07:15 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თამარა გველესიანის ნამუშევარი

„ფერადი“ ხელოვნება - ის რამაც თამარა გველესიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

Courtesy by Tamara Gvelesiani
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
212930

თამარა გველესიანი პროფესიით დიზაინერია. აქსესუარების შექმნა მოძღვრის კურთხევით დაიწყო და ამბობს, რომ ამ საქმიანობამ ძალიან დააინტერესა.

აქსესუარების შესაქმნელად ძირითად ბუნებრივ მასალას იყენებს. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამის შესახებ ის თავად მოგიყვებათ.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

— დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის განხრით, ძალიან მაინტერესებდა თეატრის მხატვრობა და ტანსაცმლის დიზაინი, მაგრამ აქსესუარებზე არასოდეს მიფიქრია. ამასობაში ჩემი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ვმუშაობდი რადიოში მუსიკალურ წამყვანად, პარალელურად წარმატებით გავიარე GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი და ვმუშაობდი PR მენეჯერად.

- ხელნაკეთი სამკაულის შექმნამ როდის გაგიტაცათ?

— ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში. რაც მანამდე იყო, თითქოს დასრულდა… ყველასთვის მოულოდნელად ყველაფერს თავი დავანებე და ტაძარში დავიწყე გალობა. სულ რამდენიმე თვეა, სწორედ ტაძარში, ჩემი მოძღვრის, მამა იაკობის კურთხევით დავიწყე აქსესუარების გაკეთება.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— სამკაული ჩემთვის არის ის უმცირესი დეტალი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია და რომელიც, რაღაცას ყვება ყოველთვის.

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— აქსესუარებს ვამზადებ მარტო, დიზაინიც ჩემი გახლავთ.

- ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ, თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

— დამხმარე არ მყავს, ფოტოებსაც მე ვუღებ და ვატყობ, რომ ამ ყველაფერმა ძალიან გამიტაცა.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

— ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა. ის ისე სერიოზულად უდგება ამ ყველაფერს, რომ მაკვირვებს კიდეც და იმდენად ჯერა ჩემი,  რომ მისი ეს განწყობა ყოველ ჯერზე მეხმარება,  განვაგრძო ის, რაც სულ ახლახან დავიწყე.

- როგორ ქმნით ფერთა გამას?  წინასწარ გეგმავთ რა ფერს რა უნდა შეუხამოთ, თუ ექსპრომტად, მუშაობის დროს იქმნება ეს ფერები?

— ფერი საოცრად მნიშვნელოვანია, ჩემთვის ფერთან ასოცირდება ყველაფერი ამქვეყნად. არაფერს არასდროს არ ვგეგმავ წინასწარ, იმ წუთის „ნაფიქრი“ ფერია რასაც ხედავთ.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

- სამკაულის შესაქმნელად რა მასალას იყენებთ და რატომ გამოარჩიეთ ეს მასალა?

— ძირითად ვიყენებ ბუნებრივ მასალას, საერთოდ ვეტრფი ყველაფერს ბუნებრივს, არაბუნებრიობის შეგრძნება არ მხიბლავს. გარდა ამისა ბუნებრივ მასალას სხვანაირი ენერგეტიკა აქვს, რაღაც დადებითი ინფორმაციის მატარებელია ჩემთვის.

- სამკაულის რეალიზებას სად ახდენთ?

— საბედნიეროდ დაინტერესება იმაზე დიდია, ვიდრე ვფიქრობდი, უფრო სწორედ, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. რასაც ვქმნი, ყველაფერი იყიდება. მაღაზიები თვითონ მთავაზობენ თანამშრომლობას, რაც ძალიან მახარებს. ასევე მაქვს ფეისბუქ გვერდი Tamara art სადაც მსურველს საშუალება აქვს დაათვალიეროს ჩემი ნამუშევრები. ჩემი რამდენიმე აქსესუარი გაიყიდა იტალიაში და რუსეთში, რაც ძალიან მახარებს.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

— ჩემდა გასაკვირად, მამაკაცებიც  იჩენენ ინტერესს. ორჯერ მქონდა შეკვეთა მამაკაცისგან, ორივე შემთხვევაში მე დავეხმარე შერჩევაში, როგორც ჩანს მათი ნდობა დავიმსახურე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

- ქალის გარეგნობაში რამდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია სამკაული, დახვეწილი აქსესუარი?

— აქსესუარი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ის ყოველთვის რაღაცას ყვება თავის მფლობელზე, მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ადამიანის იერი და განწყობა. მას შეუძლია ყველაფერი გაალამაზოს და პირიქით.

თამარა გველესიანის ნამუშევარი
Courtesy by Tamara Gvelesiani
თამარა გველესიანის ნამუშევარი

- რა ფერები და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?

— რაც შეეხება, რა ფერია მოდაში, მართალი გითხრათ, არც კი ვიცი. არ მესმის ფერის მოდა, თუმცა სეზონური ფერთა გამა ჩემთვის გასაგებია, ჩემთვის ყველა ფერი მოდურია და საერთოდ მგონია, ნებისმიერი ფერი  უხდება ერთმანეთს. რაც შეეხება სტილს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. მიყვარს სისადავე, უპირატესობას ვანიჭებ მინიმალიზმს, ჩემთვის გემოვნება იმ ზღვარის მიგნებაა, რომლის გადალახვაც არ ღირს.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— არასდროს არაფერს არ ვგეგმავ! და ბოლოს, საოცრად მაბედნიერებს,  როდესაც ადამიანებს ვუმართლებ მოლოდინს და ვხედავ, როგორი სიხარულით ირგებენ  ჩემს მიერ შექმნილ აქსესუარს.

 

მთავარი თემები