პანჩოს ნახატი ამსტერდამში გაიყიდა

© Courtesy of Levan Mgaloblishviliმომღერალი ლევან მგალობლიშვილი (პანჩო)
მომღერალი ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანჩო - ასე იცნობს ყველა ლევან მგალობლიშვილს. თუმცა არ თვლის თავს მუსიკოსად, ფაქტია, ისეთი პოპულარული იყო, მის სიმღერებს თბილისის ყველა კუთხეში მღეროდნენ.

 ამბობს, რომ ასპროცენტიანი სმენა არ აქვს, ამიტომ საკუთარ მომღერლობასაც სერიოზულად არ აღიქვამს. ამის მიუხედავად მის ნამღერს ყველა ასაკის მსმენელი სიამოვნებით უსმენს. მისი პოპულარობის ახსნად ალბათ ისიც გამოდგება, რომ არ უყვარს პოზირება და სიყალბე, ცხოვრებაში კი ისაა, რაცაა, შელამაზების გარეშე… და ვინ იცის, ერთხელაც თბილისის ქუჩებში გიტარის ნაცვლად საკუთარი ნახატებით რომ გამოჩენილიყო, დღეს მასზე, როგორც მხატვარზე ისე ვისაუბრებდით… ამჯერად პანჩოსთან საუბრის თემა მარტო სიმღერა არ არის.

© FB / Levan Mgaloblishviliმომღერალი ლევან მგალობლიშვილი (პანჩო)
მომღერალი ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) - Sputnik საქართველო
მომღერალი ლევან მგალობლიშვილი (პანჩო)

- ლევან, თავიდანვე ლოგიკური კითხვა: ჯერ ხატვა დაიწყეთ და მერე სიმღერა თუ პირიქით?

— ჯერ სიმღერა დავიწყე. ხატვას რაც შეეხება, ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის მიყვარდა. დედა, ნანა მგალობლიშვილი მხატვარი იყო და მულტიპლიკაციაში მუშაობდა. მეც ალბათ იქიდან გამომყვა ხატვის სურვილი და ნიჭი. ძველი ბავშვური ნახატები უმეტესად ფანქარში მაქვს შესრულებული.

© Courtesy of Levan Mgaloblishviliპანჩოს შემოქმედება
პანჩოს შემოქმედება - Sputnik საქართველო
პანჩოს შემოქმედება

- ირეალური სამყაროა თქვენს ნახატებში…

— ეს ჩემი ბავშვური ფანტაზიით დახატულია. ადრე ჩემი ალბომისთვის დავხატე ამ სტილშივე ჩემი პროფილი…

© Courtesy of Levan Mgaloblishviliპანჩოს შემოქმედება
პანჩოს შემოქმედება - Sputnik საქართველო
პანჩოს შემოქმედება

- ფანტაზია ყველას აქვს, მაგრამ ხატვის ნიჭი არა…

— ნიჭს მოგეხსენებათ, განვითარება უნდა და მე არ ვიზრუნე ამაზე, მართალია, მიყვარდა ხატვა, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში არ ჩავაბარე… რომ ჩამებარებინა დღეს არ ვიცი რა იქნებოდა. შეიძლებოდა, ჩემგან მხატვარიც გამოსულიყო, შეიძლება არც არაფერი გამოსულიყო. ახლა, წლების შემდეგ მაგის თქმა ძალიან რთულია. ასე რომ, სინანულით არაფერს ვნანობ: ჩემთვის ვხატავდი და ასევე ჩემთვის ვმღეროდი.

© Courtesy of Levan Mgaloblishviliპანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა
პანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა - Sputnik საქართველო
პანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა

- „თქვენთვის სიმღერა“ ნამდვილად არ გამოგივიდათ…

— ესეც შემთხვევით იყო, იმიტომ, რომ სიმღერას არ ვაპირებდი, მაგრამ ასე მოხდა. მუსიკა ძალიან მიყვარდა, მაგრამ იმის გამო, რომ არც ხმა  მქონდა და არც ასპროცენტიანი სმენა- მომღერლობას არ ვაპირებდი. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის ვმღეროდი და ყველგან გიტარით დავდიოდი. შემდეგ ოთარ რამიშვილის ბიჭმა, ზურაბ რამიშვილმა და პავკა კვაჭაძემ ქუჩაში რომ ვმღეროდი, შემთხვევით მიპოვეს. მკითხეს სიმღერები გაქვსო? მე ვუთხარი მაქვს მეთქი. მერე მათი დაჟინებული თხოვნით თავის სტუდიაში უფასოდ ჩამიწერეს მთელი ალბომი და თანხა მისი გაყიდვიდან ამოიღეს. მათ პირველებმა დაინახეს, რომ ეს სიმღერები პოპულარული გახდებოდა. „უბერავს ქარი“- იყო პირველი სიმღერა, რითიც გამოვჩნდი ქართველი მსმენელის წინაშე. შემდეგ დიდი ხანი დავიკარგე, იმიტომ რომ მომღერლობას მართლა არ ვაპირებდი.

© Courtesy of Levan Mgaloblishviliპანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა
პანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა - Sputnik საქართველო
პანჩოს სახლის კედელი, რომელიც მან თავად მოხატა

- საკუთარი ნახატები დაგრჩათ?

— უკვე კარგა ხანია აღარ დამიხატავს. რაც კი ნახატი მქონდა ყველა წაიღეს: ზოგი მეგობრებს ვაჩუქე, ზოგი უცხოეთში წავიდა და თან წაიღო. სხვათაშორის ჩემი ერთი ნახატი უცხოეთში, ამსტერდამში წაიღეს და როგორც მითხრეს იქვე გაყიდეს. ოღონდ რამდენად გაიყიდა და ვინ იყიდა ეგ არ ვიცი. ჩემი ნახატი ძალიან ცოტა დამრჩა.

© Courtesy of Levan Mgaloblishviliლურჯთვალა კლოუნი ჯემალა
ლურჯთვალა კლოუნი ჯემალა - Sputnik საქართველო
ლურჯთვალა კლოუნი ჯემალა

- ლევან, სახლის კედლებზე ხატვა რატომ დაიწყეთ?

— ერთი პერიოდი გარეთ ვერ გამოვდიოდი, ვერც კონცერტს ვაწყობდი და ჩემი სახლის კედლებზე ხატვაც მაშინ დავიწყე. მერე ხელნაკეთ ნივთებზე გადავედი, მაგალითად ნარჩენებისგან ვაწყობდი რაღაცეებს. ჩემი სახლის ერთი კედლის დიზაინიც მაქვს, რომელსაც კლოუნი „ლურჯთვალა ჯემალა“ დავარქვი.

- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნახატი გაგეტანათ მშრალ ხიდზე და იქაც შემთხვევით ვინმეს „ჩაევლო“.

— ეგ ვერსიაც შესაძლებელია, რომ განვითარებულიყო. ბედისწერის არ მჯერა, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი  შემთხვევით ხდება… სიმღერა გავიდა ხალხში, აი, ხატვა დარჩა ასე თავისთვის…

 

ყველა ახალი ამბავი
0