ფოტოების მიხედვით შექმნილი პორტრეტები და ადამიანებისადმი ჰიპერრეალისტური მიდგომა

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუა და მისი შემოქმედება
ანდრო ვეკუა და მისი შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე, ვინმეს პორტრეტის შექმნა ნატურისგან საათობით მოთმინებით პოზირებას ითხოვდა. 21-ე საუკუნემ ყველაფერთან ერთად ეს საქმეც გაამარტივა. დღეს მხატვარს სოციალურ ქსელში შეგიძლია საკუთარი ფოტო მიაწოდო და მის მიხედვით შექმნილი პორტრეტიც ასევე სახლიდან გაუსვლელად სოციალური ქსელითვე მიიღო.

ანდრო ვეკუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია, ბავშვობიდან ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჰიპერრეალიზმის სტილში შესრულებული ნახატები ხელოვნებად არ მიიჩნევა, ამბობს, რომ მაინც არ ყრის ფარ-ხმალს და აკეთებს იმას, რაც უყვარს. 20 წლის მხატვარმა ჯერ მხოლოდ ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სამომავლოდ ის ახალი მიმდინარეობების შესწავლას და ამ საქმის ცოდნის გაღრმავებას აპირებს.

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუა და მისი შემოქმედება
ანდრო ვეკუა და მისი შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანდრო ვეკუა და მისი შემოქმედება

- ანდრო, რას იტყვით ვერბალურ ჰიპერ-რეალისტურ ავტოპორტრეტზე?

— საკუთარი თავის დახასიათება რთულია, სხვა უკეთ შემაფასებს. ასევე რთულია საკუთარი თავის ამოცნობა, რადგან ადამიანი ყოველდღიურად სწავლობს, ყოველდღიურად იგებს ახალ ინფორმაციას გარემოსა და საკუთარ თავზე. მთელი ცხოვრება ხომ შემეცნებაა, მაგრამ ყოველთვის რჩება ისეთი რამ, რასაც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ და არც მე ვარ გამონაკლისი. მიყვარს წიგნების კითხვა, თუმცა უნივერსიტეტის გამო ხშირად ვერ ვახერხებ. ასევე მიყვარს განმარტოებით ყოფნა და რაც მთავარია, ხატვა. არ მომწონს ფარისეველი ადამიანები, განსაკუთრებით ფარისეველი „მეგობრები"… აი, ასეთია ზოგადი შტრიხები ჩემი ჰიპერრეალისტური ავტოპორტრეტისთვის…

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუას შემოქმედება
ანდრო ვეკუას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანდრო ვეკუას შემოქმედება

- არქიტექტურული ფაკულტეტი რატომ აირჩიეთ?

— ჩემი არჩევანი ძირითადად ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს, საქართველოში მხატვრების უმრავლესობა საკუთარი პროფესიით ვერ მუშაობს და რეალიზებული არ არის. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი არქიტექტურაზე, თუმცა ხატვა ისეთი რამეა, თუ დაიწყე, თავს ვერ დაანებებ. მე ბევრი მხატვარი მეგობარი მყავს და მათთან ერთად სამომავლოდ სახელოსნოს გახსნას გვეგმავ. ამ ეტაპზე საკუთარი ფეისბუქ გვერდი გვაქვს სახელწოდებით "მხატვრობა/არტ". არქიტექტურის ფაკულტეტი კიდევ იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაზე ახლოს ხატვასთან  სწორედ ეგაა. მხატვრის ცხოვრება საქართველოში ძალიან ძნელია…

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუას შემოქმედება
ანდრო ვეკუას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანდრო ვეკუას შემოქმედება

- როგორც მომავალი არქიტექტორი რას იტყვით ქალაქის დღევანდელ იერ-სახეზე?

— თბილისის არქიტექტურაზე რა მოგახსენოთ, ჩემი აზრით,  ქალაქი დღეს ძალიან გადატვირთულია საცხოვრებელი კორპუსებით, როდესაც შენობას აშენებენ, ხშირ შემთხვევაში, არ აქცევენ ყურადღებას მიმდებარე ტერიტორიას და ირგვლივ მდებარე არქიტექტურულ სტილს, ამიტომ ახალი ნაგებობა „ჩამონტაჟებულივით“ მოჩანს ხოლმე. არადა, აქ ყველანაირი ფაქტორი უნდა იყოს კომპლექსურად გათვალისწინებული…

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუას შემოქმედება
ანდრო ვეკუას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანდრო ვეკუას შემოქმედება

- თქვენ ჰიპერ-რეალიზმის სტილში ხატავთ, რატომ არ ითვლება ამ სტილში შესრულებული ნახატები ხელოვნებად?

— ჰიპერრეალიზმი ყველაზე შრომატევადი მიმდინარეობაა, აქ მხოლოდ ხატვის ნიჭი არაა მნიშვნელოვანი, ასევე საჭიროა ნებისყოფა რათა ერთი ნახატი თვეების მანძილზე ხატო. ეს მიმდინარეობა ალბათ იმიტომ ავირჩიე, რომ სრულყოფილი ნახატები და კარგად დამუშავებული დეტალები მიყვარს. ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჰიპერ-რეალიზმი არც თუ ისე დიდ როლს თამაშობს ხელოვნებაში, რადგან ფოტოდან გადახატვა არც ისე დიდ ნიჭს მოითხოვს, თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ სიყვარულია ის ნიჭი, რომელსაც მხატვარი საკუთარი ნახატის და ამ საქმის მიმართ განიცდის.

- 20 წლის ასაკში ორი გამოფენა გქონდათ…

— დიახ, ორ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ეს ალბათ ცუდი შედეგი არ არის დამწყები მხატვრისთვის, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. ვოცნებობ ჩემი ნახატები გამოიფინოს ისეთი ცნობილი მხატვრების გვერდით, როგორებიც არიან სალვადორ დალი და პაბლო პიკასო… აი, ასეთი „მოკრძალებული“ ამბიციები მაქვს…

 

© Photo: Courtesy of Andro Vekuaანდრო ვეკუას შემოქმედება
ანდრო ვეკუას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანდრო ვეკუას შემოქმედება

- დღეს სოციალურ ქსელებში პორტრეტების შეკვეთებს იღებთ…

— დიახ, ხშირად ვიღებ შეკვეთებს. უცნაურის, ხშირად მიგზავნიან ბუნებაში შორი მანძილიდან გადაღებულ ფოტოებს და მათგან პორტრეტის დახატვა სურთ. ჰიპერრეალისტურ სტილში ვხატავ და ვფიქრობ, ცხოვრებაშიც ადამიანებსაც იგივე პრინციპით ვუდგები. არასოდეს ვცდილობ, ისინი  სრულყოფილი გავხადო ან მათში რაიმე შევცვალო. მათ ისეთს ვიღებ, როგორებიც სინამდვილეში არიან…

 

ყველა ახალი ამბავი
0