ყველაზე უცნაური სახლი საქართველოში და მისი საოცარი ბინადარი

© FB / Vardidzeგიორგი ვარდიძე
გიორგი ვარდიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანების უმეტესობა ფეშენებელურ ვილებზე, მდიდრულ აგარაკებზე ოცნებობს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული და უცნაური ინეტრიერი იზიდავს. ჩვენი რუბრიკის სტუმარმა ყველასგან განსხვავებული და უცნაური „ვილა“ ხეზე მოაწყო.

„თვითნასწავლი არქიტექტორი“, გიორგი ვარდიძე 17 წლისაა. უცნაუს სახლზე, რომელიც გიორგიმ საკუთარი ხელით, ადიგენის რაიონში, სოფელ არალში მოაწყო თავად მოგიყვებათ.

© FB / Vardidzeბეშუმის ტყეში: ტყის მეფე ვარ
ბეშუმის ტყეში: ტყის მეფე ვარ  - Sputnik საქართველო
ბეშუმის ტყეში: ტყის მეფე ვარ

— ადიგენის რაიონ სოფელ არალში ვცხოვრობ.  17 წლის ვარ. ჯერჯერობით მოსწავლე გახლავართ. ძალიან მინდა სწავლის გაგრძელება და მომავალი პროფესიაც უკვე არჩეული მაქვს.

— არაორდინალური და ცოტა უცნაური სახლი გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი სახლი გქონოდათ?

— ამ ყველაფერის იდეა ზაფხულში დამებადა, როცა სიცხისგან თავის დაღწევას ვცდილობდი და მინდოდა ჰამაკი ჩამომება ჩრდილში, უკეთესი ადგილი კი ვერ ვნახე და ასე დაიწყო ყველაფერი. ჯერ ჰამაკი ჩამოვკიდე ხეზე, შემდეგ წიგნებს ვკითულობდი, ამიტომ საჭირო გახდა თაროები.  შემდგ უკვე ხის გალამაზება  და ხალხის დაინტერესება მომინდა და ასე ნელ-ნელა დავამატე ყველაფერი. ეს ხე ჩემს ეზოშია. ჩემი სახლი კი ამ ხიდან  დაახლოებით 100 მეტრშია.

© FB / Vardidzeგიორგი ვარდიძე: „ვაქირავებ, 5 ვარსკვლავიანია, ყველაფრით აღჭურვილი. მსურველები შემეხმიანეთ“
გიორგი ვარდიძე: „ვაქირავებ, 5 ვარსკვლავიანია, ყველაფრით აღჭურვილი. მსურველები შემეხმიანეთ“ - Sputnik საქართველო
გიორგი ვარდიძე: „ვაქირავებ, 5 ვარსკვლავიანია, ყველაფრით აღჭურვილი. მსურველები შემეხმიანეთ“

— „ინტერიერი“ როგორ მოაწყეთ? გეხმარებოდათ ვინმე?

— არ მიყვარს ერთფეროვნება, ამიტომ ვცდილობ ყოველ ჯერზე რამე ახალი შევმატო და გავალამაზო. ძირითადად ისეთი ნივთები მაქვს გამოყენებული, რომელიც ყველა სახლში მნიშვნელოვანია, მათი უმეტესობა კი გადასაყრელად გამზადებული ნივთები იყო. შევაკეთე ისინი და ახლა ჩემს ხეს ამშვენებენ. ძირითადად მარტო მიყვარს მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფერში ჩემი ძმაც ხშირად მეხმარებოდა.

— რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად ხე? 

— ძალიან მიყვარს ბუნება და მასთან კავშირი, მიყვარს ლაშქრობები, პიკნიკები ბუნებაში და ერთი სიტყვით დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ. დამეთანხმებით, რომ მართლაც სასიამოვნოა ზაფხულში, როცა ბუნებაში ხარ, სიგრილეა, ჩიტების ჭიკჭიკიც გესმით და ამ დროს  წიგნს კითულობ. მიყავარს ბუნება და ვზრუნავ კიდეც მასზე და სხვებსაც მოვუწოდებ, რომ გაუფრთხილდნენ მას. ჩემს სოფელშიც არაერთხელ ჩაგვიტარებია, როგორც დასუფთავების, ისე გამწვანების აქციები. ბუნება ჩვენი მეგობარია, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. საჭიროა გავუფრთხილდეთ მას ჩვენთვის და ჩვენი შემდეგი თაობებისთვის.

© FB / Vardidzeგიორგი ვარდიძე: „ვვითარდები და ვანახლებ გარემოსაც. თვალმა არ მოგატყუოთ, რამდენიმე ოთახიანია“
გიორგი ვარდიძე: „ვვითარდები და ვანახლებ გარემოსაც. თვალმა არ მოგატყუოთ, რამდენიმე ოთახიანია“  - Sputnik საქართველო
გიორგი ვარდიძე: „ვვითარდები და ვანახლებ გარემოსაც. თვალმა არ მოგატყუოთ, რამდენიმე ოთახიანია“

— გიტარაც შევნიშნე. დაკვრა გიყვართ?

— კი, ძალიან მიყვარს გიტარაზე დაკვრა. ადრე ხშირად ვუკრავდი, მაგრამ ახლა ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ. ჯერ კარგად არ ვიცი დაკვრა, მაგრამ ვცდილობ დავხვეწო.

— რა ჟანრის მუსიკას უსმენთ და ვინ არის თქვენი საყვარელი მომღერალი, მუსიკოსი?

— არ აქვს ჟანრს ჩემთვის მნიშვნელობა, მთავარია სიმღერა მომეწონოს და ნებისმიერ ჟანს მოვუსმენ. გამორჩეული მომღერალი არ მყავს, რადგან გემოვნება ხშირად მეცვლება. შეიძლება ერთ დღეს ავიკვიატო ერთი სიმღერა, მაგრამ მეორე დღეს საერთოდ აღარ მომწონდეს.

— მეგობრები ხშირად გსტუმრობენ? დროს როგორ ატარებთ, როგორ ერთობით თქვენს სახლში?

— კი, ადრე ხშირად მსტუმრობდნენ ხოლმე, მაგრამ აბიტურენტობის გამო ხშირად ვეღარ ვახერხებთ ერთად ყოფნას. როცა ერთად ვართ ძირითადად ფილმებს ვუყურებთ ან გიტარაზე ვუკრავთ. 

© FB / Vardidzeგიორგი ვარდიძე: „ფოტო ქათამთან ერთად. იდეაში იყო, რომ 2 ქათამი მჭეროდა, მარა მეორე გაფრინდა“
გიორგი ვარდიძე: „ფოტო ქათამთან ერთად. იდეაში იყო, რომ 2 ქათამი მჭეროდა, მარა მეორე გაფრინდა“ - Sputnik საქართველო
გიორგი ვარდიძე: „ფოტო ქათამთან ერთად. იდეაში იყო, რომ 2 ქათამი მჭეროდა, მარა მეორე გაფრინდა“

— ზამთარში არ გაგიჭირდებათ აქ ყოფნა?

— კი საკმაოდ გამიჭირდება, რადგან აქ ძალიან ცივა, მაგრამ მაინც ვახერხებ აქ ყოფნას, კოცონს ვანთებ და ასე ვცდილობ გათბობას.

— სიცივეს ცხელი ჩაი უხდება.  ჩაისაც ადუღებთ ხოლმე?

— ჩაის  იშვიათად, მაგრამ ხესთან დანთებულ კოცონზე ვადუღებ ხოლმე.

© FB / Vardidzeგიორგი ვარდიძე: „ეს ხე რომ არა, რა მეშველდებოდა, არ ვიცი. სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს და მოსავალიც ავიღე“
გიორგი ვარდიძე: „ეს ხე რომ არა, რა მეშველდებოდა, არ ვიცი. სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს და მოსავალიც ავიღე“ - Sputnik საქართველო
გიორგი ვარდიძე: „ეს ხე რომ არა, რა მეშველდებოდა, არ ვიცი. სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს და მოსავალიც ავიღე“

— კერძებსაც ამზადებთ აქ?

— ძირითადად სახლში ვამზადებ კერძებს და შემდეგ გამომაქვს და თან ფილმებს ვუყურებ ან წიგნს ვკითულობ ხოლმე. რამდნჯერმე საცდელად ხეზეც გამიკეთებია რაღაცები.

— ნაძვის ხე უკვე დადგით თუ ჯერ არა?

— ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ მალე ვაპირებ საახალწლოდ მოვრთო და გავალამაზო,  როგორც ნაძვის ხე, ისე ჩემი ხეც.

— არის ეს თქვენი ოცნების სახლი? თუ რამე გრანდიოზულზე ოცნებობთ?

— რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სახლი, რაც მინდა. ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია. ჩემი შემდგომი პროექტი უფრო გრანდიოზული იქნება, რაღაც მონახაზები მაქვს, მაგრამ მაინც დიდი გზაა იქამდე, სანამ ჩემს ოცნებას ფრთებს შევასხამ. ამას ფული სჭირდება, რომელიც ჯერ არ მაქვს, მაგრამ შეგროვება უკვე დაწყებული მაქვს და, იმედი მაქვს, რამდნიმე წელში შევძლებ ოცნების ახდენას და ხალხის გაოცებას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0