განივთებული ადამიანი და სულშთაბერილი ნივთი – მაზინის ფილოსოფია

გამოწერა
ადამიანს ნივთი წარმოადგენს. ადამიანს ნივთი ანაცვლებს. ნივთი ცოცხლდება. და ადამიანი?

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ვიქტორ მაზინის მოსაზრებებს.

ვიქტორ მაზინი (1958) — რუსი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი. ავტორია მრავალი სტატიისა ფსიქოანალიზის სხვადასხვა პრობლემის, ვიზუალური ხელოვნების შესახებ. მისი სტატიები გამოქვეყნებულია ინგლისურ, ფრანგულ, იაპონურ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ, ფინურ, შვედურ და სხვა ენებზე.

  • სხვათა შორის, ყველაზე დიდი საშინელება არა ფაშისტ-პარანოიდშია, არამედ მასების სურვილში, რომ ფიურერი ჰყავდეს.
ლაო-ძის ქვის სკულპტურა - Sputnik საქართველო
იდეალისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცხოვროთ!
  • თვითგანადგურება იწყება ყველანაირი განსხვავებულობის ამოძირკვით, განადგურებით. ლოზუნგი ცნობილია: ერთი პარტია — ერთი ხალხი — ერთი ფიურერი. ასეთია ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
  • განა ხელოვნების დანიშნულება სკანდალი და მხიარულებაა? განა ის „მხოლოდ თამაშია"? განა მან არ უნდა მოგვცეს შანსი, რაღაც ვიგრძნოთ (თუნდაც ზიზღი), რაღაც განვიცადოთ, რაღაცაზე დავფიქრდეთ? როგორც ჩანს, დღეს იშვიათობა არ არის მაყურებლის პოზიცია — ინტერპასიური, არსობრივად — მკვდარი სუბიექტის პოზიცია. ხელოვნებას მკვდრის გაცოცხლება არ ძალუძს, ხოლო ის, რომ გართობის ინდუსტრია ამხიარულებს და „სკანდალურია", მხოლოდ მოჩვენებითია. სწორედ ის კლავს.
  • ადამიანი თავის მიერ შექმნილი ნივთების სამყაროში ცხოვრობს. პირველყოფილ ადამიანს ორიოდე ჯოხი და ორიოდე ქოთანი ჰქონდა, ახლა კი ის თავითაა გადაშვებული ხელოვნური ნივთების სამყაროში. ადამიანი ხომ არ ეგუება გარე სამყაროს, არამედ ცდილობს, ეს სამყარო შეეგუოს მას, თავის სამყაროს ქმნის. და დღეს ნამდვილად შეიძლება საუბარი ნივთების სამყაროს დროზე.
  • ადამიანის ისტორია ნივთით იწყება. სათამაშო, საწოვარა, ფუმფულა თაგუნია — უბრალო ნივთები კი არა, არამედ გარდამავალი.
  • მექსიკელი მწერალი, ფიპლომატი, ჟურნალისტი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი - Sputnik საქართველო
    მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...
  • ნივთების სამყაროს დროს დროის განუსაზღვრელობაში გადავყავართ. ნივთის, მაგალითად, iPod-ის ყიდვისას ადამიანს ერთდროულად უყვარს კიდეც ის, და იცის, რომ შორს არაა ის დრო, როცა ამ სიყვარულს გადააგდებს, რომ upgrade გააკეთოს.
  • ადამიანი სულ უფრო იფარება გარე ატრიბუტებით. თვითონ ის უფრო და უფრო შეუმჩნეველი ხდება. თავისი თავისთვისაც კი. ადამიანს ნივთი წარმოადგენს. ადამიანს ნივთი ანაცვლებს. ნივთი ცოცხლდება. და ადამიანი?
  • აი, პარადოქსი: არა სამეცნიერო შრომებში, არამედ მხატვრულ ლიტერატურაშია მოცემული ჭეშმარიტება ადამიანურ სულზე. აიღეთ ფროიდის ნებისმიერი წიგნი და ნახეთ, ვის ეყრდნობა ის თავისი მსჯელობის დროს — სოფოკლეს, შექსპირს, გოეთეს, დოსტოევსკის…
  • ადამიანს ახასიათებს ისე აზროვნება, როგორც ამას კულტურა კარნახობს. ხანდახან ფიქრები უტევს, მას თავს ვერ აღწევს, გაუგებარია, საიდან მოდის ისინი. ხანდახან ადამიანი იმას არ ამბობს, რისი თქმაც სურდა. ხანდახან დუჟმომდგარი იცავს რაღაც მოსაზრებას და რატომ — არ იცის.
  • ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
    ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე
  • დღეს ადამიანს ბრმად სჯერა იმის, რასაც ტექნომეცნიერება კარნახობს ისევე, როგორც არცთუ შორეულ წარსულში კუდიანებისა და დემონებისა სჯეროდა.
  • ბრბო ძალიან საშიშია, და ტელევიზორი ამ ბრბოს ქმნის. ოდესღაც ბრბო იყო ადამიანები, რომლებიც აგორაზე იკრიბებოდნენ, ახლა კი მათ შეუძლიათ, ისხდნენ თავიანთ პატარა ოთახებში და აგრესიის ერთსა და იმავე კერას უყურონ, და არავინ იცის, ამას სადამდე მიყვანა შეუძლია…
  • მასმედიამ ადამიანის აზროვნების უნარი რადიკალურად ჩაკლა. ადამიანი არ ფიქრობს — ის იღებს ინფორმაციას. რაც უფრო აბსურდულია ბოდვა, რომელსაც მასმედია გვაწვდის, მით უფრო კარგად იყლაპება.
  • ყველა ახალი ამბავი
    0