ფანტასტიკური დამთხვევა, ანუ „გაცოცხლებული" პროტოტიპი მეტროში

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილი
ირინა ჩიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, სადაც თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ლექსებს წერს და ყოველი მეხუთე ხატავს, ბევრს კამათობენ - კარგია ეს თუ ცუდი? ცხადი ერთია - ხელოვანისთვის თავის დამკვიდრება ჩვენში არც ისე ადვილია.

მათზე მასალების წერის დროს ერთს დავაკვირდით — ყველა შემთხვევაში უმრავლესობისთვის თავად ახლის შექმნის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი და სიხარულის მომტანია. ხელოვნების მისიაც ხომ ესაა?..

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი

დღეს კიდევ ერთ საინტერესო ქართველ მხატვარს ირინა ჩიტაშვილს გაგაცნობთ. ხატვა ორი წლის ასაკიდან დაიწყო და პირველი, რაც დახატა, ბავშვი იყო. მას შემდეგ მისი ნახატების ინსპირაცია და შთაგონება ადამიანი, ბიბლია და სახარებაა. მის ერთ ნახატში, შეიძლება ითქვას, ერთდროულად ბევრი ნახატია. 16 ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული და, მისი აზრით, ყველა შემთხვევაში ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო იწყებოდა…

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილი გამოფენაზე
ირინა ჩიტაშვილი გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ირინა ჩიტაშვილი გამოფენაზე

- ქალბატონო ირინა, დღეს დიდი კონკურენციაა, ძნელია სხვებს არ დაემსგავსო, თქვენ როგორ მოძებნეთ საკუთარი გზა და სტილი?

— დღეს საქართველოში ნამდვილად ბევრი ძალიან ნიჭიერი მხატვარია და თავი რომ დაიმკვიდრო ამ სფეროში, ბევრი უნდა იშრომო. სულ ძიებაში უნდა იყოს და არასოდეს დასჯერდე მიღწეულს. მეტი უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს და ბოლომდე დაიხარჯო. რაც შეეხება ჩემ სტილს, ის თავისთავად და ბუნებრივად, ჰაერივით შემოიჭრა ჩემ სამყაროში.

ბავშვობიდან მიყვარდა ერთ ნახატზე ბევრი ფიგურის გამოსახვა. ვხატავდი სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებას გამოხატავდნენ. ალბათ აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩემ სტილსაც. პირველი გამოფენა 19 წლის ასაკში მქონდა და დღემდე კარგად მახსოვს, რომ მაშინ საზოგადოებისგან ბევრი სითბო და ყურადღება ვიგრძენი. მას შემდეგ პერიოდულად ვიღებ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას. აქ, ჩემი აზრით, უფრო კარგად ხედავ საკუთარი შემოქმედების ნაკლსაც და დადებითსაც, უფრო ხედავ როგორც მხატვარი როგორ იზრდები. უკვე 16 ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. დედა კარგად ხატავდა, მაგრამ ჩემთვის არასოდეს ურჩევია პროფესიად მხატვრობა ამერჩია, თუმცა ხელს ყოველთვის მიწყობდა.

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი

- თქვენი ნახატების თემატიკა სიმბოლოებით გამოსახული ბიბლიური და ირეალური სამყაროა…

— ჩემი ნახატები სიურრეალისტურია, ეს მიმდინარეობა მიყვარს. ხელოვნებაში მისტიკური და შეუცნობელი მიზიდავს. ხატვა ორი წლის ასაკიდან დავიწყე და პირველი, რაც დავხატე, ბავშვი იყო. მას შემდეგ ჩემი ნახატების ინსპირაცია და შთაგონება ყოველთვის ადამიანია. მისი სხვადასხვა ხასიათი და შინაგანი სამყარო გადამომაქვს ჩემ შემოქმედებაში ისე, როგორც ვხედავ, ვგრძნობ და აღვიქვამ. ბიბლია და სახარებაც არის ჩემთვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო. ამ საგაზაფხულო გამოფენაზე ბიბლიურ თემაზე შესრულებული ნამუშევარი “ხარება” გავიტანე. როცა ვხატავ, ძალიან რთულია გადმოვცე ის, რას ვგრძნობ, ამის აღწერა შეუძლებელია. თითქოს გასული ვარ მატერიალური სამყაროდან და მხოლოდ ფერებსა და ფორმებს ვხედავ.

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილი
ირინა ჩიტაშვილი - Sputnik საქართველო
ირინა ჩიტაშვილი

- ხომ არ გახსენდებათ თქვენს ნახატებთან დაკავშირებული ყველაზე უჩვეულო ამბები?

— საერთოდ უცნაური ამბები ჩემ ნახატებთან დაკავშირებით ხშირად მომხდარა. მათგან ორ უცნაურ ამბავს გამოვყოფდი… რამდენიმე წლის წინ ტუშით ერთი ჩანახატი ძალიან სწრაფად დავხატე. ეს იყო ალბათ უფრო მხიარული და სახალისო კარიკატურა, რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ადამიანები, რა თქმა უნდა, არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩემ დახატულ პერსონაჟს ორი წლის წინ… მეტროს მატარებელში არ გადავაწყდი. მას გაოცებული მივაშტერდი ისე, თითქოს ჩემი ნახატი გაცოცხლდა და ჩემ წინ დაჯდა. მას იქამდე ვუყურებდი, სანამ მატარებლიდან არ ჩავიდა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ძალიან ავღელდი…

© Photo: Courtesy of Irina Chitashviliირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინა ჩიტაშვილის ნამუშევარი

მეორე ამბავი დაკავშირებულია ჩემ ნახატთან „აისიდან დაისამდე“. ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით ისე მოხდა, რომ შარშან 85 წლის მხატარი ელენე ლუხუტაშვილი გავიცანი. მისმა შემოქმედებამ გამაოცა და ამ პიროვნებამ სულში სითბო დამიტოვა. როცა სახლში დავბრუნდი, მაშინვე ხატვა დავიწყე. მასში თითქოს ყველა ბებოს სახე გავაერთიანე, გამახსენდა ჩემი ბებოც, ეზოში სკამზე რომ ჩამოჯდებოდა და თითქოს მთელი ცხოვრების განვლილ გზაზე ფიქრობდა… საერთოდ, მინდა რასაც ვგრძნობ, რაც ძალიან მიყვარს და რაშიც ენერგიას, სულს და გულს ვდებ, ის ადამიანებამდე მივიტანო. საზოგადოების სითბო და ყურადღება ჩემი შემოქმედების მიმართ სტიმულია ჩემთვის, მეტი ახალი იდეა მიჩნდება და საქმეს მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები. კიდევ, დაკვირვებული ვარ, თითქმის ყველა გამოფენის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო იწყება…

ყველა ახალი ამბავი
0