზონიდან გამომდინარე, მინდა, რომ ეს მოდელები ფერადი იყოს.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძე ბაქოში
ანი ტიტვინიძე ბაქოში - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძე ბაქოში

- საკმაოდ კარგად ხატავთ და ფერწერას რომ გაყოლოდით ამის სურვილი არ გქონიათ?

— სხვათაშორის ჩემი ერთი  ნახატი ადრე კარგად შეფასდა და პრეზიდენტის სტიპენდიანტიც გავხდი. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და 13 წლის ვიყავი, „ძველი თბილისი“ აკვარელში დავხატე. ვისაც რა უნდოდა ორი საათის განმავლობაში უნდა დაგეხატა. შემდეგ გამოფენა იყო და იქ გამოვლინდნენ გამარჯვებულები- სტიპენდიანტი სამი ადამიანი გახდა. გამარჯვების მერე 250 ლარი მერიცხებოდა ერთი წლის განმავლობაში.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძე
ანი ტიტვინიძე - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძე

-და ეს არ გახდა იმის სტიმული, რომ ხატვა გაგეგრძელებინათ?

— რატომღაც დიზაინის მიმართულებით წავედი… ბავშვობიდან ასევე ძალიან მიყვარდა კერვა, თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს. თუმცა ბავშვობაში ისეთი პროფესია მინდოდა, გაგიკვირდებათ და გაგეცინებათ… პოლიციელი ან გამომძიებელი მინდოდა გამოვსულიყავი, ანუ შინაგანად მაქვს ამ პროფესიისადმი მიდრეკილება. ალბათ ეს ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეა…

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძე "ROOM"-ში
ანი ტიტვინიძე ROOM-ში - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძე "ROOM"-ში

- ანუ კანონმორჩილი დიზაინერი ხართ?

— კი, ალბათ ეგრეა. სკოლაში როცა მეკითხებოდნენ: ვინ გინდა რომ გამოხვიდეო, მათ ასე ვპასუხობდი:“ სპეცნაზელი“ მეთქი. ბიჭებს ექიმობა და სტომატოლოგობა უნდოდათ და ჩემს სურვილზე იცინოდნენ: შენ ხარ გოგო და ჩვენ ბიჭებიო?

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeმაღაზია "ROOM" თბილისში
მაღაზია ROOM თბილისში - Sputnik საქართველო
მაღაზია "ROOM" თბილისში

-არადა, გარეგნული მონაცემების წყალობით მოდელობაზეც უნდა გქონოდათ პრეტენზია…

— სხვათაშორის, მოდელობაც მინდოდა ერთი პერიოდი და ამ სფეროშიც ვცადე ბედი, მაგრამ ერთ დღესაც, ასეთი კითხვა დადგა ჩემს წინაშე: ჩამაცვან თუ ჩავაცვა? გადავწყვიტე, რომ ჩავაცვა! მას შემდეგ ამ სფეროში ვარ და ჩემი სამოსის მუდმივი მომხმარებელი მყავს. ჩემი მაისურები გერმანიაში კარგად გადის.

© Photo: Courtesy of Ani Titvinidzeანი ტიტვინიძის ფეხსაცმლის მოდელი
ანი ტიტვინიძის ფეხსაცმლის მოდელი - Sputnik საქართველო
ანი ტიტვინიძის ფეხსაცმლის მოდელი

- თუმცა მარტო სამოსს არ დასჯერდით…

— ფეხსაცმლიდან დაწყებული კაცის ფრაკებით დამთავრებული ყველაფერი მაქვს დამზადებული. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანაშიას ქუჩაზეა ჩვენი მაღაზია „Room”, სადაც ერთ დღეშია შესაძლებელი, რომ დავამზადოთ ის, რაც დამკვეთს სურს. ანუ დილით მოტანილ ქსოვილს, ის ერთხელ მოირგებს და საღამოს უკვე შეძლებს მის წაღებას. მე და ჩემს დამხმარეს ერთ საათშიც შეგვიძლია შეკვეთის ჩაბარება.

-სწრაფად და ხარისხიანადაც?

— რა თქმა უნდა,  ნამდვილად ეგ ვარიანტია. საერთოდ საქმიანობიდან გამომდინარე ჩემი სურვილი რომ ჩამოვაყალიბო, სლოგანივით გამომივა: „მინდა, ადამიანები გავაფერადო“. ყოველდღიურობაში იმდენი პრობლემა აქვს ყველას, რომ ტანსაცმელი განწყობას გვიქმნის. როცა ფერადი გაცვია, შენც უფრო ცდილობ, რომ შესაფერისად „გაფერადებული“ იყო…

ყველა ახალი ამბავი
0