20:40 25 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1838
  • 100 RUB4.4436
  • USD2.7945
მაკა კაკაშვილი

ქართველი მხატვარ-დიზაინერი სალვადორ დალის მუზეუმის თანამშრომელი

© FB / Maka Kakashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში 2018 (152)
4521111

მაკა კაკაშვილი - ქართველი მხატვარ-დიზაინერი, რომელიც გერმანიაში, DAAD-ს სტიპენდიატი ორჯერ იყო. მაგისტრატურა ტექსტილის დიზაინის განხრით ბერლინში დაამთავრა. დიზაინის გარდა მუშაობს: გრაფიკაში, ფერწერაში, ინსტალაციაში, ფოტოგრაფიასა და ვიდეო არტში…

ორი წელია აქტიურად იღებს მონაწილეობას „Oriental Design Week“-ში, რომელიც წელიწადში ორჯერ, მილანსა და ტურინში იმართება. მაკას ბერლინში დავუკავშირდით.

მაკა კაკაშვილი
მაკა კაკაშვილი

- მაკა, საქართველოს ამბებით დავიწყოთ: თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდით. ქალაქში, სადაც გემოვნებიანი ჩაცმა უყვართ მსგავსი არჩევანი გასაკვირი არ არის, მაგრამ მაინც…

— დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ დიზაინის სფერო ძალიან მაინტერესებდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ეს საქმე საფუძვლიანად შემესწავლა. ჩემთვის მოდა, როგორც ხელოვნება გულისხმობს კოსტიუმში იდეების განვითარებას, რომელიც ისეთივე შემოქმედებითი სფეროა, როგორიც მხატვრობა, მხოლოდ ფორმატია შეცვლილი. დღეს ყველაზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამედროვე მოდის ინდუსტრია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და მეტად ამჩნევს ადგილობრივი, ლოკალური იდენტობების წარმოჩენას. ასე თუ გაგრძელდა, როგორც ახლა მუშაობენ ქართველი დიზაინერები, მსოფლიო მოდაში აუცილებლად გაჩნდება საქართველოს შტრიხი, რაც გამოარჩევს მას დანარჩენებისგან.

მაკა კაკაშვილის ნამუშევარი
მაკა კაკაშვილის ნამუშევარი

- 2012 წელს გერმანიაში, DAAD-ის სტიპენდიით გაემგზავრეთ, როგორ მოხვდით ამ პროგრამაში?

— მოხდა ისე, რომ მივიღე გერმანიის DAAD სტიპენდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ყველანაირი ფინანსური პრობლემების გარეშე შემეძლო წამოსვლა. სტიპენდიის მისაღებად საჭიროა შესაბამის ფონდში განაცხადის შეტანა. გერმანიაში სახელმწიფო სტიპენდიის ყველაზე დიდი ფონდია ე.წ. Bafög (Begabtenförderung-ნიჭიერთა ხელშეწყობა). უცხოელი სტუდენტებისთვის და გერმანიის საზღვრებს გარეთ სწავლის მსურველი გერმანელი სტუდენტებისთვის არსებობს DAAD —გერმანული აკადემიური გაცვლითი სამსახური, რომლის სტიპენდიის მიღებაც, თანაც, განმცხადებლის ქვეყნიდან ასევე განაცხადის საფუძველზე ხდება. მე ორჯერ ვიყავი DAAD-ს სტიპენდიატი და ყველას ვურჩევ, უნივერსიტეტში სწავლის რომელიმე ეტაპზე მაინც, DAAD-ს სტიპენდიას მიმართონ. უცხოელი სტუდენტები თითქმის იმავე პირობებითა და შეღავათებით სარგებლობენ, როგორითაც გერმანელი სტუდენტები. ყველაზე დიდი შეღავათი გერმანულ უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაა და ეს ვრცელდება როგორც გერმანელ, ასევე უცხოელ სტუდენტებზე.

მაკა კაკაშვილის შემოქმედება
მაკა კაკაშვილის შემოქმედება

- მაკა, თქვენ მაგისტრატურა ტექსტილის დიზაინის განხრით ბერლინში დაამთავრეთ. რა ცოდნა შეიძინეთ ამ სფეროში?

— თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებიდან გამომდინარე, ტექსტილის დიზაინს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელოვნებო სივრცეში. ამის გათვალისწინებით, სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია აღზარდოს დამოუკიდებელი მხატვარი-შემოქმედი. ზოგადად ევროპაში სასწავლო პროგრამა და ცოდნის შეფასება კარგად არის ორგანიზებული და სტრუქტურირებული. თუმცა, საქართველოში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის უფრო ახლო ურთიერთობაა, რაც სტუდენტებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას და სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებს უწყობს ხელს. საერთოდ გერმანიის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილნი არიან, აფასებენ უცხოელი სტუდენტების მოტივაციას, გერმანული ენის ცოდნას და მათ დახმარებას ყველანაირად ცდილობენ.

მაკა კაკაშვილი უცხოელ მეგობრებთან ერთად
მაკა კაკაშვილი უცხოელ მეგობრებთან ერთად

- დიზაინის გარდა თქვენ მუშაობთ: გრაფიკაში, ფერწერაში, ინსტალაციაში, ფოტოგრაფიასა და ვიდეო-არტში…

— ორი წელია აქტიურად ვიღებ მონაწილეობას „Oriental Design Week“-ში, რომელიც წელიწადში ორჯერ, მილანსა და ტურინში იმართება. ფესტივალი გრძელდება ექვსი დღის განმავლობაში და სხვადასხვა პროფესიის ხელოვანს აერთიანებს. სულ მინდოდა ფოტოგრაფიასა და ვიდეო-არტში მემუშავა. ცხოვრებას ხშირად ვხედავ კადრებად, რომელსაც ვიდეოკამერით ვაფიქსირებ. განსაკუთრებული სტილი არ მაქვს, უბრალოდ, მივყვები ჩემს ხედვას, აქცენტს უფრო კონცეფციებზე ვაკეთებ… ბოლო პერიოდში ჩემი ყურადღება შეჩერდა ანარეკლებსა და ჩრდილებზე. ისინი თითქოს პიროვნების დამოუკიდებლად ცალკე ცხოვრებით არსებობენ.

მაკა კაკაშვილის შემოქმედება
მაკა კაკაშვილის შემოქმედება

- მაკა, გერმანიაში თქვენ სალვადორ დალის მუზეუმში მოგიწიათ მუშაობა…

— პირველად როდესაც საქართველოში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალვადორ დალის ნამუშევრები გამოიფინა და დავათვალიერე, ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შანსი მომეცემოდა დალის მუზეუმში მემუშავა და იქ უდიდესი გამოცდილება მიმეღო. ეს მუზეუმი  ბერლინის ცენტრში მდებარეობს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.

მაკა კაკაშვილი
მაკა კაკაშვილი

- როდის უფრო უჩნდება ქართველ შემოქმედს უცხოეთში ხატვის სურვილი?

— ვხატავ მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ემოციური ფონის ქვეშ ვარ. ყველა ნახატი ჟანრის მიუხედავად მხატვრის პორტრეტია, ახალს არაფერს ვამბობ. ის, რასაც ჩემი ნახატები ატარებენ, ძალიან, ძალიან ჩემეულია. ეს ჩემი განწყობა, ჩემი განცდები და შეძახილია… მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. გერმანიაში საქართველოს ისე იცნობენ, როგორც უნიკალურ, საოცრად ლამაზ და სტუმართმოყვარე ქვეყანას- ეს კი მახარებს და მეამაყება…

 

თემები:
ქართველები უცხოეთში 2018 (152)

მთავარი თემები