ფრენა მხოლოდ ფრთების ქნევა არ არის – ეს კოღოსაც შეუძლია

© FB / Richard Bachრიჩარდ ბახი
რიჩარდ ბახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ცხოვრება ელოდები ვიღაცასთან შეხვედრას, ვინც გაგიგებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ეს ვიღაც სულ შენთან იყო...

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ რიჩარდ ბახის გამონათქვამებს.

რიჩარდ დევიდ ბახი (Richard David Bach, 1936) — ამერიკელი მწერალი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, მფრინავი; მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის: „ერთი", „ილუზია", „აქედან ჩემი აზრი", „თოლია ჯონათან ლივინგსტონი" და სხვა.

• ქორწინებაში სიყვარული მანამ გრძელდება, სანამ ცოლ-ქმარი ერთმანეთის აზრებით ინტერესდება.

ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია

• თუ ოდესმე ისეთი ადამიანის პოვნის სურვილი გაგიჩნდება, რომელიც ნებისმიერ, ყველაზე მძიმე უბედურების გადალახვასაც კი შეძლებს და ბედნიერს გაგხდის, მაშინ ამას სხვა ვერავინ გააკეთებს, უბრალოდ, ჩაიხედე სარკეში და თქვი: „გამარჯობა!"

• თითოეული სურვილი მისი რეალიზებისთვის აუცილებელ ძალებთან ერთად გეძლევა. თუმცა, შესაძლოა, ამისთვის შრომა მოგიწიოს.

• შენი მასწავლებელია არა ის, ვინც გასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობ.

• ძალიან ვაფასებ ორ რამეს — სულიერ სიახლოვესა და სიხარულის მინიჭების უნარს.

• თითოეული ადამიანი შენ ცხოვრებაში, ყველა მოვლენა — ეს ყველაფერი შენ თავს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ თავად მოვიზიდეთ აქ და რას უზამ ამ ყველაფერს შემდეგ, უკვე თავად ირჩევ…

• გარესამყარო — ეს ჩვენი აზრების სარკეა.

• იქ, სადაც სულიერი სიახლოვე არ არის, იდეალური სექსი არ შეიძლება იყოს.

• ის, რასაც ხედავ, შენი საკუთარი ცნობიერებაა. თუ ამ ფარდას აწევ — სცენა შეიცვლება!

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი - Sputnik საქართველო
კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება

• თუ იმაზე ვიქნები დამოკიდებული, აღელვებს თუ არა ხალხს ის, რაზეც ვსაუბრობ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ბედნიერება პირველ შემხვედრზეა დამოკიდებული და არა ჩემზე.

• იმისთვის არ ვარსებობ, რომ სამყარო გავაოცო. იმისთვის ვარსებობ, რომ ჩემმა განვლილმა ცხოვრების გზამ ბედნიერად მაქციოს.

• კმარა ბრბოები, თუნდაც ბედნიერთა… თუ ამ ბრბოს შეაშინებ, ის ან ჯვარზე გაცვამს, ან თაყვანს გცემს. ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია!

• არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა წარუმატებლობა. ყველაფერშია თავისი მიზეზი და ფარული გაკვეთილი.

• ის, რაც მატლისთვის სამყაროს დასასრულია, ბრძენისთვის პეპლის დაბადებაა…

• თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული ჩვენი თანხმობის ძალა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე, სიმდიდრესა და სიღარიბეზე, თავისუფლებასა და მონობაზე. და ამ უდიდეს ძალას ჩვენ ვმართავთ და სხვა არავინ.

• მთელი ცხოვრება ელოდები ვიღაცასთან შეხვედრას, ვინც გაგიგებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ეს ვიღაც სულ შენთან იყო. და ეს შენ თვითონ ხარ.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

• ცხოვრება არაფერს გეუბნება, ის ყველაფერს გაჩვენებს.

• ერთადერთი, რასაც ამქვეყნად ყოფნის ბოლოს აქვს აზრი, ისაა, თუ როგორ და რამდენად ძლიერ გვიყვარდა.

• მარტოობის საპირისპირო არა ერთობლივი ცხოვრება, არამედ სულიერი სიახლოვეა.

• როდესაც ადამიანის გაგება გინდა, საკმარისია მისი წიგნების თაროს შეხედო.

• ოსტატის დონე მისი მოსწავლეების რაოდენობით არ განისაზღვრება.

• კედლები არ გვიცავს. ის იზოლაციაში გვაქცევს.

• ფრენა სულაც არ ნიშნავს ფრთების ქნევას, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლო. ეს კოღოსაც შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0