ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალებისა და ფოტოებისგან დამზადებული სამკაულები

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeჟურნალის ფურცლებისგან დამზადებული ყელსაბამი
ჟურნალის ფურცლებისგან დამზადებული  ყელსაბამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზეს ყველგან და ყველაფერში ეძებს, უყვარს ორიგინალური ფორმები და ერთი შეხედვით უჩვეულო მასალების შეხამება და მათგან აქსესუარების დამზადება.

პროფესიით რეჟისორია, თავის დროზე სცენური ესკიზები და დეკორაციები აქვს შექმნილი. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, არტ-თერაპიის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა. რეჟისორ ნინო ჩხეიძეს სურამში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძე

– ქალბატონო ნინო, თქვენი ნამუშევრები სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო ხალხმა…

— დიახ, ნამუშევრებს სოციალურ ქსელებში მეგობრების თხოვნით ერთი წლის მანძილზე ვაქვეყნებდი. აქსესუარების გარდა ჩანთებსაც ვამზადებ. ძალიან შრომატევადია საქმეა, რადგან ყველაფერს ხელით ვაკეთებ. მუშაობის დროს საკერავი მანქანის გამოყენება არ შემიძლია. ამგვარ შრომას სულ სხვა განზომილებაში გადავყავარ. 

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის ნამუშევარი
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი

– ყველაზე საინტერესო პერიოდი როდის გქონდათ ცხოვრებაში?

— ყველაზე საინტერესო პერიოდი მაშინ იყო, როდესაც თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე დამაგვიანდა და სერგო ზაქარიაძის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ბექარ მეძმარიაშვილის ჯგუფში სარეჟისორო განყოფილებაზე ჩავაბარე. იმ დროს სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებელი ერქვა. სწავლა ისეთ საუკეთესო პედაგოგებთან მომიწია, როგორებიც იყვნენ ბექარ მეძმარიაშვილი, ვახტანგ ანჯაფარიძე, ირინა ვეკუა, ლამზირა ჩხეიძე, ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეები. ჩემ კურსზე 18-19 წლის სტუდენტები იყვნენ და მე — 25-26 წლის, ანუ ასაკით ყველაზე უფროსი ვიყავი. დანარჩენები მე მიყურებდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ჯერ მე უნდა მეთქვა რაღაც და მერე ისინი იტყოდნენ.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის ნამუშევრები
ნინო ჩხეიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნამუშევრები

– სასცენო ესკიზებზე თუ გიმუშავიათ?

— დიახ, ჩემთვის რეჟისურა კომპლექსური ხელოვნებაა, დეკორაციისთვის ესკიზებს და მსახიობებისთვის ტანსაცმელს თავად ვქმნიდი. მახსოვს ოთარ ჩხეიძის პიესა „თედორე“, რომელიც საკურსო იყო და მთლიანად საკუთარი ესკიზებით შევქმენით. სპექტაკლისთვის გამოვიყენეთ ჩემ მიერ შექმნილი ტანსაცმელი, რომელიც ერთ მხარეს შავი იყო, მეორე მხარეს – თეთრი, ამიტომ ტანსაცმელს ვაბრუნებდით ხოლმე. ერთხელ სცენისთვის დეკორაცია გავაკეთე, ვენახი იყო საჭირო. მოვიფიქრე, რომ ცელოფანზე ყურძნის მტევნები დამეხატა. ისინი სივრცეში როგორც ნამდვილი ვენახი ისე ჩანდა.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის ნამუშევრები
ნინო ჩხეიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნამუშევრები

– თქვენ ტანსაცმლის აქსესუარებითა და სხვადასხვა დეტალებით გაწყობა გიყვართ.

— ადრე, როცა რუსთაველზე გამოდიოდი, ყველა ორიგინალური ჩაცმულობით გამოირჩეოდა. ტანსაცმლის შექმნის დროს შეიძლება შავი ფერი გამოიყენო, ოღონდ იმ შავს თეთრი ან ღია ფერის დეტალით თუ გააწყობ, ის უფრო საინტერესო გახდება. სხვადასხვა სამოსს აპლიკაციებით, ამოჭრილი ყვავილებით ვაფორმებ და ამით განსხვავებულ სახეს ვაძლევ. ერთმანეთისთვის ჯინსი და თექაც შემიხამებია.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის ნამუშევარი
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი

– ყველაზე უჩვეულო რომელი სამკაული გაქვთ დამზადებული?

— ეს არის ქაღალდის ყელსაბამი, რომელიც დამზადებულია პრიალა, სქელი, ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალის ფურცლებისგან. ისინი წინასწარ მზადდება და მერე ლაქით მუშავდება, მას სისველეც ვერაფერს აკლებს.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის ნამუშევარი
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის ნამუშევარი

– თქვენ მითხარით, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ და თქვენმა საქმიანობამ გიშველათ…

— ერთი წელი ხდება, რაც ავტოკატასტროფის მსხვერპლი გავხდი და თბილისს და გარე ურთიერთობებს მოწყვეტილი ვარ. ჩემი შვება და ბედნიერება ხელნაკეთ ნივთებშია, რომელიც უკვე საკმაოდ დამიგროვდა. არტ-თერაპიას საოცარი ძალა აქვს. ჰაერის გულისთვის ხაშურსა და სურამში ვცხოვრობ. მიყვარს ბუნების უტყვი სამშვენისები და ქვები, რაშიც განსაკუთრებულ შინაარსს ვდებ. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი გავაკეთე. აქ გარშემო ტყეა და ისეთი სილამაზეა, დავდივარ და ვტკბები. პირველ რიგში, სილამაზის დანახვის და აღქმის უნარი უნდა გქონდეს. მე ეს ბავშვობიდან მაქვს. კიდევ, საკუთარ თავში ამ ყველაფრის დანახვა და აღმოჩენა უნდა გიყვარდეს. ბოლო დროს უცნაური რაღაც დამემართა – ყველგან გულის ფორმის მქონე ქვებს ვპოულობ. მათგან ოთხი ყველაზე გამორჩეულია. უჩვეულო ფორმის ქვებიც შევაგროვე. ისინი რაიმე განსაკუთრებულ ადგილზე არ მიძებნია. მახსოვს, გონიოში ვიპოვე გულის ფორმის ქვა, რომელიც სამ კილომდე იწონის და თბილისში ვერ ჩამოვიტანე. მერე ახლობელს ვთხოვე და მან ჩამომიტანა.

© Photo: Courtesy of Nino Chxeidzeნინო ჩხეიძის მიერ შექმნილი სცენის ესკიზი
ნინო ჩხეიძის მიერ შექმნილი სცენის ესკიზი - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძის მიერ შექმნილი სცენის ესკიზი

– ვიცი, რომ მსახიობ მზია კვირიკაშვილს ორიგინალური ყელსაბამი დაუმზადეთ…

— დიახ, ადრე მსახიობ მზია კვირიკაშვილს დავუმზადე მისივე სხვადასხვა ფოტოებისგან აკინძული ყელსაბამი, რომელიც მას ძალიან მოეწონა. დღეს სურვილი მაქვს, რომ მსოფლიო კინოვარსკვლავების ფოტოები მუყაოზე გადავიტანო, გავლაქო, ავკინძო და სამკაულად ვაქციო. კიდევ ბევრი იდეა მაწუხებს, მაგრამ მათ განხორციელებას დრო სჭირდება. მე ფანტაზიით დახუნძლული და ახლის ძიებებით აღტკინებული პატარა შემოქმედი ვარ. მთავარია, ცხოვრებაში სილამაზის დანახვის და შექმნის განწყობა შევინარჩუნო…

 

ყველა ახალი ამბავი
0