ქართველი ზარნიშის ოსტატი ჰოლანდიაში ვორკშოპებზე მიიწვიეს

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliალექსანდრე აღდგომელაშვილი
ალექსანდრე აღდგომელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ზარნიში, ანუ ლითონის ნივთების მოვარაყება ძველი ხელობა არ გახლავთ, თუმცა სიძველეების მოყვარულებში ძალიან პოპულარულია. მე-19 საუკუნეში ლითონის მოვარაყების მცოდნე ქართველი ოსტატები გვყავდა. დღეს ისინი არც ისე ბევრია და მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ბატონი ალექსანდრე აღდგომელაშვილია, რომელმაც ეს საქმე დამოუკიდებლად შეისწავლა.

მის მიერ მოვარაყებული ხანჯლები კოლექციონერების დიდი მოწონებით სარგებლობს. ბატონ ალექსანდრეს უკვე უცხოეთშიც იცნობენ. ამ საქმით დაინტერესებულმა ჰოლანდიელებმა ის უკვე მეორედ მიიწვიეს.

– ბატონო ალექსანდრე, ბავშვობაში დანებით თითქმის ყველა ბიჭია დაინტერესებული, თქვენ ამ მხრივ გამონაკლისი იყავით?

— მე ალბათ გამონაკლისი ვიყავი… საერთოდ, იარაღის მოყვარული არ ვარ და ისე გავიზარდე, რომ ჯიბეში დანა არ მდებია. ზოგს ისე უყვარს, საყურებლად, კედლებზე, ხალიჩებზე უკიდია, ეტრფის, მტვერს წმენდს. მე ესეც არ მახასიათებს, მოკლედ, იარაღი ჩემი მოწოდება არ არის. აი, მასზე მუშაობა, ორნამენტების გაკეთება კი ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, ეს მართლა ჩემი საქმეა. ყოველთვის ვცდილობ, შედეგი გავაუმჯობესო და უკეთესი შევქმნა.

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი

– საიდან გაჩნდა ასეთი საქმიანობისადმი თქვენი დაინტერესება?

— იარაღთან მუშაობა შემთხვევით დავიწყე. მასთან მამას ჰქონდა შეხება, ის რელიეფზე მუშაობდა და ქვაზე კვეთის სპეციალისტი იყო. მე 23-25 წლის ვიყავი, ამ საქმით რომ დავინტერესდი. შემთხვევით გავიცანი მშრალ ხიდზე კერძო კოლექციონერი, ბატონი ოთარ მანგოშვილი, რომელსაც ავუხსენი რა შემეძლო. ჩემი საქმიანობა მასთან თანამშრომლობის დონეზე დაიწყო. ძირითადად ვმუშაობ ინკუსტრაციაზე, ზარნიში რასაც ჰქვია. თუმცა დანის პირებსაც ვაკეთებ. დაახლოებით 15 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. უცხოეთში უკვე მეორედ ვარ მიწვეული, 13—15 აპრილს ჰოლანდიაში ვორკშოპები ხელმეორედ უნდა ჩავატარო. ამ ვორკშოპის ორგანიზატორი ნიდერლანდებში მცხივრები ქართველი მჭედელი გოჩა ლაღიძეა. მისი პირადი კოლექციიდან ბევრი დაკვეთა მაქვს შესრულებული. ძალიან გამიკვირდა, რომ ჰოლანდიაში ხელმეორედ მიმიწვიეს, რადგან იქ ერთსა და იმავე თემაზე, როგორც წესი, გუნდი არ იკრიბება ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმით უცხოელები ძალიან დაინტერესებული არიან.

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliვორქშოპზე ჰოლანდიაში
ვორქშოპზე ჰოლანდიაში - Sputnik საქართველო
ვორქშოპზე ჰოლანდიაში

– პროფესიით გეოლოგი ხართ, რაც ასევე სიძველესთან შეხებას ითვალისწინებს…

— თქვენ წარმოიდგინეთ, გეოლოგიც შემთხვევით ვარ. გეოლოგად მუშაობის ერთი დღის პრაქტიკაც არ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თვითნასწავლი ვარ. ჩემი წახალისება ის იყო, რომ ძველ ნივთებთან მქონდა შეხება, როცა მათ რესტავრაციას ვუკეთებდი. სანამ ზარნიშს შევისწავლიდი, ძველ ნამუშევრებს ვსწავლობდი და მათ სპეციფიკას ვხედავდი. ისინი, რასაც ჰქვია, ვიზუალით შევისწავლე. რომ მენახა, როგორ ამზადებენ მათ, ეს არ ყოფილა.

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი

– ზოგადად ზარნიში, ანუ ლითონის ნივთებზე ოქროთი ან ვერცხლით ამოჭრილი სხვადასხვა სახე, ძველი ხელობა არ არის…

— ზარნიშის ხელოვნება ევროპასა და აზიაში ბოლო საუკუნეებში განვითარდა. ჩვენში იყვნენ ამ სფეროს ოსტატები და ისინი დღესაც არიან. მე ეს ხალხი გაზეთებით, წიგნებით, ფოტოებით და მათი ნამუშევრებით გავიცანი. დღეს ისინი ჩემი კოლეგები არიან.

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliუცხოელებთან ერთად
უცხოელებთან ერთად - Sputnik საქართველო
უცხოელებთან ერთად

– ერთი ხანჯლის ზარნიშზე რამდენი ხანი მუშაობთ?

— გაჩნია ნივთს, ზოგადად კავკასიურს თავისი კანონიკა აქვს, რომლის ძირითად საფუძვლებს და წესებს ვერ დაარღვევ. არის განსხვავება ზომებში, ორნამენტებში, ქარქაშზე რომ დეტალები განთავსდება, ყველაფერს შესაბამისი ზომა და დრო სჭირდება. ზოგი სამუშაო თვეობით გრძელდება, რადგან საკმაოდ შრომატევადია.

– სხვა დრო რომ იყოს, თქვენს ძვირფასად მოვარაყებულ იარაღს ქამარზე დაიმაგრებდნენ…

— დღესაც არიან ამის მსურველები, მაგალითად ჩოხოსნები, მაგრამ ასეთი იარაღის მოვარაყება საკმაოდ ძვირი ჯდება. ვერცხლის გრავირება ბევრად იაფია. ბევრს უნდა, რომ მისი ქამარ-ხანჯალი ვერცხლის იყოს. მე ძირითადად უცხოელებთან მაქვს შეხება. მათ ყველაფერი აინტერესებთ, მე ძირითადად რესტავრაციაზე ვმუშაობ.

© Photo: courtesy of Aleksandre Agdgomelashviliალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე აღდგომელაშვილის მიერ დამზადებული ხანჯალი

– რომელი იყო ყველაზე უჩვეულო ნივთი, რომელიც ზარნიშისთვის მოგიტანეს?

— ასეთი ბევრი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი ხანჯალი მახსენდება. ძალიან ძველი არ იყო, მაგრამ იმით დამამახსოვრდა, რომ დანის პირზე ისეთი უწმაწური ლექსი ეწერა, გამიკვირდა და გავოგნდი კიდეც! საერთოდ იმ ლექსის შინაარსი იარაღთან არც იყო კავშირში… თავად ეს ფაქტი იყო გასაკვირი და კლიენტმაც მთხოვა, წაშალეო. სხვა გზა რა იყო, წავშალეთ. ადრე იყოს ამის ტრადიცია, რომ დანებზე წერდნენ ხოლმე რაიმე მოწოდებას და მიმართვას, მაგალითად, მტერს სიკვდილი! ამ დანის პირზე კი საშინელება ეწერა. ყველაზე უჩვეულოდ პირველი შეკვეთა მახსენდება, რადგან ეს ჩემთვის პირველი ნაბიჯები იყო. იმ საქმეს ძალიან ადვილად და წარმატებით გავუმკლავდი. პირველივე დაკვეთაზე დიდი მოწონება დავიმსახურე.

– და მაშინ მიხვდით, რომ ეს თქვენი საქმეა, არა?

— დიახ, რაც მთავარია, ჩემთან ერთად ამას სხვებიც მიხვდნენ…

 

ყველა ახალი ამბავი
0