სალომე ლიპარტია - გოგონა მომავლიდან

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში მცხოვრები სალომე ლიპარტია 16 წლის არის, მოსწონს ასტრონომია, ასტროფიზიკა,ოცნებობს კოსმონავტობაზე...

სალომეს განსაკუთრებულად აინტერესებს რა ხდება დედამიწის ატმოსფეროს მიღმა. გოგონას გააზრებული აქვს, რომ წარმატებების მისაღწევად სურვილი, მონდომება და შრომა მნიშვნელოვანია. უყვარს კითხვა, დაინტერესებულია გენდერული საკითხებით და თანატოლ გოგოებს მოუწოდებს, რომ მათ აქვთ უფლება, ისწავლონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ. 

სალომე რამდენიმე თვეა „ჯუნიორ აკადემიის“ ლეგო რობოტიკის ტრენერია, მოსწონს ბავშვებთან ურთიერთობა, მათ სხვადასხვა კონსტრუქციების, მოწყობილობების დაპროგრამირებას და რობოტების შექმნას ასწავლის.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია

„პირველი რობოტი — ედუკატორი, Lego Mindstorms Ev3- ის ნაწილებით ზაფხულში შევქმენი. ბევრ რამეს ვერ აკეთებდა, რადგანაც მხოლოდ კონსტრუქცია იყო. როდესაც მივიღე განათლება პროგრამირებაში, პატარ-პატარა მისიების შესრულება დავაკისრე“ — მიყვება სალომე.

ტექნოლოგიური უნარ ჩვევების ცოდნა მას მუშაობაში ეხმარება. ფიქრობს რომ თითოეული ადამიანი ვალდებულიც კია მცირე განათლება ჰქონდეს, თუნდაც, რობოტიკის სფეროში, ერკვეოდეს მცირე კომპიუტერულ მეცნიერებებში.

- სალომე როდის გაგიჩნდა იდეა შეგექმნა რობოტი?

— როდესაც პატარა ვიყავი, კომპიუტერი იყო ახალი ხილი. სახლში დიდი ყუთი რომ მოიტანეს, გაოცებული ვიყავი და ინტერესით ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომელიც, ალბათ, არასწორი იყო, თუმცა  არ მედარდებოდა თუ  გაფუჭდებოდა. ბავშობიდან მქონდა სურვილი, კომპიუტერი ძირფესვიანად შემესწავლა… რატომ? არ ვიცი!

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია

- რა დრო დაგჭირდა რობოტის  შესაქმნელად? 

— რობოტის შესაქმნელად საერთოდ არ მჭირდება დიდი დრო. როდესაც გაქვს ინსტრუქცია და უკვე იცი, რა უნდა გააკეთო, გააჩნია ზომებს და რას აკეთებ, მაგრამ საშუალოდ ალბათ ნახევარ საათში, შესაძლოა, ამ დროში დაპროგრამირება ვერ მოვასწრო, მაგრამ კონსტრუქციას ავაწყობ.

- შენი დაკვირვებით როდის გამოგდის შენთვის საინტერესო რობოტი?

— თუ ყველა მასალა მაქვს რობოტის ასწყობად და ვიცი, რას აკეთებს, რაში შემიძლია გამოვიყენო, რა რას დავუკავშირო,  შექმნა  მარტივია. რობოტის ასაწყობად ძალიან დიდი  მნიშნველობა აქვს ხასიათს, თუ მინდა მხიარული რაღაც გავაკეთო, გავაკეთებ რობოტს, რომელიც ცეკვავს — ხორუმს ჩავუწერ და ვაცეკვებ. მთელი დღე დაკავებული ვარ, მხოლოდ შაბათ-კვირას ვურთიერთობ მათთან, როდესაც ბავშვებს ვასწავლი, თუმცა ეს სწავლება არ არის, უფრო ვალდებულებაა. მათთან ერთად მეც ვსწავლობ და ვერთობი.

- შენი შექმინილი რობოტებიდან, რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი შენთვის?

— რობოტის შექმნიდან ის ნახევარ საათში იშლება — ვნახავ რა არის, სახეზე როგორია, გამომადგება თუ არა და თუ არა, ვშლი. ერთადერთი რობოტი, რომელიც არ დამიშლია, არის საყვარელი ლეკვი „ფაფი“, რომელიც ძალიან მიყვარს. ძაღლები ზოგადად მიყვარს და ყველაფერი, რაც ძაღლებთან ასოცირდება… რობოტ „ფაფის“ შეხედვისთანავე ჩემი აწ განსვენებული ძაღლი — „ფაფი“ მახსენდება. რამდენჯერაც არ უნდა დავშალო, მაინც ავაწყობ. 

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია და რობოტი "ფაფი"
სალომე ლიპარტია და რობოტი ფაფი - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია და რობოტი "ფაფი"

- შენი ძაღლი „ფაფი“ ახსენე,რატომ გადაწყვიტე მისი მსგავსი რობოტი შეგექმნა?

— როცა ვქმნიდი, არ მიფიქრია რომ ეს ჩემი ძაღლი იქნებოდა, ძალიან მომეწონა ვიზუალურად, საყვარელი თვალები აქვს და საინტერესოა თვითონ. როცა დავაკავშირე ჩემს ძაღლთან, მით უფრო საინტერესო და მნიშნელოვანი გახდა ჩემთვის 

- რა დისტანციური ოპერაციების შესრულება შეუძლია შენ მიერ შექმნილ რობოტს? 

— თითუეული რობოტის ფუნქცია დამოკიდებულია ჩემზე ანუ ამწყობზე, თუ რა ფუნქციას მივანიჭებ მე. აუცილებელია ეს ფუნქციები მოქცეული იყოს ჩარჩოში, იმიტომ, რომ თუ რობოტს არ ააქვს ბორბალი, მე მას ვერ დავავალდებულებ, რომ წინ და უკან იმოძრაოს. როცა ვაკეთებთ კონსტრუქციას, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რა პროგრამისთის გვჭირდება ეს კონსტრუქცია, თუნდაც „ფაფი“ ბევრ რამეს ვერ აკეთბს, მაგრამ შეუძლია თვალების დაპაჭუნება და სიმღერა. დანარჩენი ედუკატორები, რაც არის დიდი გირესკოპიის, გირობოი ანუ სხვადასხვა უფრო დიდი ზომის მასშტაბური რობოტები უფრო მძიმე სამუშაოებს ასრულებენ. გინახავთ, ალბათ, ვიდეოები, სადაც დიდი რობოტი რამდენიმე კომპიუტერით უკრავს გიტარას, იმის მიხედვით, როგორ აქვთ მორგებული შესაძლებლობების ჩარჩო… უბრალოდ, ეს მორგებული უნდა იყოს მათ აღნაგობაზე ადამიანში რომ გადავიტანოთ. მინდა, მქონდეს ერთი თავისუფალი თვე, რომ არაფერზე და არავიზე არ ვიდარდებ, პირველ რიგში დავიწყებდი დიდ რობოტზე მუშაობას, ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება დაუკრას რობოტმა გიტარაზე, როცა მე დაკვრა არ ვიცი. პირველ რიგში, ამას შევეჭიდებოდი, მაგრამ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამის დრო არ მაქვს.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaრობოტი "ფაფი"
რობოტი ფაფი - Sputnik საქართველო
რობოტი "ფაფი"

- შენ „ჯუნიორ აკადემიის“ ლეგო რობოტიკის ტრენერი ხარ, რა ასაკის ბავშვებს ასწავლი?

— თბილისში გავიარე რამდენიმე დღიანი პრაქტიკული კურსი, TOT ტრენერების ტრენინგი. ბავშვებთან ურთიერთობის ხერხები ვისწავლე. პირველად ძალიან გამიჭირდა ტრენინგის ჩატარება. ბავშვების წინაშე რომ აღმოვჩნდი, ვინერვიულე, თან მასწავლებლობა არ მიყვარს და ფაქტის წინაშე რომ დავდექი, სპონტანურად გავხდი ტრენერ მასწავლებელი. ეხლა ისე შევეგუე და შევეჩვიე ბავშვებს, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. ზაფხულში ჯგუფში მყავდა 20 ბავშვი და განაწილებული გვყავდა ასაკის მიხედვით, ახლა ერთ-ერთ ჯგუფში 7 ბავშვი მყავს, დაახლოებით ერთი ასაკის. მათში ვხედავ დიდ ენთუზიაზმს, თავდავიწყებით მუშაობენ, როცა დრო ამოიწურება, მთხოვენ ხოლმე, რომ მუშაობა გავაგრძელოთ.

- როგორია შენი მეთოდები? თქვენი პირველი სემინარი რომ გაიხსენო…

— პირველი გაკვეთილის ჩატარების დროს ვინერვიულე. მომზადებული ვიყავი, ვიცოდი, რაზე უნდა მესაუბრა, ტექსტიც მქონდა მომზადებული… მეგონა, რომ დიდ გამოცდაზე  ვიყავი, რომელსაც ბავშვები მიტარებდნენ… ყოველთვის ვცდილობ, რომ გაკვეთილი სახალისოდ განვითარდეს და ბავშვებთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. როცა მეძახიან სალომე მასწავლებელს, არ მომწონს, ვეუბნები, არ ვარ მე თქვენი მასწავლებელი, გეხმარებით, რომ რაღაცა ისწავლოთ, ეს მასწავლებლობა არ არის, მე,უბრალოდ, პატარა  მიმართულებებს გაძლევთ, რა უნდა გააკეთოთ, დანარჩენი თვქენზეა დამოკიდებული. ჩემი მოსწავლეები ყოველ სამშაბათს ჩემ გარეშე უყურებენ ფილმს რობოტიკაზე და შაბათ-კვირას ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ ფილმს, რა მოეწონათ, რა ვერ გაიგეს, რა გაიგეს, ასევე თავისუფალ თემებზე ვსაუბრობთ, თან მუშაობენ, თან რაღაც თემას განვიხილავთ და ეს  ძალიან მოსწონთ. ვცდილობ, რომ ხალისიანად ჩატარდეს გაკვეთილი, არც მე ვიგრძნო დაძაბულობა და არც მათ.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

— დილის 9 დან 5- 6 საათამდე ვარ სკოლაში —  „ჯი-ჯი გიმნაზიაში“. ყველაფერს, რაც შეიძლება გამეკეთებინა რეპეტიტორებთან, ვაკეთებ სკოლაში, ვმუშაობ ბოლომდე, ეს კომფორტული გარემო მიწყობს ხელს, რომ ზედმეტად არ გადავიტვირთო. შემდეგ ვბრუნდები სახლში, ვსწავლობ, ვიძინებ. დღეს გავიგე, რომ მალე ჩემს სკოლაშიც იქნება რობოტიკის სექცია და გვექნება რობოტები.

ვკითხულობ ყველაფერს, რაც ხელთ მაქვს, განსაკუთრებით მომწონს სამეცნიერო ფანტასტიკა. ის სტერეიოტიპი, რომ თანამედროვე ქართველები არ წერენ არაფერს, ეს არის არასწორი სტერეოტიპი, რადგან გვყავს ძალიან მაგარი ქართველი მწერლები და პოეტები.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია

- გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ფოტოგამოფენის — „გოგოები მომავლიდან“ მონაწილე ხარ, მოგვიყევი რით იყო საინტერესო ამ პროეტში შენი მონაწილეობა?

— თავდაპირველად არც ვიცოდი სახელი, როდესაც თაროელი გავხდი — „წიგნების თაროს’’ კონკურში მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება იყო. როდესაც ერთდროულად გაიცნობ 300-მდე ბავშვს სხვადასხვა კუთხიდან, ეს არის ძალიან დიდი შენაძენი. ჩემთვის „წიგნების თარო“ არ იყო კონკურსი, ის არის ერთი დიდი ოჯახი. სალომე ბენიძემ დაიწყო 10-დან 16 წლამდე  გოგონების შერჩევა, სანდრომ გვთხოვა ჯგუფში დაპლიუსდითო და მე და ჩემი მეგობარი ანასტასია აგვარჩიეს. დინა ოგანოვა — ძალიან მაგარი ფოტოგრაფი ჩამოვიდა ზუგდიდში. ტექნოპარკში გვქონდა ფოტოსესია, ასევე ინტერვიუც ჩაწერა და შემდეგ უკვე 11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღეს შედგა ამ ყველაფრის პრეზენტაცია. ეს არ იყო მხოლოდ ფოტოპროექტი ან ფოტოები, ეს იყო ძალიან დიდი იდეა და ძალიან დიდი პრობლემატიკა. თითქოს მიჩქმალულია და არავინ არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ არის უმთავრესი პრობლემა, გოგოების დაჩაგვრა, მათი უფლებების დისკრიმინაცია იმ მხრივ, რომ ისინი გოგოები არიან და მათ არ შეუძლიათ იმდენი, რამდენიც ბიჭებს. ჩემი აზრით, ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ სქესზე არ არის დამოკიდებული, ვინ რამდენს შეძლებს და რისი გაკეთება შეუძლია, ეს არის დამოკიდებული ინდივიდუალორობაზე. მინდა ყველა გოგოს ვუთხრა, რომ მათ აქვთ უფლება, ისწავლონ და შემდეგ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ, არავის არ აქვს უფლება, ეს იქნება მშობელი თუ მათი ახლობელი, მათ გარეშე გადაწყვიტონ მათი ბედი.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსალომე ლიპარტია
სალომე ლიპარტია - Sputnik საქართველო
სალომე ლიპარტია

ჩემი მშობლების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ.  ძალიან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი, ინტროვერტი, არავისთან არ შევდიოდი ურთიერთობაში… სკოლაში დავდიოდი მარტო. მათი დამსახურებაა, რომ მომცეს საშუალება გამეკეთებინა ის, რაც მომწონდა და მიყვარს და მაძლევენ ძალიან დიდ თავისუფლებას… მიკვირს ხოლმე, რატომ მაძლევენ ამხელა თავისუფლებას… ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მენდობიან და მეც ვცდილობ, რომ ეს ნდობა არ გამოვიყენო ცუდად და ყოველთვის გავამართლო მათი იმედები. სხვათაშორის, ამაყობენ ჩემით, თუმცა ჩემთან ამაზე არ საუბრობენ ბევრს.  ყოველთვის მიბიძგებენ იმისკენ, რომ უფრო მეტი შემიძლია და ესეც ერთგვარი მოტივაციაა.

- რა მიმართულებით აპირებ სწავლის გაგრძელებას? 

— ბოლო წელია, ამოვიჩემე კომპიტერული მეცნიერებები — ასტროფიზიკა, ასტრონომია, კოსმოლოგია. ძალიან მიყვარს ასტრონომია და ბავშობიდან ვოცნებობდი, რომ გავმხარიყავი კოსმონავტი. თუ ოდესმე მომეცემა საშუალება და გადავწყვიტე ასტრონავტობა, ასტრონომობა ან ასტროფიზიკოსობა, დიდი სიამოვნებით ვისწავლი ამ ყველაფერს, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რა ხდება დედამიწის მიღმა, რატომ არ უნდა გაინტერესებდეს? ჩემში დიდი დოზითაა ეს ინტერესი…

 

თინათინ ბუკია

 

ყველა ახალი ამბავი
0