ქართველი დიზაინერი, რომლის შექმნილმა სამკაულმა ამერიკაში აღიარება მოიპოვა

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევრები
თიო ლომიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიო ლომიძე 27 წლის ხელოვანია. სამხატვრო აკადემია დაამთავრა არქიტექტურის განხრით, თუმცა შემდეგ სრულიად სხვა მიმართულება აირჩია.

თიო ხელნაკეთ სამკაულებს ნატურალური ქვების, ტყავისა და ბაწრისგან ამზადებს. მისი სამკაული დიდი მოწონებით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძე
თიო ლომიძე - Sputnik საქართველო
თიო ლომიძე

— ვსწავლობდი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა მცოდნოდა ტანსაცმლის მოდელირება. გავიარე სხვადასხვა კურსები, მინანქარი, კერვა-კონსტრუირება, თექა, თუმცა ეს აქსესუარები თავისით შეიქმნა. კარგად მახსოვს თექის კურსებზე როცა ყველა ქარგავდა და თექის პანოებს აგებდა, მე კიდევ რაიმე ახლის შექმნა მომინდა. ავიღე მასალა და სამაჯური გავაკეთე, რომელსაც შესაკრავად ჰქონდა ხის ღილები, შედგებოდა თექის დეტალებისგან, ასევე ნაქარგი დეტალისგან. ასეთი ორი ერთნაირი გავაკეთე, მოვირგე მარჯვენა და მარცხენა ხელზე.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევარი
თიო ლომიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თიო ლომიძის ნამუშევარი

– ლექტორმა არ შენიშნა, სხვა რამეს რომ აკეთებდით?

— ლექტორმა რომ შეამჩნია, ძალიან მოეწონა და მითხრა, შენგან კარგი დიზაინერი დადგებაო. აქედან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი საფეხურები აქსესუარების მიმართულებით. ეს იყო 2011 წელს. ყველაფერი თავისით მოვიდა. არც ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი. უბრალოდ, შინაგანი მოთხოვნილება მქონდა.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევარი
თიო ლომიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თიო ლომიძის ნამუშევარი

– მეგობრები, ახლობლები როგორ უყურებდნენ თქვენ გატაცებას?

— იმ დროისთვის უცხო აქსესუარებს ვქმნიდი, რაზეც მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ შემექმნა ისეთი რაღაც, რაც მასიური იყო და უფრო გაბედულად მოირგებდნენ. მე კი ჩემი სიამოვნებისთვის ვქმნიდი იმას, რაც მინდოდა რომ შემექმნა. პერიოდულად კი ისევ ხატვას და კერვას ვუბრუნდებოდი. ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად საქართველოში „თიონეს“ ყელსაბამებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე შემექმნა ჩემი ხაზი.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევარი
თიო ლომიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თიო ლომიძის ნამუშევარი

– ბევრი ქალბატონი ატარებს დღეს თქვენ აქსესუარებს?

— დიახ. ძალიან მსიამოვნებს, როცა „თიონეს“ აქსესუარები ამშვენებს გემოვნებით ჩაცმულ ქალბატონებს.

– რა მასალებისგან მზადდება თქვენი ხელნაკეთი სამკაულები?

— მასალა შედგება ნატურალური ქვების, ტყავისა და ბაწრისგან. თითოეული აქსესუარი ჩემ განწყობას გამოხატავს და ყოველი დეტალი მე მესაუბრება.

– ამბობენ, ნატურალური ქვები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზეო, თქვენი სამკაული როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე?

— ქვები ნამდვილად ახდენს გავლენას ადამიანზე, ამავდროულად ვამატებ ჩემ ენერგიას, ყოველი აქსესუარი სიყვარულითაა შექმნილი.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევრები
თიო ლომიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
თიო ლომიძის ნამუშევრები

– სამკაულის რეალიზებას მხოლოდ საქართველოში ახდენთ, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაგაქვთ?

– „თიონე“ უკვე ამერიკაშია, პოპულარიზაცია ხდება ონლაინ–საიტით marenoir.com. თავიდან დაინტერესება უცხოელების მხრიდან უფრო იყო, ახლა კი ათასობით ქართველ ქალბატონს მოსწონს იგი, რაც განვითარების მეტ სურვილს მიჩენს.

– სხვა სფეროში წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?

— ამ საქმის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია, იმდენად მავსებს. ლამაზი სამკაული ქალს მეტად მოხდენილს ხდის. მე ძირითადად ჩემივე აქსესუარებს ვატარებ, თუ ვიცი, რომ დღე საინტერესო გარემოში უნდა გავატარო, ასე მეტად სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს.

© Courtesy by Tio Lomidzeთიო ლომიძის ნამუშევარი
თიო ლომიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თიო ლომიძის ნამუშევარი

– სამომავლოდ რას გეგმავთ?

— სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ ჩვენ არაჩვეულებრივ დიზაინერებს შევუერთდე მოდის სფეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0